x
image
Yoona
Mediator image
მოიწყინეთ?- შედგენილია ფილმების სია, რომლებიც დეპრესიას ამარცხებს
ომი, ინფექციური დაავადებები, სტიქიური უბედურებები – ყოველდღე სხვადასხვა, არც თუ ისე სასიამოვნო სიახლე გვესმის, რაც კარგ განწყობას ხელს არ უწყობს. თუ მოიწყინეთ, გთავაზობთ შესანიშნავ მეთოდს ყურადღების გადასატანად. დეპრესიის დაძლევაში კარგი და კეთილი ფილმების ყურება დაგეხმარებათ.



გამოცემა Collider–ის ჟურნალისტებმა ფსიქოლოგებთან ერთად გაანალიზეს ბოლო წლების მხატვრული და ანიმაციური ფილმები და შეადგინეს სია, რომელიც ხელს უწყობს ცუდი განწყობის და აპათიის დაძლევას.



image



„ანტიდეპრესანტის“ სიაში 25 ფილმი და სრულმეტრაჟიანი მულტფილმია. მათი უმრავლესობა მიეკუთვნება ზღაპრებს და კომედიურ ჟანრს, მაგრამ არის გამონაკლისებიც, მაგალითად, სათავგადასავლო, კრიმინალური ფილმები და დრამები. შერჩეულ ფილმებს შორის არ არის სულელური ან დაბალი კლასის იუმორით სავსე ფილმები – თითოეულს აქვს საკუთარი მორალი და რეკომენდებულია ოჯახთან ერთად სანახავად.




image



ანიმაციური ფილმების სამეულში, რომელთაც განწყობის გაუმჯობესება შეუძლიათ, მოხვდა „ზოოტოპია“, „გაყინული“ და „ალადინი“. ზღაპრულ ფილმებს შორის ყველაზე მაღალი თერაპიული ეფექტი აჩვენეს ფილმებმა „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ და „პატარძალი პრინცესა“.



image



კეთილი და შინაარსიანი კომედიები დაგეხმარებათ დეპრესიის დამარცხებაში ისე, რომ ინტელექტს არაფერი დაემუქროს. ასეთი ფილმებია „მიაღწიე წარმატებას“, „სულელი“ და „როკის სკოლა“, ასევე კრიმინალური კომედია „ოუშენის 11 მეგობარი“. როგორც გაირკვა, მსუბუქი დრამაც გვეხმარება ხალისის დაბრუნებაში, განსაკუთრებით, თუ ეს არის „ამელი“, „შეყვარებული შექსპირი“, „წვიმის ქვეშ მომღერალი“, „რაშმორი“.



image



აღსანიშნავია, რომ ამ სიიდან ფილმები უნდა უყუროთ განსაკუთრებულ ატმოსფეროში – ოჯახთან ან კარგ მეგობრებთან ერთად. კომფორტული სავარძელი და დივანი, ხილი, სასმელი, სუსტი განათება და ხარისხიანი ხმა ფსიქიკაზე დადებით გავლენას მხოლოდ აძლიერებს.



ასევე დაგაინტერესებთ:

10 ფილმი ნამდვილ მეცნიერებზე, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

ტოპ 6 კორეული რომანტიული ფილმი

10 შესანიშნავი ფილმი, რომელიც შექსპირის ფარული ეკრანიზაციაა და ბევრმა ამის შესახებ არ იცის

ევროპული ფილმები სიყვარულზე, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ და ბევრი დაკარგეთ

10+ კინოშედევრი საღამოს საყურებლად, რომლის არჩევანშიც არ შეცდებით


0
58
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
58