x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აი, ახლაც ვაფრთხილებ ყველას! მერე არ თქვათ რომ არ მითქვამს!!!" - თაკო ჩარკვინი საზოგადოებას მიმართავს

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ თბილისში ამერიკელი დიპლომატების ულტრაბგერითი იარაღით მოწამვლის ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და იმ ვიდეომიმართვას აზიარებს, სადაც ის ცოტა ხნის წინ, ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებსა და უფლებადამცველებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებისკენ მოუწოდებდა, რადგან მისი ინფორმაცით რამდენიმე დღეში რუსეთის უშიშროების მიერ მისი განადგურება იგეგმებოდა:


"უსმენთ ტვ ეთერს- მთავარს?? ოფიციალური ცნობით საერთაშორისო სკანდალია ულტრაბგერით ხდებოდა ამერიკელი დიპლომატების მოწამვლა, ხომ გახსოვთ ჩემი ბრიფინგი 2 წლის წინ, სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლის შესახებ, დიპლომატიურ კორპუსს მივმართე, წამესიენ ნიკანორ მელიას და ოცნების ტროლები ზუსტად ერთად, რომელი რომელს ჯობნიდა ვერ გეტყვით ლანძღვაში და ქილიკში, ნიკანორმა აქციაზე მითხრა ღიად " მიშაზე უფრო მაგარი მიშისტები ნუ ვიქნებითო"( ხომ გახსოვთ, "მიშა მოიცდის, მეც ვიჯექი ციხეშიო ნიკანორმა რომ თქვა) აი "ბრონირებულ ჯიპზე ამხედრებული ჩიტი" რომ გაჰკიოდა ჩარკვიანმა ეს პრევენციის გამო თქვაო .


ა ბატონო, ამერიკელ დიპლომატებს თუ წამლავდა, რუსეთის უშიშროება საქართველოში, რა მიშა სააკაშვილზე არ მოქმედებდა არ იმოქმედებდა ულტრაბგერა თუ მოწამვლის და წყობიდან გამოყვანის სურვილი არ ექნებოდა რუსეთის უშიშროებას???? ამერიკული დაზვერვის ოფიციალური ცნობით დიპლომატებს ჰქონდათ თავბრუსხვევა, მხედველობის დაქვეითება, ღებინება, კონცენტრაციის-ორიენტაციის დაკარგვა......

ჰოდა, რომ ვიტყვი და თავს უფლებას მივცემ ტვ ეთერში ვიტყვი ღიად, ესე იგი ასეა, რამდენჯერ ვთქვა .


“ბრონჩიტების” და “ყვერჩიტების” ჭორაობა და მკითხაობა მათი საქმეა!!!

არ არის ჩემი სტილი სავარაუდო ყურმოკრულ ინფორმაციაზე ღიად საუბარი უხერხულია-ოჯახში მასწავლეს მრავალი წლის წინ !!!✌️

აი ახლაც ვაფრთხილებ ყველას !არავითარი ნიკანორ მელია ანუ ოთხიანი ერთადერთი ( ვინც სააკაშვილის იდეის მომხრეა და სახელმწიფოებრივად აზროვნებს, მართლა სრულიად განახლებული გუნდით ) ეს არის ხუთიანი -5. ნუ სხვებს არ ვეუბნები, რადგან მათი საქმეა . მერე არ თქვათ რომ არ მითქვამს!!!"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


P.S. ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გაზიარებული ზემოაღნიშნული ვიდეოს ნახვის მსურველები მიჰყევით ქვემოთ მითითებულ ლინკს.


https://www.facebook.com/tako.charkviani.14/videos/2664567210384212


შეგახსენებთ, რომ რუსულმა "The Insider"-მა, ამერიკულმა ტელეკომპანია "CBS"-მა და გერმანულმა გამოცემა "Spiegel-მა ერთობლივი გამოძიება გამოაქვეყნეს, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) თანამშრომლები აკუსტიკურ თავდასხმებს ახორციელებდნენ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებზე, რაც ე.წ. “ჰავანას სინდრომს” იწვევდა.


გამომძიებელმა ჟურნალისტებმა (ერთ-ერთი ავტორი ხრისტო გროზევია, რომელმაც ნავალნის მოწამვლის საქმე გამოიძია) გამოიკვლიეს აუხსნელი, უცნაური სიმპტომები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს სხვადასხვა დროს, უცაბედად გამოუვლინდათ. მათ დაადგინეს, რომ სწორედ იმ მომენტში, როდესაც აშშ-ის თანამშრომლები ცუდად ხდებოდნენ, ამ კონკრეტულ ქვეყანაში გრუ-ს ნომერ 29155 სამხედრო ნაწილის ოფიცრები მოგზაურობდნენ.



გამოძიების ერთ-ერთი ქვეთავი ეთმობა თბილისს – 2021 წელს საქართველოს დედაქალაქში გრუ-ს აგენტები, მამა-შვილი ავერიანოვები იმყოფებოდნენ. მათი ვიზიტი საბედისწერო აღმოჩნდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლისთვის – მრავალწლიანი მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, ქალი დღემდე ვერ დაუბრუნდა სრულფასოვან ცხოვრებას.



0
269
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
269