მსოფლიო ყველა არასამთავრობო ორგამიზაცია ვალდებულია გაასაჯაროოს ფინანსური დანახარჯები-რა წერია ევროპარლამენტის ანგარიშში? 2024, 16 აპრილი, 10:26
ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელიც 2024 წლის 17 იანვრით თარიღდება(ნახე ბმული)აღნიშნულია, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც იღებს დაფინანსებას ევროკავშირისგან, უნდა გაამჟღავნოს როგორ იყენებს ამ თანხებს. ეს მოთხოვნა უნდა გავრცელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა დაფინანსება ჯერჯერობით მხოლოდ შეზღუდულ შემოწმებას ექვემდებარება.ამ მოთხოვნას აყენებს "ევროპის სახალხო პარტია"(The EPP), ყველაზე მსხვილი დაჯგუფება ევროპარლამენტში, რომელიც 179 წევრს მოიცავს.
ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯაროდ უნდა გაამჟღავნოს თავისი ფულადი სახსრების დეტალური განაწილება, მათ შორის, საბოლოო მიმღებების ვინაობა და მათი დაფინანსების წყარო. „ეს არის პირველი კარგი ნაბიჯი სწორი მიმართულებით. გამჭვირვალობა -ეს არ არის ქუჩა ცალმხრივი მოძრაობით, ეს უნდა ეხებოდეს ყველას“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკუს პიპერმა, რომელმაც პარლამენტისთვის ანგარიში მოამზადა. ანგარიში ხაზგასმულია არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი წვლილი სხვადასხვა სექტორში. მიუხედავად ამისა, საუბარია იმაზეც, რომ ამჟამად შეზღუდულია ევროკავშირის ფინანსების მონიტორინგი, რომელიც პირდაპირ გადაეცემა არასამთავრობო ორგანიზაციებს. შესაბამისად, მომხსენებელი მოუწოდებს ევროკომისიას, ყურადღებით შეისწავლოს თანხების გადანაწილება და შეაფასოს მათი გამოყენება ცალკეული ბენეფიციარების მიერ. ანგარიშში ნახსენებია ე.წ. „კატარგეითის“ კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში. მარკუს პიპერი აცხადებს: „როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ კანონმდებლობაზე პარლამენტში და ამავდროულად, ფულს იღებენ კომისიისგან, მინიმალური, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ გავხადოთ ეს ყველაფერი გამჭვირვალე. ამ ანგარიშით ჩვენ გავაგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, რათა თავიდან ავიცილოთ მექრთამეობის სკანდალები მომავალში“. მან ასევე დასძინა, რომ მიუღებელია, რამდენიმე "თეთრი ყვავის" გამო ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის რეპუტაციის შელახვა. 149 4-ს მოსწონს
|