x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კრისტინა აგილერას მკერდი კიდევ სამი ზომით გაიზარდა(ფოტოები)
image

სულ რაღაც 4 თვეში მომღერალმა კრისტინა აგილერამ მოახერხა უაღრესად სექსუალური ფორმების მიღება.



კრისტინა აგილერამ, როგორც ჩანს, ამჯერად გადაწყვიტა მის კონცერტზე მისული მაყურებლის გაოცება არა მხოლოდ მძლავრი ვოკალით, არამედ გამორჩეულად სექსუალური ფორმებითაც.

ამრიგად, 43 წლის არტისტის მთავარი ღირსება ეყრდნობა დიდებულ ბიუსტს, რომელსაც ვერც ერთი კონცერტი ვერ გადაფარავს,


მომღერალმა სოციალურ ქსელში სცენაზე გასვლის წინ გადაღებული პიკანტური კადრები გაავრცელა.

image

ამავდროულად, კრისტინა ცოტა პრეტენზიულიც იყო და პაპარაცებს ანიშნებდა, რომ ძალიან ახლოდან არ გადაეღოთ.როგორც ფოტოებიდან ჩანს, პოპ-მომღერალი აშკარად გახდა და დაემგვანა იმ კრისტინას, როგორსაც იცნობდნენ მისი ფანატები საუკუნის დასაწყისში, სხვათა შორის გამხდარი ამ წელს პირველად გამოჩნდა 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე ლოს ანჯელესის ცენტრში.თუმცა ერთი დიდი განსხვავება ყველასთვის ნათელია, მკერდი არტისტს სულ მცირე სამი ზომით აქვს გაზრდილი.

image

image

image

ამერიკელი მომღერლის, სიმღერების ავტორის და მოცეკვავის პოპულარობა იწყება 1999 წლიდან, როდესაც მომღერლის სადებიუტო ალბომი "Christina Aguilera" აშშ-ს ჰიტ-აღლუმს სათავეში მოექცა;

imageასე გამოიყურებოიდა კრისტინა აგილერა 1999 წელს



ერთ წელიწადში აგილერას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 2002 წელს გამოვიდა მისი მეორე ალბომის პირველი ვიდეო Dirrty, სადაც მომღერალმა „კარგი გოგოს“ იმიჯი მთლიანად მოიცილა და დაკომპლექსებული გოგონა სექსუალურ ქალად იქცა. ჩაცმულობაში მნიშვნელოვანი შტრიხები შეიტანა, გამოაჩინა მკერდი, ისწავლა კარგი ლათინოამერიკული მოძრაობები და თაყვანისმცემელთა დიდ არმიაც შეიძინა.



კრისტინამ პირველი პლასტიკური ოპერაცია 18 წლის ასაკში გაიკეთა და მკერდი გაიდიდა. ორი წლის შემდგომ კი კიდევ ერთი ზომით გაიდიდა. ექიმები მიხვდნენ, რომ მომღერალს სურდა მრგვალი ფორმებით ეამაყა. დაუნიშნეს სპეციალური დიეტა, რომელიც წონას მოუმატებდა, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო: 20 წლის კრისტინა ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მომღერლად იქცა.



2002 წლის 29 ოქტომბერს, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ, კრისტინა აგილერას რიგით მეორე სტუდიური ალბომი Stripped გამოვიდა. პირველი კვირის განმავლობაში ალბომის 330 000-ზე მეტი ასლი გაიყიდა და "ბილბორდის" ტოპ 200-ში მე-2 ადგილი დაიკავა. წინა ნამუშევრისაგან განსხვავებით, ახალი ალბომის მიზანი აგილერას განსხვავებულ ამპლუაში წარმოჩენა იყო."Beautiful", სინგლი მეორე ალბომიდან, გახდა ლგბტ საზოგადოების ჰიმნი.



შემდეგ იყო არანაკლებ წარმატებული ალბომი Back to Basics(2006), შემდგომ ალბომებში აგილერას პოპულარობამ შედარებით იკლო, უკანასკნელი ალბომი Aguilera 2022 წელს გამოიცა, რომელიც ესპანურენოვანია.



0
292
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0