საზოგადოება „ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება დაუშვებელია“ - მევლუდ მელაძე 22 აპრილი, 19:31 . საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ ერთერთი ყველაზე საფრთხისშემცველი ავტომობილი ბი-ემ-დაბლიუა, ამიტომ ახალგაზრდებისთვის მისი შეძენა რეკომენდირებული არ არის და მასთან მოზარდების მიკარება არ შეიძლება. . მევლუდ მელაძეს ამავე მიზეზით 15 წლის შვილი დაეღუპა, ამიტომ მისი 15 წლის ვაჟის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის წერს, რომ ბე-ემ-ვე-ს მარკის ყველა ავტომობილი მკვლელია და დაუშვებელია ახალგაზრდები ამ მარკის ავტომანქანას მოიხმარდნენ. . მას რამსდენიმე წლის წინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად 15 წლის ნიკუშა დაეღუპა. ტრაგედია 2019 წლის აპრილში მოხდა. „ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია. უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია. დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას.“ - დაწერა მევლუდ მელაძემ. , შემთხვევა 15 აპრილს მოხდა – თბილისის შემოგარენში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ოთხი პირი იჯდა. ავარიის დროს დაღუპული ბიჭი „აგროჰაბის“ მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანის და მევლუდ მელაძის ვაჟია. 207 შეფასება არ არის
|