ფოტოგრაფია სილამაზეს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს: 5 ისტორიული ფოტო, სადაც ქალის სილამაზე განსაკუთრებულ ფორმატში ვლინდება 10 აპრილი, 14:10 სამყაროში, სადაც ყოველი წამი ხელიდან კალეიდოსკოპური სიჩქარით გვისხლტება, ფოტოკადრი დროის მარადიულ მოწმობად რჩება. ის არა მხოლოდ საინტერესო მომენტებს, არამედ მთავარი გმირების ემოციებსა და სილამაზესაც აღბეჭდავს, ხოლო ამ სიტყვების სიმართლეში თავადაც რომ დაგარწმუნოთ წარმოგიდგენთ 5 ისტორიულ ფოტოს, რომელიც არც დროისა და არც მოდის ცვლილებებს არ ექვემდებარება.1966 წელი, ამსტერდამი, ვატერლო პლენის მოედანზე მინი- ქვედაბოლოებში გამოწყობილი გოგონები თავისუფლებით ტკბებიან, მაშინ როდესაც უცხოელები ახალ ტრენდს საკუთარ თავზე ტესტავდნენ, საბჭოთა გოგონებს ასეთ თავისუფლებაზე ჯერ მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ1980-იანი წლები, ნიუ-იორკის ერთ -ერთ სკამზე ორი თაობის შეხვედრა. ახალგაზრდა გოგონების შემყურე ხანდაზმული ქალბატონები სულაც არ გრძნობენ მათ მიმართ აგრესიას, არა, ისინი უბრალოდ იხსენებენ ნუთუ მათ ასაკში ისინიც ასეთი თავისუფლები იყვნენ?ცნობილმა გერმანელმა თეატრისა და კინოს მსახიობმა ჰანა შიგულამ 1980 წელს ოცნება აისრულა. ახალგაზრდა, რომელიც თავდაპირველად მასწავლებლობაზე ოცნებობდა, თეატრის ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩენის შემდეგ ცნობილი მომღერალი გახდა, რომელმაც 90-იან წლებში მსოფლიოს გარშემო ტურნეც კი გამართა.1951 წელს ამერიკელი ქალი იტალიაში აღმოჩნდა, სადაც კომპლიმენტები მისი მისამართით ყოველი მხრიდან ქარივით უბერავდა. შეუძლებელი იყო რომ ტემპერემენტიანი იტალიელების გარემოცვაში ის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ქალს ქუჩაში ნორმალურად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, ზოგი ცოლობას სთავაზობდა, ხოლო ზოგიერთი კი ყურადღების მიქცევის მიზნით სერენადებსაც კი უმღეროდა.1953 წელს ალფრედ ეიზენშტადტმა ლიზა ლარსენი, რომელიც თავისი ფიზიკური მონაცემებით მოდელისგან საკმაოდ შორს იყო ფირზე აღბეჭდა. გოგონა საოცარი სილამაზით განთქმული ცნობილი ამერიკელი ფოტოჟურნალისტი გახლდათ. ფოტოს ისტორია კი ასეთია: 1953 წელს ამერიკელმა ფოტოჟურნალისტმა ლეგენდარული ფოტოგრაფის ალფრედ ეიზენშტადტისგან ინტერვიუ აიღო, რომელმაც გოგონას სილამაზით აღფრთოვანებულმა მას სამახსოვრო ფოტოს გადაღება შესთავაზა. ფოტოზე სწორედ ამ მომენტს ხედავთ, კადრი საკმაოდ ცოცხალი და ბუნებრივი გამოვიდა.426 შეფასება არ არის |