x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 მითი ევოლუციის შესახებ, რომლისაც სულ ტყუილად გვჯერა (II ნაწილი)
image


(გაგრძელება. იხ. დასაწყისი, ტექსტში ჩანართის და ბოლოში ბმულის სახით არის)


მითი VI. ევოლუცია მიმდინარეობს პრინციპით — «ყველაზე ძლიერი გადარჩება»

imageთაგვები ძლიერები არ არიან, მაგრამ ევოლუციის გამოცდას თავი გაართვეს


გამონათქვამი «ყველაზე ძლიერი გადარჩება» ბრიტანელ სოციოლოგს ჰერბერტ სპენსერს ეკუთვნის, რომელიც XIX საუკუნეში მოღვაწეობდა. ის ამ დასკვნამდე, ჩ. დარვინის წიგნის — «სახეობათა წარმოქმნის» შემდეგ მივიდა. დარვინს ეს გამონათქვამი მოეწონა და ის თავისი წიგნის V გამოცემაში, 1869 წ. გამოიყენა.

imageადამიანები, რომლებიც ბიოლოგიაში კარგად ვერ ერკვევიან, ევოლუციას სწორედ ასე ხსნიან. თუმცა, ეს კონცეფცია არასწორია!
ეს მითი ინგლისურ ენაზე, ორიგინალური ფრაზის ორაზროვნების გამო წარმოიშვა. Survival of the fittest — შეიძლება ითარგმნოს, როგორც «უძლიერესი გადარჩება» და ასევე, როგორც — «გადარჩება ყველაზე ადაპტირებული (შემგუებელი)».

მაგალითად, ტირანოზავრი რექსი ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე თანამედროვე ფრინველების პატარა წინაპრები. და სად არიან ახლა ტირანოზავრები? ქათმები კი, ევოლუციურად წარმატებულები აღმოჩნდნენ და დღეს მთელს მსოფლიოში არიან მოდებულები. იგივე მოხდა ადამიანებთან დაკავშირებითაც. ჩვენ მტაცებელ ცხოველებზე უფრო სუსტები ვართ, მაგრამ მათზე, ჯერ შუბებით, ხოლო შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით ვნადირობდით.

თუნდაც, ტარაკნები რომ ავიღოთ, ფიზიკური შესაძლებლობებით, ნამდვილად არ გამოირჩევიან, მაგრამ ისეთ გარემოში მოახერხეს გადარჩენა, რომ მათზე ბევრად ძლიერებს, კოშმარებშიც რომ არ უნახავთ.


მითი VII. ქათამი — ტირანოზავრის შთამომავალიაimageქათმები რექსის ნათესავები არ არიან


რადგან სიტყვამ მოიტანა და ქათმები და ტირანოზავრები ვახსენეთ, კიდევ ერთ მითს შევეხებით. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ თანამედროვე ფრინველები — დინოზავრების შთამომავლები არიან. უფრო სწორედ, ისინი დიაფსიდურ ქვეწარმავლებს — არქოზავრებს ენათესავებიან.

მიუხედავად იმისა, რომ დინოზავრებს და ქათმებს რეალურად ბევრი საერთო აქვთ, როგორც ძვლის სტრუქტურაში, ისე ბიოქიმიაში, ქათმები ტირანოზავრი რექსისგან არ წარმოქმნილან.

ტირანოზავრი ფრინველების ნათესავი იყვნენ, მაგრამ, არა ქათმების: თეროპოდები, ანუ მტაცებელი დინოზავრები 66 მლნ. წლის წინ ამოწყდნენ და მემკვიდრეები არ დაუტოვებიათ. დღევანდელი ფრინველები, ასე ვთქვათ, ტირანოზავრ რექსის ბიძაშვილებისგან — მანირაპტორებისგან წარმოიშვნენ, რომლებიც პატარა და ძალიან მოქნილი, ბუმბულიანი ხვლიკები იყვნენ.


მითი VIII. არსებობენ «ცოცხალი ნამარხები»imageჰატერია, რომელიც ასობით მილიონი წლის არის


სამეცნიერო–პოპულარულ წიგნებში, შეიძლება, ტერმინს — «ცოცხალი ნამარხები» შეხვდეთ. ასე იმ არსებებს ეძახიან, რომლებიც, თითქოს და, მილიონობით წლების მანძილზე, საერთოდ არ შეცვლილან.

მაგ., ხვლიკი ჰატერია, თევზი ლატიმერია, ზღვის ხმალკუდა და ფაუნის სხვა წარმომადგენლები. ისინი ჩვენს პლანეტაზე, ათობით, ზოგი კი, ასობით მილიონი წლის მანძილზე ბინადრობენ და განვითარებას და უფრო ზედა საფეხურზე გადასვლას არც კი ფიქრობენ. ხოლო, ევოლუციის მოწინააღმდეგეები, მათზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ არანაირი განვითარება არ არსებობს და ყველაფერი ისეა, როგორც თავიდანვე «ჩაფიქრებული» იყო.

