x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
"დიახაც ვხედავ, მოხდება ის, რასაც ვერ წარმოიდგენენ" - ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

image


ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება მისი ახალი წინასწარმეტყველება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ლელა კაკულია: დიახაც ვხედავ, ევროკავშირში საქართველოს დროშა ფრიალებს!!! ????????????????


ჩვენი დღევანდელი პუბლიკაცია სპეციალურად დავიწყეთ ქალბატონი ლელას 2014 წლის 19 მაისის ჩანაწერით, რათა თავშივე დავამშვიდოთ ქვეყნის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც შიშობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში რაიმე შეუშლის ხელს.

არაფერი არ შეუშლის - არა-ფე-რი!!!

ამის თაობაზე უამრავი ჩანაწერი აქვს ლელა კაკულიას, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა როგორც მის საავტორო გაზეთებში, ისე წიგნებში „ახალი სიტყვა“ - ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე სხვადასხვა წლებში გამოცემულ წიგნებში.

აქ მხოლოდ მცირეზე მცირე ნაწილს შეგახსენებთ: საქართველო-ევროკავშირის თემაზე ყველა ჩანაწერის აქ გამოქვეყნება უბრალოდ შეუძლებელია. ლამის მთელი ტომი აიკინძება, იმდენი და ისე დაწვრილებით აქვს ნაწინასწარმეტყველები ქალბატონ ლელას.


???????????????? 1993 წელი, 11 აგვისტო

ამერიკამ და ევროპამ იციან საქართველოს ფასი. რუსების ყველა მოქმედება ჩაფუშულია.


????????????????1997 წელი, 27 მაისი

ვხედავ, საქართველო რეალურად გამოეყოფა რუსეთს და ევროპისა და ამერიკის დროშასთან დგება. როგორც უნდა იმოქმედოს რუსეთმა, მისი ყველა ცდა ჩაფუშულია.


????????????????1999 წელი, 7 ნოემბერი

საქართველო ევროპაა, ანუ მისი ნაწილი. ეს უზარმაზარი ფარია და დაცვა რუსული მონსტრისგან. მომავალში მთელი საქართველო მიხვდება – უწიგნურიც კი, თუ რა საშიშროება და ნგრევა ააცილა ამ ტიტულმა – ევროპელის სახელმა, ჩვენს ქვეყანას.

საქართველოს – ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს შავი ზღვისპირეთისა და

სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას, ევროპა იერთებს. ეს მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.


????????????????2009 წელი, 19 თებერვალი

ნუ გგონიათ ვითომ პოლიტიკოს-ანალიტიკოს-მსახიობებს, რომ მომავალში ვინმე მოგიგონებთ.

ისტორია იტყვის მხოლოდ:

‼️რომ ამა და ამ წლებში რუსეთმა საქართველოში წააგო,

‼️რომ საქართველომ რუსეთს დიდი პოლიტიკური ომი მოუგო,

‼️რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდა,

‼️რომ საქართველო გახდა მნიშვნელოვანი ენერგორესურსების გამტარებელი სუვერენული სახელმწიფო ძლიერი ჯარით,

‼️რომ საქართველო კავკასიის გამაერთიანებლად და მის ცენტრად იქცა,

‼️რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრი და დაიწყო ევროპისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტების მართვა,

‼️რომ კუთვნილი ტერიტორიები დაიბრუნა ავტონომიების გარეშე და ა.შ. და ა.შ.

***

საქართველო გადარჩა წარსულში და გადარჩება მომავალშიც!

ვხედავ, საქართველო ევროპის ის ნაწილია, რომელიც მათ – თვითონ ევროპის სახელმწიფოებსაც ჰაერივით სჭირდებათ და ამერიკასაც. თუ რას ნიშნავს ევროპა-ამერიკისთვის საქართველო თავისი გეოგრაფიული მდგომარეობით, კოსმოსი მალე დაანახებს და მათი მოქმედებაც სწრაფი იქნება.


????????????????2009 წელი, 27 ივლისი

ვხედავ, დიდი სიფრთხილე მართებს საქართველოს. მსოფლიო პოლიტიკაში თამაში ძნელია და ძალიან საშიშიც. ეს ის მომენტია, როცა ყველა თავის სასარგებლოდ ფიქრობს, როცა ყველა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისა და პირველობისთვის იბრძვის, რათა მუდამ წამყვან ქვეყნებად მიიჩნეოდნენ და, რაც მთავარია, რათა მართვის სადავეები არ გაუშვან ხელიდან; რათა თავად წყვეტდნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ბედს.

<...> მაგრამ მომავალში, ვხედავ, რომ საქართველო გაუძლებს ამ ურთულეს პერიოდს,

‼️ანუ ქართული სახელმწიფო ევროპულ გამოცდებს ჩააბარებს და ამით იგი ადგილს იკავებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გვერდით.


????????????????2010 წელი, 30 მარტი

რუსეთი დატოვებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. საქართველო ერთიანდება. ვიბრუნებთ რუსების მიერ წარსულში წართმეულ ტერიტორიებსაც და ამას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ. ასეთია კოსმოსის ნება.

ვხედავ ასჯერ დანახულს: გაბრწყინებულ, დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს – ევროპულ სახელმწიფოს, ასევე სამხედრო ალიანსში გაწევრიანებულს.

