საზოგადოება „ჩვენთვის მზე 2012 წლის 1 ოქტომბერს დაბნელდა“ - თენგო გოგოტიშვილი 2024, 8 აპრილი, 10:03 ![]() ამ პოზიციას თენგიზ გოგოტიშვილი ცალსახად და ქვეტექსტების გარეშე, პირდაპირ აფიქსირებს და მიანიშნებს, რომ მთელი ქვეყნისთვის მზე 2012 წლის 1 ოქტომბერს დაბნელდა. . „ხვალ მზის დაბნელებას მხოლოდ ჩრდ. ამერიკიდან ნახავენ.გურჯები ტყუილად ელით. ჩვენთვის მზე 2012 წლის 1 ოქტომბერს დაბნელდა“ - წერს თენგო გოგოტიშვილი. . 8 აპრილს მზის სრული დაბნელება მოხდება. იგი მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკიდან გამოჩნდება და საქართველოდან ვერ დავინახავთ, თუმცა მოვლენის ყურება ონლაინ მაინც შეიძლება. , მზის სრული დაბნელება, უფრო ზუსტად, ჩრდილოეთ მექსიკიდან, აშშ-ის 15 შტატიდან და სამხრეთაღმოსავლეთ კანადიდან გამოჩნდება. ათწლეულებია, რაც მოვლენას ამ მასშტაბის ურბანული ტერიტორია არ დაუფარავს — იგი ჯამში 185-კილომეტრიან მონაკვეთზე გაივლის. მზის სრულ დაბნელებას დაახლოებით 32 მილიონი ადამიანი იხილავს. , მოვლენა საქართველოს დროით 19:42-ზე დაიწყება, თუმცა დასახლებული ადგილებიდან იგი მაშინვე არ გამოჩნდება. მთვარე მზეს სრულად 22:17-ზე დაფარავს, მოვლენას კი სხვადასხვა ადგილიდან საშუალოდ 2-4 წუთის განმავლობაში დაინახავენ, , დაბნელება 9 აპრილს, 00:52-ზე დასრულდება. შეგიძლიათ, მზის სრულ დაბნელებას უყუროთ NASA-ს პირდაპირი ეთერიდან, რომელიც 8 აპრილს, საღამოს, დაიწყება: 98 შეფასება არ არის
|