x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამის პროკურორობის დროს, კამერებში ლაპარაკის გამო ცემაში კლავდნენ''-რა ვიდეოს აზიარებს ამირან სალუქვაძე

imageბრიგადის გენერალი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც ნიკა გვარამიას და პოლიცილებს შორის კონფლიქტია ასახული და წერს:


"აი ეს, ოფიციალური თაღლითი, ცალკე ჩვენი სასამართლოთი და ცალკე სტრასბურგმაც დაურტყა ბეჭედი, სისხლიანი პროკურორი, ზურაბიშვილის შეწყალებული მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციის ასარევად, ბედავს და ეხება პოლიციელებს.
ამის პროკურორობის და ადეიშვილის მოადგილეობის დროს, კამერებში ლაპარაკის გამო ცემაში კლავდნენ, ნეკნებს და ხერხემლის მალევს უმტვრევდნენ, მწოლიარე ვეტერანებს სცემდნენ და იჭერდნენ, შსს სამინისტროსთან უბროდ დგომისთვის ხელკეტებით სასიკვდილოდ ურტყამდნენ და აკავებდნენ, პოლიციელთან ჯიქაობის კი არა, ფეისბუკში უარყოფითი კომენტარია გამო ჯვარს აცმევდნენ ნებისმიერს.
დღეს ხსნილია. შეიძლება მინისტრებს, დეპუტატებს აგინონ, პოლიციელებს ეძიძგილაონ, ოჯახის წევრები დაამუნათონ...
გესმით შემწყალებლებოო და ძალადობის წამხალისებლებო?"
0
478
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0