x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სად გაიზარდა ასეთ ჯაგად" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამის, როინ ქოჩორაშვილის "ნაცად" "მონათვლას" სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს "ჯაგას" უწოდებს:


"და ამიტომ ქოჩორაშვილის გოლი გოლი აღარაა და მამამისის აზრი აზრი აღარაა.

სად გაიზარდა ასეთ ჯაგად."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 აპრილს გიორგი ქოჩორაშვილმა "ინსტაგრამის" სთორიში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდასაჭერი ფოტო გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მისი ანგარიში გაქრა, რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობა - მარშიდან იგივე კადრი ასევე მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა ამჯერად ფეისბუქგვერდზე გაავრცელა, მოგვიანებით კი დაწერა, რომ - "საქართველოს გზა ევროპაშია".


დღეს, თბილისის მერმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა რომ ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა - "ნაცია".

"რატომ გაგიკვირდათ? რა არის პრობლემა? როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“. გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ჩემზე უკეთ იცით ეს და რა არის ამაში გასაკვირი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


მალევე კალაძის მიერ გიორგი ქოჩორაშვილის მამის შესახებ გაკეთებულ განცხადებას თავად გიორგი გახარიაც გამოეხმაურა და დედაქალაქის მერს ჯერ სააკაშვილის და ახლა უკვე ივანიშვილის პრომო ბიჭუნა უწოდა, რომელმაც მისივე თქმით, ფეხბურთიც "ნაცებად" და "ქოცებად" დაყო:

"ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია.


ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო "ნაცებად" და "ქოცებად".


ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ.

კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ყველა იმ უღირსობაზე, რასაც ახლა კადრულობენ" - დაწერა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში.







0
865
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
865