საზოგადოება გია კორკოტაშვილი: ცოტანი არა ვართ, ვისაც არცერთი დიქტატორი არ მოსწონს 15 აპრილი, 13:25
ეხლა ჩემიანებს გეკითხებით, რომ აშუალედებთ მდგომარეობას და ბიძოს “ჰარემს" იმიტომ ამართლებთ, რომ მიშას ხო არ გაამართლებთ “პონტში" რა ჩემიანები გამოდიხართ, თქვენ ბიძინისტები ხართ თურმე ქვეცნონიერად და ვისი ძუძუც გიდევთ პირში, იმის ქება ქვეყნის მომავლისთვის ზრუნვა ნაღდად არაააა.
მიშასთან ცხვირი ცხვირზე გვქონდა მიდებული და ვიცოდით, რომ ოჯახებიანად განწირულები ვიყავით, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ მომავალს ვქმნიდით, ეხლა ბიძინიადა რომ გაკეთდა საკუთარი სტომაქის გარდა ვინმეზე გიზრუნიათ თქვე “შვაინებო"?
გაჩერება დაგვაჟანგებს, ერთი აზრის ხალხი, სულ რომ ათასი კაცი იყოს, მაინც უნდა დავდგეთ ერთად, მე ეგრე ვფიქრობ და ვინც ეგრე ფიქრობს მალე გაგაგებინებთ სად უნდა ვიმსჯელოთ მაგ თემაზე!
თავს ნუ მოვიტყუებთ, მე ვიცნობ ჩემნაირად და ჩემზე უკეთესადაც ქვეყანაზე მოფიქრალ ადამიანებს, ცოტანი არა ვართ, ვისაც არცერთი დიქტატორი არ მოსწონს." - გია კორკოტაშვილი
200 შეფასება არ არის
|