საქართველო მოსკოვში სკანდალურად ცნობილი ქართველი წარმოშობის ნეონაცისტი RDK-სთან ურთიერთობების გამო დააკავეს 2024, 19 აპრილი, 15:32 აპრილის დასაწყისში, მოსკოვში FSB-ის ოფიცრებმა ტელეგრამის არხ «პაქს იბერიკის» («Pax Iberica ქართული სამყარო») ადმინისტრატორი ალექსანდრე ვიშნიაკოვი (სანდრო საკანია) დააკავეს. რუსული სპეცსამსახურები საკანიას რუსი მოხალისეების კორპუსთან (RDK) თანამშრომლობაში და უკრაინის ტერიტორიაზე ომისთვის მებრძოლების დაქირავებაში ადანაშაულებენ. Sova.news-ის ინფორმაციის მიხედვით, ალექსანდრე საკანია და მისი თანამშრომელი ვასილი ჯავაშვილი უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში გადავიდნენ. საკუთარ ტელეგრამ-არხზე ისინი ფაშისტურ ციტატებს, ნაცისტურ სიმბოლოებს და ნაცისტურ «რასობრივი ჰიგიენა» პოლიტიკაზე ინფორმაციას აქვეყნებენ. უფრო მეტიც, გასულ აგვისტოში მათ ქართველ რადიკალებს აქტიურობისკენ და პირდაპირი მოქმედების აქციაში «Gigglz Bistro» პანკ-კაფეში ჩართულობისკენ მოუწოდეს. საკანიის სიტყვების თანახმად «ეს ადგილი ლგბტ მხარდამჭერებით, ლიბერალებით და დეგენერატებით იყო სავსე». ამის შედეგად 2 აგვისტოს სანდრო და ვასო მივიდნენ ბარში და ბარის მფლობელებს ესაუბრნენ. მაგრამ მათი წასვლის შემდეგ ორი უცნობი ადამიანი მოვიდა და კაფეს დამფუძნებელს სახალხოდ სცემეს. საქართველოში ეს ორნი დიდი ხანია ცნობილი არიან, როგორც რადიკალები და თაღლითები. მათ შექმნეს ორგანიზაცია «დაბრუნება», რომლის მიზანი იყო ეთნიკური ქართველების რეპატრიაციაში დახმარება. ამის ნაცვლად, მიგრანტები რუსეთიდან ქარველ ხალხს ატყუებენ და უბრალოდ იპარევენ ფულს მზრუნველი ადამიანებისგან. ბოლოს, თავდაპირველად სასიხარულო მიზანი გამდიდრების საშუალებად გადაიქცა რუსეთიდან ვიზიტორებისთვის.
საკანიის დაკავება ჰფენდა ნათელს რასის სიწმინდის დამცველების დამნაშავეობრივი ცხოვრების წინათ უცნობ დეტალებს. ჩვენს განკარგულებაში აღმოჩნდა ინფორმაციის დიდი მოცულობა, რომელიც ადასტურებს გაქცეული რუსების კავშირებს RDK-სთან და ნეოფაშისტური მოძრაობასთან საქართველოში. გარდა ამისა, მასში ჩაწერილი ფაქტები ცხადყოფს, რომ საქართველოში საკანია და ჯავაშვილი კორუფციის სქემებს აყალიბებენ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის ზაფხულში საკანია მიმოწერაში შევიდა რუსი მოხალისეების კორპუსის კურატორთან (პაზივნოი «კარდინალი»). თავდაპირველად საკანიამ თქვა, რომ RDK-ში გაწევრიანებას აპირებდა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის. საინტერესოა, რომ საკანია პირადად იცნობს რუსული მოხალისეთა კორპუსის მეთაურს დენის კაპუსტინს («White Rex»). უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. საქართველოში საკანიამ მიიღო კავშირები ადგილობრივ ნაციონალისტებთან. მათ შორის ფაშისტური ჯგუფის «საქართველოს ეროვნული ერთობის» წევრები იყვნენ. ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ჭელიძე 2018 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დააკავეს, 3.5 წლიანი პატიმრობის შემდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ გამოჩნდა. სტატისტიკის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კატასტროფულად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში. რუსები, რომელთა ქვეყანას საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოში უძრავ ქონებას და ბიზნესს მასობრივად ყიდულობენ. ადგილობრივი სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, რუსეთი საქართველოს იყენებს სანქციების ეფექტის შესამსუბუქებლად. მსგავსად, ალექსანდრე საკანიას შეეძლო გახდეს ინსტრუმენტი კრემლის ხელში მაგრამ ბიჭმა სხვა არჩევანი გააკეთა. მან არ გამოიყენა თავისი ამბიციები რუსეთში, ამიტომ გადაწყვიტა ისარგებლოს თავისი ქართული წარმომავლობით ფაშისტურ იდეების პოპულარიზაციისთვის, მოტყუებისთვის და ქურდობებისთვის საქართველოში. მაგრამ ასეთი ადამიანებისთვის ყოველთვის არის ლოგიკური დასასრული. უეცრად საკანიამ ქვეყანა-ოკუპანტის მახეში გაება. ის აღარასოდეს ჩამოვა საქართველოში და მისნაირი ადამიანებისთვის საკანიის ბედი გაკვეთილი იქნება. 363 შეფასება არ არის |
ამიტომ მივესალმები რაც უფრო მეტი სამეგრელოს წარმომადგენელი გამოჩნდება რუსეთში ქართული ნაციონალიზმის მიმდევრად!