x
image
L.C.
ლეგენდარული სიყვარული
image ალენ დელონისა და რომი შნაიდერის რომანი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენაა შოუბიზნესში.ისინი პირველად ვენაში, ფილმ "კრისტინას" გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს.რომი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი იყო და საოცარი მომხიბვლელობით გამოირჩეოდა, თუმცა საფრანგეთში თავისი განუმეორებელი გარეგნობით განთქმულმა imageვარსკვლავმა მას ადვილად დაახვია თავბრუ, მაგრამ თვითონაც ვერ დარჩა გულგრილი ასეთი სილამაზის მიმართ.მათ საკუთარი გრძნობები დიდხანს ვერ დაუმალეს ერთმანეთს.სცენაში, რომელშიც კრისტინა, ნავზე სეირნობის შემდეგ, ნაპირზე გადმოდის და მორზე ჯდება, ფრანცი(ალენ დელონის გმირი) მისკენ იხრება და ნაზად კოცნის.ეს წყვილის პირველი კოცნა იყო, პირდაპირ გადასაღებ მოედანზე და მოგვიანებით ორივე გამოტყდა, რომ იმ მომენტში მათთვის ფანტაზია და რეალობა ერთმანეთში აირია და სულაც არ უთამაშიათ, მათი კოცნა გულწრფელი იყო.

imageimage გადაღებების დასრულებიდან მეორე დღეს, რომიმ ალენი ვენის აეროპორტში მიაცილა და დამშვიდობებისას ეგონა, რომ უკანასკნელად აკოცა, მაგრამ თავის სასტუმრო ოთახში დაბრუნებულს მისი წერილი დახვდა, რომელშიც კაცი მას სიყვარულში უტყდებოდა.მეორე დღეს შნაიდერი კიოლნში უნდა დაბრუნებულიყო, სადაც მას თავისი ჩვეული ცხოვრება ელოდა, თუმცა imageაეროპორტში მისულმა ბოლო წუთში გადაიფიქრა და ბილეთი გადაცვალა-პარიზის მიმართულებით.ასე დაიწყო წყვილმა ერთად ცხოვრება, თუმცა საფრანგეთში რომის, როგორც მსახიობს, არ იცნობდნენ, დელონთან ყოფნამ კი მას გერმანიასაც მოსწყვიტა, ამიტომ რაც უფრო მაღლა მიიწევდა ალენის კარიერა, მით უფრო ქვემოთ ეშვებოდა მისი, მაგრამ, საბოლოოდ, მისი წარმატება ვისკონტის ფილმმა "ბოკაჩო-70

"-მა გადაარჩინა, რომელშიც რომიმ მთავარი როლი შეასრულა.ამის შემდეგ კი მას გზა გაეხსნა ჰოლივუდისაკენ.ქალმა უარი ვერ თქვა ასეთ შანსზე და ამერიკაში გადავიდა, თუმცა წყვილს ამის გამო განშორებაზე არც კი უფიქრია.დელონი ხშირად უწყობდა მას სიურპრიზებს და ერთხელ, როდესაც რომი საღამოს მის ზარს image
ელოდებოდა პარიზიდან, ნომერში მოულოდნელად ალენი შემოვიდა.მიუხედავად ასეთი რომანტიკული მომენტებისა, ცალცალკე ყოფნამ მათ ურთიერთობაზე მაინც იმოქმედა.არცერთს არ სურდა კარიერის დათმობა და ერთ მშვენიერ დღეს დელონის მოსანახულებლად პარიზში ჩასულ რომის ვარდების თაიგულთან ერთად წერილი დახვდა, რომელშიც ეწერა "მექსიკაში წავედი ნატალისთან ერთად.სათქმელი არაფერი მაქვს.ალენი".

ამ განშორების შემდეგ რომის საშინელი დეპრესია დაემართა, მაგრამ საბოლოოდ თავს მოერია და ცხოვრება განაგრძო.შემდგომში მან იქორწინა კიდეც სპორტსმენ ჰარი მეიერნზე.


image მეორედ ისინი ფილმ "აუზის" გადაღებებზე შეხვდნენ ერთმანეთს.ამ როლზე შნაიდერი ალენ დელონის დაჟინებული თხოვნით მიიწვიეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უარს აცხადებდა როლზე.მათი შეხვედრა საკმაოდ თბილი იყო და ყველა ელოდა რომანის გაგრძელებას, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა.თავის დღიურში რომი წერს, რომ კოცნისას, იგი ვერაფერს გრძნობდა, ყველაფერი მხოლოდ პროფესიონალურ დონეზე
იყო.გადაღებების დასრულების შემდეგ იგი ქმარს გაეყარა და მეორედაც იქორწინა, თუმცა აშკარად უბედური იყო, შემდეგ კი imageსაშინელი ტრაგედია დაატყდა თავს, შვილი გარდაეცვალა, რის შემდეგაც ვეღარ შეძლო დეპრესიის დაძლევა და 41 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.დელონის პროდიუსერი იხსენებს, რომ როდესაც ალენმა ამ ამბის შესახებ შეიტყო, იგი დაუფიქრებლად გაეშურა საყვარელ ქალთან გამოსათხოვნელად.რომის ცხედარის დანახვისას ის ეგრევე მუხლებზე დაეცა, შემდეგ ქალს უკანასკნელად აკოცა და ხმამაღლა ატირდა.მან მთელი ღამე ასე გაატარა და ბოლოს წერილი დაწერა, რომელიც მთავრდება სიტყვებით-"მიყვარხარ, მიყვარხარ ჩემო თოჯინა".

image 2009 წელს, ამ ამბიდან მრავალი წლის შემდეგ, ვარსკვლავმა განაცხადა-"მე ცოლად უნდა შემერთო ეს ქალი, ის ჩემი მოგონებების ყველაზე სუფთა სტუმარია".ალენ დელონის საგრიმიოროების კედლებზე კი დღემდე ყოველთვის კიდია რომის სურათები.

11
2107
17-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
2107
  
2013, 4 სექტემბერი, 10:56
ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო, ამათზეა ნათქვამი ...
2012, 15 ოქტომბერი, 17:57
საოცარია სიყვარული...
2012, 15 ოქტომბერი, 13:40
am wyvilze da mat siyvarulze bevrs weren
2012, 14 ოქტომბერი, 20:58
++++++++++მიყვარს მსგავსი ისტორიები
2012, 14 ოქტომბერი, 20:21
მაგარია
2012, 14 ოქტომბერი, 18:58
რა გითხრა,მე საკმაოდ ლამაზად მეჩვენება ეს ფოტოები,თუმცა მაინც გავითვალისწინებ შენს აზრს
2012, 14 ოქტომბერი, 18:22
ულამაზესი ქალია და აქ რატომღაც არ გაქვს ლამაზი ფოტოები...რატომ???
2012, 14 ოქტომბერი, 14:48
ძალიან მომეწონა.
2012, 14 ოქტომბერი, 13:02
+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
2012, 14 ოქტომბერი, 0:56
++++
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10