მაგრამ, სინამდვილეში, «ცოცხალი ნამარხების» ისტორია, თითქმის ნახევარ საუკუნეს ითვლის და დრო და დრო, მისი განახლება ხდება. რეალურად კი,
თანამედროვე მოლეკულურმა გენეტიკამ დიდი ხანია რაც დაამტკიცა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ არსებას და კიდევ სხვებსაც, ე. წ. «ცოცხალი ნამარხების» კატეგორიიდან, ევოლუციის არაერთი ეტაპი გაიარეს.

მაგ., თუ თანამედროვე ჰატერიას აიღებთ და მას 240 მლნ. წლის წინ მობინადრე, წინაპარს შეადარებთ, ნახავთ, რომ გენეტიკურად, იმდენად განსხვავდებიან, რომ მათი შეჯვარების შემთხვევაში, შთამომავლობასაც კი ვერ მიიღებთ.

ასე, რომ, ტერმინი — «ცოცხალი ნამარხები», კარგა ხნის წინ უნდა დაგვევიწყებინა. მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთებს მისი არსებობა, ჯერ კიდევ აწყობს...



მითი IX. ბაქტერიის ჟგუტები არ შეიძლება ევოლუციის შედეგი იყოს
image Chlamydomonas ბაქტერიის ჟგუტი, მიკროსკოპის ქვეშ


ბევრ ბაქტერიას, ე. წ. ჟგუტები — წვრილი წანაზარდები აქვს, რომელსაც გადაადგილებისთვის და ნადავლის დასაჭერად იყენებს.

კრეაციონიზმის მომხრეები, რა თქმა უნდა ამტკიცებენ, რომ ასეთ უმარტივეს ქმნილებას, ასეთი რთული ორგანო, ევოლუციის შედეგად, ვერ განუვითარდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაქტერიები, ისეთებად როგორიც დღეს არის, ვიღაცამ შექმნა!

მეცნიერებმა კი, უკვე დიდი ხანია ახსნეს, ჟგუტების განვითარების ეტაპები: თავიდან ეს ერთგვარი «კიდურები» კი არა, უჯრედის შიგნით, ცილის გადატანის მექანიზმი იყო. ხოლო, გადაადგილების საშუალებად, ისინი სრულიად შემთხვევით გადაიქცნენ.


მითი X. დარვინმა სიცოცხლის ბოლოს, ევოლუციის თეორია უარყოimageდარვინის კარიკატურა The Hornet ჟურნალიდან, 1870 წ.


თანამედროვე მეცნიერების მოწინააღმდეგეები, ხშირად ამტკიცებენ, რომ ჩარლზ დარვინმა სიცოცხლის ბოლოს, თავისი თეორია უარყო, მოინანია და ღმერთი ირწმუნა. და თუ თავად «სახეობათა წარმოქმნის» ავტორმა უკან დაიხია, ე. ი. ევოლუციის თეორია სისულელეა და მეტი არაფერი!

imageსინამდვილეში, დარვინს არასოდეს უფიქრია თავის თეორიაზე უარის თქმა. ეს ჭორი მეცნიერის გარდაცვალებიდან, წლის შემდეგ, ბაპტისტმა მქადაგებელმა ელიზაბეტ ჰოუპმა გაავრცელა. 1915 წ. მან The Watchman‑examiner ჟურნალში «სულის გადასარჩენი» ისტორია გამოაქვეყნა და მას ყველამ დაუჯერა...

ამ ამბის გახმაურების შემდეგ, დარვინის შვილები ფრენსის დარვინი და ჰენრიეტა ლიჩფილდი ამტკიცებდნენ, რომ მათი მამა არანაირ ჰოუპს არ იცნობდა და ის არც მისი სიცოცხლის ბოლო წუთებს დასწრებია. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ დარვინი თავგამოდებული ათეისტი არასდროს ყოფილა, რელიგიურიც არასოდეს იყო და მეცნიერებას და რწმენას, ერთმანეთში არასდროს ურევდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 მითი ევოლუციის შესახებ, რომლისაც სულ ტყუილად გვჯერა (I ნაწილი)

* 15 უმარტივესი გამოცანა, ტვინის გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)

* ყველაზე უსარგებლო ნივთები, რომლის ნახვა სავაჭრო ქსელში შეიძლება

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



1
328
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
328
  
26 აპრილი, 12:35
დარვინზე გამახსენდა... აინშტაინზეც ვრცლდებოდა ზღაპარი,თითქოს სიცოცხლის ბოლოს ღმერთი იწამაო
0 1 1