x
მეტი
  • 14.10.2024
  • სტატია:137607
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511481
ვანო მერაბიშვილის წერილმა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები აატირა
imageამ დღეებში, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჯერად პატიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა ციხიდან "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებს წერილი გაუგზავნა.


ვანო მერაბიშვილის წერილმა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები აატირა.


მერაბიშვილის წერილს უცვლელად გთავზობთ.


"ჩემო მეგობრებო, მიხარია, რომ ყველანი ერთად და მხნედ ხართ. მიხარია, რომ ყველაფრის მიუხედავად, განწყობილი ხართ ბრძოლისთვის. დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, არის საფრთხე, რომ ახალციხემ დაკარგოს ისტორიული ფუნქცია, ანუ დაკარგოს ქალაქის ფუნქცია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქალაქი დეგრადაციის მიმართულებით მიდიოდა. ბოლო წლებში მოვიცალე ახალციხისთვის, რასაც ძალიან ვნანობ.



ბოლო წლებში გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, ახალციხეში შემოვიდა ბუნებრივი აირი, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, აღდგა რაბათის კომპლექსი. დაიწყო ახალი კორპუსების მშენებლობა, მაგრამ სამწუხაროდ გეგმები ბოლომდე მისაყვანია. გეგმების ბოლომდე მიყვანა ვერ მოვასწარი.


დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან თქვენთან ერთად, დაწყებულს ბოლომდე მივიყვან და ჩვენ ქალაქს და რეგიონს მოწინავედ ვაქცევ. განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, შევქმნით სამუშაო ადგილებს და ჩვენი ხალხის შემოსავლებს მნიშვნელოვნად გავზრდით, ახალციხის ქალაქის ფუნქციის გაუმჯობესებით.


რაც შეეხება მე, მე თავს ნორმალურად ვგრძნობ. ბავშვობაში რომელი წიგნებიც არ იყო ახალციხის ბიბლიოთეკაში, იმ წიგნებს დღეს ვკითხულობ. ისე, კაცმა რომ თქვას, ახალციხელი და თანაც უდელი, თბილისში რომ ჩავა და ქართველებს "ჭკუას დაარიგებს", დასაჭერად ნამდვილად არის.


გისურვებთ წარმატებას და მიხარია, რომ თქვენ ხართ უამრავი, "-წერს მერაბიშვილი.

1
12547
4-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
12547
  
2015, 28 ნოემბერი, 16:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1