დღეს რაც ხდება, ეს კანონზომიერია. ეს გზა თავისუფლების გზაა. ჩემი ხალხი გაიმარჯვებს და დაამარცხებს ბოროტებას. საქართველო ძლიერება ქართველი ხალხის ხელშია.

წინასწარმეტყველება კი, როგორც ყოველთვის, სრულდება!


????????????????2012 წელი, 21 მარტი

ყველაზე რთული, რაც საქართველოშია, ეს არის პოლიტიკა, რომელიც ვერაფრით ვერ დააწყეს ამ პატარა ქვეყანაში. თუმცა აქაც დიდი წყალობა გვაქვს კოსმოსისა, რომელიც რიგის მიხედვით ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

რაც დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში სცენარები იდგმება, ვერცერთში ვერ ვხედავ საღ აზრს. თანაც ანალიზებს რომ აკეთებენ, რის შემდეგ რა მოხდება.

‼️არაფერიც არ მოხდება, ვინაიდან ანალიზები არასწორია. მოხდება ის, რასაც ვერ წარმოიდგენენ:

ჩემი საქართველო უფრო ძლიერდება, ჩემი ქართველები მრავლდებიან და ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა ხდება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში!


????????????????2012 წელი, 7 ივლისი

საქართველო და ქართველი ხალხი არ არის ხელწამოსაკრავი. სანამ ამერიკა და ევროპა რამეს მოიფიქრებენ, ქართველებს ის უკვე მოფიქრებული აქვთ საუკუნეების წინ.

მხოლოდ ხანდახან, დროის რომელიღაც მონაკვეთში, ძალა აღმართს ხნავს. მაგრამ საქართველოში მოდის ძალა, რომელიც ერთდროულად აღმართსაც მოხნავს და დაღმართსაც.

საქართველოს მომავალში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წამყვანი ქვეყნების გვერდით...

ქართველ პოლიტიკოსებს კი მხოლოდ სამ სიტყვას ვეტყოდი:

ისე არ არის მოწყობილი ქვეყანა, როგორც თქვენ გგონიათ, ისე არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც თქვენ გინდათ. თუ მასში არ არის სიკეთე ქართველთა მიმართ, არც არაფერი არ ასრულდება - არცერთი წერტილი თქვენი პოლიტიკური ნაწილისა.

‼️და ეს სამი სიტყვა არის: ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!


????????????????2012 წელი, 22 ივლისი

საქართველო მომავალში ძლიერი და ანგრიშგასაწევი ქვეყანაა, ასევე ევროპის ნაწილი, დაბრუნებული ტერიტორიებით — აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, მერე კი იმ ტერიტორიებით, რომლებიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს [უფრო ადრე] აქვთ მითვისებული. მათი დაბრუნების დროც დადგება.

????????????????2013 წელი, 19 მარტი

რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციით ისარგებლოს, ვითომ საქართველოს რუსეთი სჭირდება (და კიდევ უამრავ რამეს იძახიან) და ამით ცდილობს მსოფლიოს დაანახოს, რომ საქართველო რუსეთისკენ მიიწევს და არა ევროპა-ამერიკისკენ.

<...> მაგრამ ნატოშიც შევდივართ და ევროკავშირშიც. ამას სიამოვნებით ვიმეორებ და ყოველთვის გავიმეორებ საქართველოს მტრების გულის გასახეთქად მანამ, სანამ არ შევალთ.

იცოდეთ, დედამიწაზე ორი ადამიანიც რომ დარჩეს, ერთი აუცილებლად ქართველი იქნება; ერთი სახელმწიფოც რომ დარჩეს, ეს საქართველო იქნება!

????????????????2014 წელი, 25 თებერვალი

ვხედავ, რუსეთის პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინასთან საქართველოს წისქვილზე დაასხამს წყალს. ამერიკაც გამწარებულია და ევროპაც და ამიტომ ნატოშიც და ევროკავშირშიც, როგორც ადრე ვიწინასწარმტყველე, დაჩქარებული ტემპით კი არ შევდივართ, შევრბივართ.

ეს ამერიკელებსა და ევროპელებს ბაზას გაუმყარებს მთელს კავკასიაში.

???????????????? 2014 წელი, 19 მაისი

დიახაც ვხედავ, ევროკავშირში საქართველოს დროშა ფრიალებს!!!


???????????????? 2016 წელი, 29 მაისი

დღეს კოსმიური საცერი იცრება, შადიმანები და თაღლითები კი მომავალს გეგმავენ. სულ ამაოდ. არაფერი გამოუვათ. პირიქით, ყველაფერს დაკარგავენ. კოსმოსი მათ დასჯის და პოლიტიკიდან სამუდამოდ გააქრობს.

ხალხი აღარ მოტყუვდება. ძალიან კარგად იცის საქართველომ, ვინ ვინ არის...

საქართველოს ევროკავშირი ელოდება. მალე კოსმოსი ჩემს საქართველოს ევროკავშირის ღირსეულ წევრად წარმოაჩენს, მომავალში კი ნეიტრალურ ქვეყნად აქცევს.


????????????????2023 წელი, 25 თებერვალი

რაც უნდა მოიმოქმედოთ, შადიმანებო, ქართველებს ვერ დააჩოქებთ, ვე-რა!

საქართველო ნატოშიც შევა და ევროკავშირშიც და ყველგან თაიგულებით დაგვხვდებიან. ამინ!!!"– ვკითხულობთ ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე.




0
1389
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1389