სიახლეები ხმელთაშუა ზღვის დიეტა ხელს უშლის ჰიპერტონიას – კვლევის შედეგები 21 აპრილი, 14:34 ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა) ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ზოგიერთ დიეტას ჰიპერტონიის განვითარების რისკის შემცირება შეუძლია.
მკვლევრებმა საბერძნეთიდან ახლახან გამოაქვეყნეს კვლევა European Journal of Clinical Nutrition-ში, რომელიც აფასებდა ადამიანებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის დიეტას 20 წლის განმავლობაში იცავდნენ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად იცავდნენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ჰიპერტონიის განვითარების უფრო დაბალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ იცავდა ამ დიეტას. პირველი გრძელვადიანი კვლევა ჰიპერტონიაზე ხმელთაშუა ზღვის დიეტის გავლენის შესახებ ხმელთაშუა ზღვის დიეტა მოიცავს ბოსტნეულს, ხილს, თხილს, თესლს, მთლიან მარცვლეულს, პარკოსნებს, ჯანსაღ ზეთებს და ზომიერი რაოდენობით თევზსა და ზღვის პროდუქტებს. იმის მიუხედავად, რომ დიეტამ უნდა გამოიწვიოს ჰიპერტონიის შემცირება, ამ საკითხზე გრძელვადიანი კვლევა დღემდე არ იყო ჩატარებული. კვლევა 2002 წელს დაიწყო და 2022 წლამდე გაგრძელდა. კვლევა საბერძნეთში მცხოვრებ 3042 ადამიანს შორის ჩატარდა. კვლევის დასაწყისში მონაწილეთა საშუალო ასაკი იყო 41 წელი, მამაკაცები შეადგენდნენ ჯგუფის 44 %–ს, ხოლო ქალები 56 %–ს. კვლევის ერთ–ერთი მოთხოვნა იყო, რომ მონაწილეებს არ უნდა ჰქონოდათ ჰიპერტონია კვლევის დასაწყისში. მონაწილეებს მოუწოდეს დაეცვათ ხმელთაშუა ზღვის დიეტა და ქულების მინიჭება მოცემული საკვები პროდუქტების მიღებაზე: ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, კარტოფილი, პარკოსნები, თევზი, ზეითუნის ზეთი. მონაწილეები კარგავდნენ ქულებს, როცა მიირთმევდნენ პროდუქტებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის დიეტაში არ შედიოდა, მათ შორის ცხიმიანი რძის პროდუქტები, ფრინველის და წითელი ხორცი. 20 წლის განმავლობაში მკვლევრები აკვირდებოდნენ მონაწილეებს მათი დიეტის შესაფასებლად, ჰიპერტონიის, მაღალი ქოლესტერინის, დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების შესასწავლად. ხმელთაშუა ზღვის დიეტა უკავშირდება ჰიპერტონიის რისკის შემცირებას მკვლევრებმა ბოლო ეტაპზე გაანალიზეს 1415 მონაწილის მონაცემები. აღმოაჩინეს, რომ მონაწილეებს, რომლებიც ზუსტად იცავდნენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ჰიპერტონიის განვითარების ყველაზე დაბალი რისკი ჰქონდათ. კვლევის მონაწილეებს, რომლებიც ცუდად იცავდნენ დიეტას, კვლევის ბოლოს ჰიპერტონიის მაჩვენებელი ჰქონდათ 35, 5%. საშუალო ჯგუფს ჰქონდა ჰიპერტონიის მაჩვენებელი 22, 5%. შედარებისთვის, ჯგუფში, რომელიც ყველაზე უკეთ იცავდა დიეტას, ჰიპერტონიის მაჩვენებელი იყო 8, 7%. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს კვების ჩვევების მნიშვნელობას ჰიპერტონიის განვითარების რისკის შესამცირებლად. ასევე აჩვენებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა ჰიპერტონიის განვითარების რისკის შემცირებას ხელს უწყობს. ჩენგ ჰან ჩენი, მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი და სტრუქტურული გულის პროგრამის დირექტორი სამედიცინო ცენტრში MemorialCare Saddleback, კვლევის მთავარ ნაკლოვანებაზე მიუთითებს: "ეს კვლევა ჩატარდა ერთგვაროვან პოპულაციაში (ბერძენი ზრდასრულები) და უცნობია, იქნება თუ არა შედეგები შესაბამისი უფრო მრავალფეროვან პოპულაციაში" – აღნიშნავს ის. ასევე დაგაინტერესებთ: ძველი გერმანული რეცეპტი, რომელიც წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინს და აძლიერებს იმუნიტეტს შეამოწმეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, უბრალოდ ხელი ყინულიან წყალში ჩადეთ რატომ არის საშიში დაბალი არტერიული წნევა და როგორ ვუმკურნალოთ მას 35 1-ს მოსწონს |