x
მეტი
  • 21.07.2024
  • სტატია:136076
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510354
კაცი 44 წლამდე უტვინოდ ცხოვრობდა და ეს ვერ შეამჩნია
შეუძლია თუ არა ადამიანს ტვინის გარეშე ცხოვრება? ამ კითხვაზე ყველა უარყოფითად უპასუხებს, მაგრამ არასწორი იქნება. საფრანგეთში იპოვეს მამაკაცი, რომელიც პრაქტიკულად უტვინოდ ცხოვრობდა. ტვინის 90 პროცენტი დაკარგული იყო.



ანომალია სამედიცინო გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოაჩინეს. უცნაურია, მაგრამ უჩვეულო პაციენტი თავის ტკივილს საერთოდ არ უჩიოდა. თავის ქალაში რუხი ნივთიერების ნაკლებობა საერთოდ არ აწუხებდა.



image



მატიე რ. იყო ერთი ჩვეულებრივი საჯარო მოხელე, მარტივი პასუხისმგებლობითა და მოკრძალებული ხელფასით. დაოჯახებული იყო, ჰყავდა ორი შვილი და უყვარდა ფეხბურთის ყურება.




2007 წელს, 44 წლის ასაკში მამაკაცს ფეხების ტკივილმა შეაწუხა. მატიე რამდენიმე ექიმს ეწვია, მაგრამ ვერც ერთმა ექიმმა მისი ტანჯვის მიზეზი ვერ იპოვა. ამასთან დაკავშირებით ექიმებმა გადაწყვიტეს მამაკაცის სრული გამოკვლევა. შედეგებმა ექიმები შოკში ჩააგდო.



image



ფეხების ტკივილი მაშინვე დავიწყებას მიეცა. მოულოდნელად გაირკვა, რომ პაციენტი „თავში თითქმის ცარიელი იყო“. ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მატიეს თავის ქალა თითქმის მთლიანად სითხით იყო სავსე. ტვინიდან მხოლოდ თხელი გარსი იყო დარჩენილი.



ბუნების ყველა კანონის მიხედვით, ასეთ ადამიანს არ შეეძლო ეცხოვრა, მით უმეტეს სახელმწიფო უწყებაში მუშაობა, ბავშვების გაზრდა და მანქანის მართვა. ფენომენალურ მამაკაცს ჰქონდა IQ 75, რაც საკმაოდ დაბალია, მაგრამ ნორმალურ დიაპაზონში.



პაციენტი არასოდეს უჩიოდა თავის პრობლემებს. დიდი ალბათობით, რომ არა ფეხების ტკივილი, ვერასროს გაიგებდა, რა უნიკალური ადამიანი იყო. ექსპერტებმა დაიწყეს ფრანგის შესწავლა და აღმოაჩინეს მისი ავადმყოფობის მიზეზი. მისი ტვინი 30 წლის განმავლობაში ნელ-ნელა ნადგურდებოდა და მის ადგილს სითხე იკავებდა. ამ პროცესს ტვინის ჰიდროცეფალია ან წყალმანკი ეწოდება.



image



მატიეს ადრეულ ბავშვობაში ჰიდროცეფალია აწუხებდა. 14 წლამდე თავის ქალაში სპეციალური შუნტით დადიოდა, რომლის მეშვეობითაც სითხის გადინება შეიძლებოდა. შემდეგ მოწყობილობა ამოიღეს, რადგან ჩათვალეს, რომ ბიჭი გამოჯანმრთელდა.



სინამდვილეში, დაავადება ფარულად მიმდინარეობდა. თავის ქალაში სითხე გროვდებოდა და ტვინი თანდათან ნადგურდებოდა. 30 წლის განმავლობაში ამან არ იმოქმედა მამაკაცის კეთილდღეობაზე. ექიმები მხრებს იჩეჩავენ, რადგან არ იციან როგორ დაეხმარონ მატიეს და სჭირდება თუ არა მას დახმარება საერთოდ.



ასევე დაგაინტერესებთ: მუსიკოსი ვიოლინოზე უკრავდა მაშინ, როცა თავის ტვინზე ოპერაციას უკეთებდნენ (ვიდეო)



0
204
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
204