საზოგადოება „როცა ვინმე გაფინანსებს, მომეცი ფული და მე როგორც მინდა ასე დავხარჯავ, ეგრე სადაა?“ – ქეთი დოლიძე 12 აპრილი, 17:02
.
„თქვენ წარმოგიდგენიათ ამერიკაში იყოს რამე ორგანიზაცია, რომლის მუშაობაც არ არის გამჭვირვალე, ასეთი რამ წარმოუდგენელია და აბა, აქ რატომ წარმოგიდგენიათ?! აქ რატომ უნდა აკეთოს ყველამ ყველაფერი და არავინ იყოს ხელშესახები, იმიტომ, რომ არასამთავრობო ჰქვია?!“, - ასე ეხმაურება რეჟისორი ქეთი დოლიძე „გამჭვირვალობის კანონპროექტს“, რაც პარლამენტს ხელახლა წარედგინა.
.
„ერთი რამ მინდა ვთქვა, ეს არ არის „რუსული კანონი“. ეს არის ერთ-ერთში ამერიკული კანონი. წაიკითხეთ და შეისწავლეთ, ამდენმა გაუნათლებობამ და გაუცნობიერებლობამ გამაგიჟა, შეიძლება ერის 80% არაფერში არ ერკვეოდეს?! ეს არის ამერიკული, დასავლური და ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში გავრცელებული კანონი. თქვენ წარმოგიდგენიათ ამერიკაში იყოს რამე ორგანიზაცია, რომლის მუშაობაც არ არის გამჭვირვალე, ასეთი რამ წარმოუდგენელია და აბა, აქ რატომ წარმოგიდგენიათ?! აქ რატომ უნდა აკეთოს ყველამ ყველაფერი და არავინ იყოს ხელშესახები, იმიტომ, რომ არასამთავრობო ჰქვია?! მე უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცი, რაც არის არასამთავრობო. . მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს და იმ ქვეყნებში, სადაც არ იციან საქართველო სად არის, ამერიკის შტატი ჰგონიათ ჯერ კიდევ საქართველო – ის მე მაკონტროლებს? ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. მე როცა ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი, ჩვენ ვინმე მოგვცემდა უფლებას, რომ ერთი კაპიკი თეატრში მაინც ისე დაგვეხარჯა, რომ ამის ანგარიში არ წარგვედგინა და გვეთქვა, რომ მოვიპოვეთ დაფინანსება და რა თქვენი საქმეა? . როდესაც სახელმწიფო, ან ვინმე გაფინანსებს, შენ რა უფლება გაქვს ამის ანგარიში არ წარადგინო? შენ მომეცი ფული და მე როგორც მინდა ასე დავხარჯავ, ეგრე სადაა. არასამთავრობოობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ არასოდეს, არავისზე არ ხარ დამოკიდებული, რას ჰქვია ეს შეიძლება შემოგესიონ X რაოდენობის არასამთავრობოები და იგულაონ აქ როგორც უნდა… . რეჟისორმა ასევე შეაფასა ბოლო დროს თეატრის სცენიდან პოლიტიკური მოწოდებების საკითხი და აღნიშნა, რომ თეატრი უნდა იყოს თეატრისთვის და არა განცხადებებისთვის. „თეატრი უნდა იყოს თეატრისთვის და არა განცხადებებისთვის, მე არ მიყვარს, როდესაც მსახიობები აკეთებენ განცხადებებს. გამოდი თეატრიდან, წადი ტელევიზიაში, ან რადიოში და უკვე როცა თეატრიდან გამოსული ხარ, მერე გააკეთე განცხადება. . შენ როცა თეატრში გამოდიხარ და თეატრის სახელით გამოდიხარ და აკეთებ განცხადებას, არ შეიძლება. შეიძლება სპექტაკლი დადგა ისეთი, რომ შენი სათქმელი თქვა და 4-ჯერ უფრო ძლიერი იყოს, მაგრამ როდესაც სპექტაკლის მერე ტაშს გიკრავს მაყურებელი სპექტაკლისთვის და მერე გამოდიხარ და აკეთებ პოლიტიკურ განცხადებას, ეს აბსოლუტურად მიუღებლად და არასწორად მიმაჩნია“, - აცხადებს ქეთი დოლიძე. 325 1-ს მოსწონს |
ერთი კი არის,თუ შენი ფული არ არის,რატო დარდობ სად დავხარჯავ? ვინც ფული მომცა,მას პრეტენზია არ აქვს და შენ რატომ იხევი შუაზე? თუ მაგ ფულით და არა მარტო,რაიმე ისეთ ქმედებას ჩაიდენს,რაც კანონით აკრძალულია,შეგდეთ ვირის ამბანოში,პრობლემა არის რამე? ამ კანონით ან მის გარეშეც,სამში თამამზე მკიდია ვიღაც ენჯეოშნიკი სად იტენის უცხოეთიდან წამოსულ ფულს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სისხლის-სამართლის დანაშაულია და დასჯადია. არც ენჯეოშნიკები არიან სუფთა ამ საქმეში,თუ დასამალი არ გაქვს,გამოუქვეყნე და დაისვენებს ქეთევანი.თუმცა მართლაც აქვთ დასამალი,არ არის აუცილებელი რო გადატრიალებას აწყობდნენ,შესატენში ვერ შეიტენიან? ორივე მხარე მტყუანია ამ საქმეში,არაფრისგან ქარიშხალს ქმნიან,ხოდა კანონის მომხრეებსაც და მის მოწინააღმდეგებსაც მო*** დამსმელ-გამზრდელი. ერთი კარგი რაღაც მოხდა ამ სიტუაციაში,ყველა გაიშიფრა და დავრწმუნდით ათი ადამიანი რო ამ ქვეყანას დედა აღარ ყავს. ახლა გინდ ევროპას შეეტენეთ და გინდ რუსეთს.უკანა ხვრელს და ყაყას ერთი სუნი აქვს,გინდ ევროპელის იყოს და გინდ რუსის