x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დასახელდა რაოდენობა იმ უკრიანელი მამაკაცებისა, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გერმანიას შეაფარეს თავი
image

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა მაჰმუტ ოზდემირმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან მოყოლებული გერმანიაში უკრაინიდან 200 ათასზე მეტი მამაკაცი შემოვიდა.


ოზდემირმა მას შემდეგ დაასახელა ქვეყანაში შესული უკრაინელების რაოდენობა, როდესაც გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა, პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) პიტერ ბისტრონმა კითხვა დაუსვა ამის შესახებ.



„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ18-დან 60 წლამდე რამდენი უკრაინელი მამაკაცი იმყოფება გერმანიაში 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით და სულ რამდენი შევიდა გერმანიაში 2024 წლის 29 თებერვლისთვის?“ - იკითხა ბაისტრონმა.



თავის პასუხში ოზდემირმა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ცენტრალური რეესტრის (AZR) მიერ მოწოდებული მონაცემები. გამოიყენა:


„2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული გერმანიაში შევიდა უკრაინის მოქალაქე, 252 692 მამაკაცი, რომლებიც 2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით 18-დან 60 წლამდე არიან AZR-ის მონაცემებით, 2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, გერმანიაში ჯერ კიდევ 209 842 მამაკაცი იყო. 2024 წლის 29 თებერვლის მონაცემები ამჟამად მიუწვდომელია“, - ნათქვამია საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის კომენტარში.


საინტერესოა, რამდენმა რუსმა დატოვა ქვეყანა პუტინის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ?


2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული 300 000 რუსმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. 2022 წლის 20 მარტიდან 2022 წლის 20 აგვისტომდე კიდევ 400 000 მიემატა, ხოლო ოქტომბერში, 900 000-მდე ავიდა.



რუსეთის მოქალაქეების მიერ არჩეული პოპულარული მიმართულებებს შორის არის თურქეთი, სადაც 100 000-ზე მეტი რუსი ეძებს ბინადრობის ნებართვას, ბევრმა მათგანმა გამოიყენა Turkish Airlines-ი ანტალიაში ჩასაფრენად.დიდი რაოდენობით თავი შეაფარეს საქართველოს და სომხეთს. აპრილის დასაწყისში დაახლოებით 100 000 რუსი გაიქცა საქართველოში, ხოლო 50 000 სომხეთში. 2022 წელს სერბეთში 104 ათასმა რუსეთის მოქალაქემ დაარეგისტრირა.


ლათინურ ამერიკაში არგენტინამ მიიღო 5000-ზე მეტი ორსული რუსი ქალი 2023 წლის იანვრისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს იქ გაეჩინათ შვილები ვიზის მიღების სიმარტივის, ახალშობილისთვის ავტომატური მოქალაქეობისა და უფასო სამედიცინო დახმარების გამო.


სხვა ძირითადი მიმართულებები იყო აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ესპანეთი, ისრაელი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი, ლათინური ამერიკის ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, კანადა და შეერთებული შტატები.

0
375
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0