x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„გამოვედი საშინლად ნაავარიევი მანქანიდან, ყველას გესიყვარულებით“ - ნანუკა გულუა
image

.

მსახიობი ნანუკა გულუა, რომელიც წუხელ ავარიაში მოჰყვა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და ყურადღებისთვის ყველას მადლობას უხდის. სწორედ მისი პოსტიდან გახდა ცნობილი, სხეულის რა ხარისხის დაზიანება მიიღო მან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და მოჰყვა თუ არა ამას მნიშვნელოვანი გართულებები.

.


„ჩემო ძვირფასებო, მადლობა ამ სითბოსთვის და ყურადღებისთვის! კარგად ვარ! იღბლიანი ვარ და ღმერთს ვუყვარვარ! უნაკაწროდ გამოვედი საშინლად ნაავარიევი მანქანიდან, ყველას გესიყვარულებით“, – წერს ნანუკა გულუა.

.

3 აპრილს გვიან ღამით კი მან ეს პოსტი გამოაქვეყნა.

.

"მეგობრებო, ვერ გპასუხობთ, მაპატიეთ! გადავრჩი, მეორედ დავიბადე, ღვთის წყალობით... შოკიდან გამოვალ და ყველას გიპასუხებთ...

ავარიაში მოვყევი, საჭესთან მე ვიჯექი, მარტო ვიყავი მანქანაში... წინ გაჩერებულ მანქანას შევასკდი მთელი სიჩქარით, სანაპიროზე... არაფერი მჭირს, გადავრჩი!“

- წერს მსახიობი ნანუკა გულუა.

.

მსახიობი ნანუკა გულუა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მეორე შვილის დედა გახდა, Instagram გამომწერებს მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან დაკავშირებით ესაუბრა. ნანუკამ ერთ-ერთი გამომწერის კითხვასაც უპასუხა, გეგმავს თუ არა მესამე შვილის გაჩენას.

„ნინას მშობიარობის შემდეგ ოდნავ დისკომფორტი მქონდა. იკუნას მერე ისეთი რთული მშობიარობის შემდგომი დეპრესია მქონდა, მართლა მესმის ყველა თქვენგანის ფიქრებიც და შფოთვები და ა.შ. უნდა იცოდეთ, რომ აუცილებლად გაივლის და ერთ მშვენიერ დილას რომ გაიღვიძებ, ჩაირთვები და იქნები შენ“, – ამბობს ნანუკა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მესამე ბავშვის გაჩენას, ნანუკა ამბობს, რომ ყველაფერი უფლის ნებაა და თუ ამის საშუალება ექნება, აუცილებლად გააჩენს.

„მე რომ ცოტა უფრო პატარა ასაკში დავოჯახებულიყავი, აუცილებლად მეყოლებოდა 8, 10 შვილი. ახლა, როცა 2 საკეისრო გავიკეთე და ამ საკეისროებს შორის შუალედი ცოტა გავაკეთე, ჩემი ჯანმრთელობისთვის, ფსიქიკისთვის, ბიოლოგიური აღდგენისთვის საჭიროა, რომ დრო გავიდეს. არ ვიცი.. ყველაფერი ღვთის ნებაა, მე არაფერს ვამბობ. თუ უფლის ნება იქნება, მესამე შვილსაც გავაჩენ, რა თქმა უნდა“, – ამბობს ნანუკა გულუა.

0
556
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0