კულტურა ორსული ქეთა თოფურიას უახლესი ფოტოები - მომღერალი მესამე ბავშვს ელოდება 2024, 19 აპრილი, 11:15 ![]() რუსეთში მოღვაწე ქართველი პოპ მომღერალი მომღერალი ქეთა თოფურია „ინსტაგრამზე“ უახლეს ფოტოებს აქვეყნებს, სადაც როგორც ჩანს, იგი სულ მალე მესამე ბავშვის დედა გახდება. "ისევ?", "თქვენ ძალზე ლამაზი ხართ, ბედნიერება თქვენ და თქვენს პატარას", "ბიჭი იქნება" "მეც მინდა შვილი მყავდეს", "თქვენ ყველაზე ლამაზი ხართ მსოფლიოში", "„ულამაზესი ფეხმძიმე“-წერენ კომენტარებში. ![]() თვეების განმავლობაში გავრცელებული ჭორების შემდეგ, ჯგუფ A'Studio-ს 37 წლის სოლისტის, ქეთა თოფურიას ფეხმძიმობა პირველად დადასტურა "ახალი ვარსკვლავების ფაბრიკის" დასკვნით კონცერტის გადასაღებ მოედანზე, სადაც პოპ-მომღერალი გამოჩნდა მჭიდრო ცისფერი კაბით, რომელიც უფრო მრავლისმთქმელი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ![]() დიდი ხნის განმავლობაში ქეთა თოფურიას თაყვანისმცემლები თვლიდნენ, რომ ქმართან, ლევ გაიხმანთან გაყრის მიზეზი იყო ღალატი, - რომანი რეპერ გუფთან. ეს მოხდა მას შედეგ, როცა პაპარაცებმა ისინი ერთად დააფიქსირეს ტაილანდში დასვენების დროს. ტაილანდიდან დაბრუნებისთანავე ბიზნესმენმა გაყრა მოითხოვა, თვითონ ქეთამ ეს ამბავი მაშინ, 2017 წლის ზაფხულში კომენტარის გარეშე დატოვა, მით უმეტეს, შემდგომ რომანი გუფთანაც არ აეწყო და მომღერალი საბოლოოდ გაწბილებული დარჩა. А Studio-ს სოლისტმა გადაწყვიტა, ესაუბრა ქმართან გაყრის მიზეზებზე «Ты не поверишь" რეპორტიორთან. "ეს თავისთავად მოხდა, ხდება ასე ცხოვრებაში, გაგვიცივდა ურთიერთობა, მივხვდით, რომ რაღაც ისე არ იყო, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობდით, მორჩა, ყველაფერი სხვაგვარად გადავწყვიტეთ". ქეთამ ისიც დასძინა, რომ მას ყოფილ ქმართან თბილი მეგობრული ურთიერთობა აქვს. გაიხმანი ყოველ უქმე დღეს ოლივიასთან ატარებს. 290 3-ს მოსწონს
|