კაბები დაუვიწყარი "კოსტიუმები" ყველა დროის Met Gala-ს ღონისძიებიდან 16 მაისი, 10:57 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
![]() როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. ყოველწლიურ გრადაციასა თუ დაჯილდოვების სხვადასხვა ცერემონიაზე ვარსკვლავები ახალ-ახალი კაბებით ჩნდებიან და შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ პარალელურად მათ სხვა მარათონიც აქვთ, შეეჯიბრონ, ვინ უფრო მოსაწონი იქნება საზოგადოებისთვის. სწორედ დღევანდელ კრებულში ნახავთ იმ კაბებს, რომლებიც საზოგადოებისთვის ყველაზე მოსაწონი და დასამახსოვრებელი გახდა ყველა დროის Met Gala-ს ღონისძიებიდან. აქვე შეგახსენებთ, 1948 წლიდან ყოველწლიურად, კოსტუმების ხელოვნების ინსტიტუტი მეტროპოლიტენ-მუზეუმი მასპინძლობს მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მოსალოდნელ ღონისძიებას - ზღაპრულ Met Gala-ს. სტუმრების ექსკლუზიური სია აერთიანებს ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს და მოდის ლეგენდებს, რათა აღნიშნონ კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენა და მოაგროვონ სახსრები მუზეუმის დასაფინანსებლად. დაუვიწყარი "კოსტიუმები" ყველა დროის Met Gala-ს ღონისძიებიდან1. შერი. ![]() 1974 წლის Met Gala. ფოტოზე კი შერია ბობ მაკის კაბაში და თავად ბობი მიაცილებს. სხვათაშორის მან ამ კაბით ჟურნალი Time-ის გარეკანიც დაამშვენა. 2. იმანი. ![]() 3. შერი. ![]() 4. ნაომი კემპბელი. ![]() 5. კაროლინა მერფი. ![]() 6. სელმა ჰაიეკი. ![]() 7. ჟიზელ ბიუნდჰენი. ![]() ასევე ჟიზელი Met Gala 2008, კვლავ Versace-ს კაბით. ![]() 8. ქეით მოსი. ![]() 9. დაუცენ კრუზი. ![]() 10. ბიონსე. ![]() 11. კიმ კარდაშიანი. ![]() 12. ბიონსე. ![]() 13. რიჰანა. ![]() 14. ბიონსე. ![]() 15. ნიკოლ კიდმანი. ![]() 16. ბლეიქ ლაივლი. ![]() 17. კიმ კარდაშიანი. ![]() 18. ლედი გაგა. ![]() 19. იმანი. ![]() 20. კენდალ ჯენერი. ![]() 21. ბლეიქ ლაივლი. ![]() 22. რიჰანა. ![]() 23. ნიკოლ კიდმანი. ![]() 24. ნაომი კემპბელი. ![]() 95 3-ს მოსწონს
|