მუსიკა 7 საინტერესო ფაქტი ალა პუგაჩოვას შესახებ 2024, 15 აპრილი, 9:03 ![]() დღეს 15 აპრილს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა საბჭოთა და რუსული პოპ-მუსიკის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას. "რუსული ესტრადის დედოფალს" დღეისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 250 მილიონი ჩანაწერი, მისი რეპერტუარი მოიცავს 500-ზე მეტ სიმღერას რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ებრაულ, ფინურ და უკრაინულ ენებზე, გამოშვებული აქვს 20-ზე მეტი სოლო ალბომი, CD და DVD-ი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ერთად, მომღერლის ალბომები გამოიცა იაპონიაში, კორეაში, შვედეთში, ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ბულგარეთში. 1976 წლიდან 1990 წლამდე, საბჭოთა კავშირის ყველა მუსიკალურ ჩარტებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უცვლელად დასახელებული იყო წლის საუკეთესო მომღერალ ქალად. ალა პუგაჩოვა რამდენჯერმე იყო საქართველოში ჩამოსული, პირველად 1979 წელს ჩაატარა სპორტის სასახლეში კონცერტი, უკანასკნელად კი 1998 წელს; აპირებდა ჩამოსვლას 2015 წელსაც, თუმცა ჩაიშალა. ![]() პუგაჩოვა 13 წლიდან ეწევა სკოლაში საკმაოდ ცუდი გოგოს რეპუტაცია ჰქონდა: ცუდად სწავლობდა, ეწეოდა და არც ისე კარგად იქცეოდა. ![]() პირველი ქმარი 1969 წელს ალა პუგაჩოვამ საესტრადო და საცირკო სასწავლებელში გაიცნო ცირკის არტისტი მიკოლას ორბაკაიდე, რომელიც მისი პირველი ქმარი გახდა, მასთან ქორწინება 4 წელიწადი გაგრძელდა, ალას ქმრისგან ეყოლა ქალიშვილი, შემდგომ ისიც მომღერალი კრისტინა ორბაკაიდე. ![]() პუგაჩოვას კაცები რადგან ზემოთ მისი პირველი ოფიციალური ქმარი ვახსენეთ, ბარემ პუგაჩოვას კაცებიც გაივიხსენოთ, სულ მცირე 10 კაცი მაინც იცის ფართო საზოგადოებამ, ვისთანაც პუგაჩოვას ჰქონდა კავშირი, მათ შორის ოფიციალური ქმრები იყვნენ:მიკოლას ორბაკაიდე, ალექსანდრე სტეფანოვიჩი, ევგენი ბოლდინი, ფილიპ კირკოროვი და მაქსიმ გალკინი, ამის გარდა პუგაჩოვას საყვარლები იყვნენ ბორის ვახნიუკი, პაველ სლობოდკინი, ვლადიმერ კუზმინი, სერგეი ჩელოვანოვი და რაიმონდ პაულსი(ეს უკანასკნელი დაუზუსტებელი) ![]() მას დასდევდა მანიაკი, რომელმაც მისი მსგავსი 6 ქალი მოკლა. 1980 წელს მანიაკი ანატოლი ნაგიევი აედევნა პუგაჩოვას. მოტყუებით მან შეძლო მის საგრიმიოროში შესვლა და მასთან ერთად ლიფტშიც კი იყო, მაგრამ მოწმეები ყოველთვის ხელს უშლიდნენ, რომ მოეკლა მომღერალი.1979-1980 წლებში მან გააუპატიურა და მოკლა მინიმუმ 6 ქალი, რომლებიც მომღერალს გარეგნულად ჰგავდნენ, ამას იმით ხსნიდა, რომ მათ ადგილზე წარმოდგენილი ჰყავდა ალა.ნაგიევი დააპატიმრეს და დახვრიტეს 1982 წელს. ![]() სიმღერა მილიონი ვარდი სიმღერა 1981 წელს შეიქმნა და თავდაპირველად ლიტველმა მომღერალმა აილე კუკულუმ შესრულა, რომელსაც ერქვა "აჩუქა მარინამ გოგონას ცხოვრება"(«Dāvāja Māriņa meitenei mūžiņu), შემდეგ უკვე გაკეთდა რუსული ვარიანტი, (1983 წელს) რომლის ტექსტი ანდრეი ვოზნესენსკიმ ფიროსმანის თემაზე შექმნა, ლეგენდის თანახმად ყურებამდე შეყვარებულმა ნიკო ფიროსმანმა 1905 წელს თბილისში საგასტროლოდ ჩამოსულ ფრანგ აქტრისას, მარგარიტა დე სევრს სასტუმროს წინ რამდენიმე ალისფერი ვარდებით სავსე ურემი დაუყენა. "მილიონი ვარდი"წლის საუკეთესო სიმღერად დასახელდა, ხოლო თავად კომპოზიცია ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერად იქცა და მკვირდად დაიმკვიდრა ალა პუგაჩოვას რეპერტუარში ადგილი. გამოსვლისთანავე სიმღერა პოპულარული გახდა არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა იაპონიაში, ერთი წლის შემდეგ ხმის ჩამწერი ფირმა "Victor"- უშვებს ლიცენზირებულ ჩანაწერს. ამის გარდა არსებობს ამ სიმღერის ინგლისური, კორეული, ებრაული, ფინური, შვედური, ვიეტნამური, უნგრული, იტალიური, არაბული და ა.შ. ვერსია.მთლიანად არსებობს დაახლოებით 100-მდე ქავერ-ვერსია, ჩაწერილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ![]() დიახ, დიახ, სანამ მთელ სსრკ-ში ცნობილი არტისტი გახდებოდა, ალა მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა. მისი პედაგოგიური კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა - მხოლოდ 4 თვე, თუმცა სამუდამოდ დატოვა კვალი მოსკოვის 621-ე სკოლის მოსწავლეების გულებში. ”ის უახლესი მოდაზე იყო ჩაცმული და როგორც კი პიანინოსთან დაჯდებოდა, ყველა ბიჭს უბრალოდ უყვარდებოდა იგი. როგორც წესი, აგვიანებდა, მაგრამ ყოველთვის უხერხულობის განცდის გარეშე შედიოდა კლასში“, - იხსენებენ პოპ- დივას მოწაფეები ვერა და ნადეჟდა ტიურიუტიკოვა წლების შემდეგ. ![]() არა და მსგავსი განცხადებები ერთმანეთის შესახებ არსად იძებნება, არც საზოგადოებას შეუმჩნევია მსგავსი არაფერი; პოპ-დივებს არასდროს გამოუვლენიათ აშკარა მტრობა. პირიქით, ერთი შეხედვით ჩანდა რომ კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ![]()
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |