x
მეტი
  • 21.07.2024
  • სტატია:136076
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510354
სუპერგონორეამ, რომელიც ჩინეთში გავრცელედა, შეიძლება ახალი, ამჯერად ვენერიული პანდემია გამოიწვიოს

image

ჩვეულებრივი გონორეა (იგივე ტრიპერი) ჩაანაცვლა სუპერგონორეამ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უსიამოვნობას უქმნიდა ეს დაავადება პაციენტებს, იგი საკმაოდ მარტივად (გაურთულებელი) განკურნებადი იყო. თუმცა ახალ სუპერგონორეას იწვევს ბაქტერია, რომლის განკურნებაც ჯერჯერობით შეუძლებელია: ის მდგრადია ყველა არსებული ანტიბიოტიკის მიმართ.



ბოლო წლებში ჩინეთში სუპერგონორეის მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ რაღაც ერთ წელიწადში დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ექსპერტები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან, რომ ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი შტამი შეიძლება ადვილად გავრცელდეს მთელ მსოფლიოში და გამოიწვიოს ახალი პანდემია, რომელიც ყოველწლიურად ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.



მოდით გავარკვიოთ, რატომ არის საშიში ეს სქესობრივი გზით გადამდები ეს დაავადება და რატომ აღარ მკურნალობენ მას ჩვეულებრივი მეთოდებით.


სუპერგონორეა შესაძლოა ჩინეთიდან იყოს.



ჯერ კიდევ 2020 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO)საზოგადოება გააფრთხილა, რომ გამოჩნდა რამდენიმე სახის ბაქტერია, მათ შორის გონორეის გამომწვევი აგენტი, გონოკოკი, რომელიც არ რეაგირებდა ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ზედმეტად სიცოცხლისუნარიანები გახდნენ.ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ამის გამო გონორეა შეიძლება მალე განუკურნებელი გახდეს გახდებოდა არსებული ნებისმიერი წამლით. ოთხი წლის შემდეგ, ეს მომენტი შეიძლება დადგა.



დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინეთის 13 პროვინციაში გონორეით დაავადებულთაგან აღებული ბაქტერიული ნიმუშების 97 პროცენტზე მეტი რეზისტენტული იყო თანამედროვე ანტიბიოტიკების მიმართ. შემთხვევათა რვა პროცენტში წამალ ცეფტრიაქსონით მკურნალობასაც კი, რომელიც ახლა ამ დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, შედეგი არ გამოიღო.

image


სუპერგონორეის სიხშირე 40-ჯერ უფრო მაღალია ჩინეთში, ვიდრე ევროპასა და აშშ-ში.


ჯერჯერობით, მეცნიერებმა შეძლეს და იპოვეს მხოლოდ ერთი ანტიბიოტიკი, რომელსაც შეუძლია განკურნოს სუპერგონორეა, მაგრამ მისი ზოგიერთი შტამი აღარ ექვემდებარება ამ წამლით მკურნალობას. ჩინეთის გარდა, ამ დაავადებით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში.


მეცნიერები შიშობენ, რომ ჩინეთი, სადაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, შეიძლება გახდეს სუპერგონორეის გავრცელების დასაწყისიც.



გონორეის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შტამები ახალი მოვლენა არ არის. პირველი ასეთი შემთხვევა ჯერ კიდევ 2011 წელს დაფიქსირდა იაპონიაში. ხუთი წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს გონორეა, რომელიც არ რეაგირებდა ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ამასთან, ექსპერტების აზრით, ღარიბ ქვეყნებში მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო მძიმე იყოს.


რა არის ამის მიზეზი?


ექსპერტების თქმით, გონორეის მდგარადობა ანტიბიოტიკების მიმართ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანდაცვის სექტორში. ექიმის თქმით, ეს პრობლემა შეიძლება წარმოიშვა მრავალი ფაქტორის გამო, მათ შორის საზოგადოების მხრიდან ანტიმიკრობულ საშუალებებზე თავისუფალი წვდომის, ანტიბიოტიკების არასათანადოდ შერჩევის, უპრაგონოდ მოხმარების და წამლების ცუდი ხარისხის გამო.



გონორეა — ვენერიული დაავადება, რომელსაც იწვევს გონოკოკი. დაავადება გადაეცემა ძირითადად სქესობრივი გზით. დაავადების გადაცემის არასქესობრივი გზა საკმაოდ იშვიათად გვხვდება (ბავშვებში). დაავადების გამომწვევი ძირითადად აზიანებს შარდ-სასქესო სისტემის იმ ნაწილებს, რომლებიც ამოფენილია ერთშრიანი ეპითელიუმით: ურეთრის ლორწოვან გარსს, ბართოლინის ჯირკვლების გამომტან სადინრებს, საშვილოსნოს მილებს. ხშირად პროცესში ერთვება პარაურეთრული გზები, საკვერცხეების მფარავი ეპითელი, სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი, მცირე მენჯის პერიტონეუმი.


არანამკურნალები(ან არასათანადოდ)გონორეა ქალებში იწვევს უშვილობას, საშვილოსნოს გარე ორუსლობას, მუცლის მოშლას და რეპროდიქტიული ორგანოების ანთებით პროცესს.


რაც შეეხება მამაკაცებს, თუ გონორეას არ იმკურნალებენ ან არასაკმარისად ეფექტური მეთოდებით“ თითქმის ყოველთვის ვითარდება ორქიეპიდიდიმიტი - სათესლე ჯირკვლების ანთება, რომელსაც თან ახლავს მწვავე ტკივილი შორისებში. შეიძლება ასევე დაიწყოს სირთულეები შარდვასთან დაკავშირებით, სპერმა ნაკლებად გამოიყოფა, რის გამოც კვერცხუჯრედის განაყოფიერების შანსი ძალზე დაბალია. გარდა ამისა, არა სათანადო მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტატიტი.

0
589
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
589
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0