x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დახვეწილი შურისძიება მოღალატე ქმარზე
ეს ისტორია მოგვითხრობს ლამაზ, დახვეწილ შურისძიებაზე. კაცმა 37 წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლი მიატოვა ახალგაზრდა გოგონას გამო. მაგრამ, ცოლს ამის გამო დეპრესია არ დაემართა და თვეებს ბალიშზე ქვითინში არ ატარებდა.


image


ბენმა 37 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მიატოვა მეუღლე ენი. მისი მიტოვების მიზეზი ახალგაზრდა თანამშრომლის, მდივნად მომუშავე გოგონას მიმართ ლტოლვა გახდა. წყვილს შორის ფლირტი რომანში გადაიზარდა, ხოლო რომანის გაღრმავების შემდეგ მათ გადაწყვიტეს იმ დიდ სახლში ცხოვრება, სადაც ბენი, უწინ მეუღლესთან, ენთან ერთად ცხოვრობდა.




image



გამოცდილი და ძვირადღირებული ადვოკატების წყალობით, ბენმა მოახერხა და განქორწინების დროს ცოლს სახლი წაართვა და ენს მხოლოდ სამი დღე მისცა, იმისათვის, რომ თავისი ნივთები ჩაელაგებინა და სახლიდან წასულიყო.


პირველ დღეს ენმა მთელი თავისი ნივთები ყუთებში ჩაალაგა.

მეორე დღეს მან დაიქირავა ორი გადამზიდი მანქანა მისი ნივთების გადასატანად.

მესამე დღეს უკანასკნელად დაჯდა ლამაზ სასადილოში, სანთლები დაანთო, სასიამოვნო მუსიკა ჩართო და ივახშმა.


მას შემდეგ, რაც ამ პროცესით სიამოვნება მიიღო, ქალი სახლის თითოეულ ოთახში შევიდა და კრევეტები ფარდების ძირში ჩააკერა/ჩამალა. შემდეგ ბოლოჯერ დაასუფთავა სამზარეულო და დატოვა სახლი, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრების საუკეთესო 37 წელი გაატარა.


image




როდესაც ბენი და მისი ახალი შეყვარებული სახლში გადავიდნენ, პირველი რამდენიმე დღე ყველაფერი კარგად იყო. მერე კი კოშმარი დაიწყო.


თანდათან მთელ სახლში უსიამოვნო სუნი გავრცელდა. მის მოსაშორებლად ყველაფერს ცდილობდნენ, სახლის ყველა კუთხეში ნივთებს ასუფთავებდნენ და რეცხავდნენ. მათ შეამოწმეს ყველა გამწოვი, ეგონათ მკვდარი თაგვების ბრალი იყო და გაწმინდეს ყველა ხალიჩა. ყველგან ჰაერის გამაგრილებელი საშუალებები დაამონტაჟეს.


ბოლოს დაუკავშირდნენ მავნებლების კონტროლის კომპანიას, რომელმაც დაამონტაჟა სხვადასხვა ხაფანგი ყველა სახის მწერებისა და მავნებლების მოსაკლავად. მაგრამ არაფერმა უშველა.


ცოტა ხანში მეგობრებმა შეწყვიტეს სტუმრად მოსვლა, კონტრაქტორებმა უარი თქვეს მათ სახლში მუშაობაზე და დაქირავებული დიასახლისიც წავიდა.



image



საბოლოოდ, ვერ იპოვეს სუნის წყარო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს სახლიდან გადასვლა. გავიდა ერთი თვე და მიუხედავად იმისა, რომ საწყისი ფასი 50%-ზე მეტით შემცირდა, სახლისთვის მყიდველი ვერ იპოვეს. „სუნიანი“ სახლის შესახებ ჭორები გავრცელდა იქამდე, რომ უძრავი ქონების ადგილობრივმა ბროკერებმაც კი უარი თქვეს სახლის გასაყიდად გამოტანაზე. ამიტომ, ახალი სახლის შესაძენად ბანკიდან უზარმაზარი სესხის აღება მოუწიათ.



გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბენმა დაურეკა ყოფილ მეუღლეს ენს, რომ ეკითხა, თუ როგორ იყო. მან უამბო სახლში არსებული საშინელი სუნის შესახებ, რის გამოც იქ დარჩენა გაძნელდა. ენმა თავაზიანად მოუსმინა და შემდეგ უთხრა, რომ ძალიან მოენატრა ძველი სახლი და სურდა მისი ყიდვა.



ბენი მიხვდა, რომ მის ყოფილ მეუღლეს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რამდენად აუტანელი სუნი იყო სახლში და დათანხმდა მის მიყიდვაზე და საბუთებს ხელი იმ დღესვე მოაწერა.


ერთი კვირის შემდეგ, ბენი და მისი ახალგაზრდა შეყვარებული იდგნენ მხიარულად და ხარხარებდნენ, როცა თავიანთ ნივთებს მანქანებში ტვირთავდნენ იმ ბინიდან სამუდამოდ გადასასვლელად. წარმოუდგენლად ბედნიერები იყვნენ, რომ საბოლოოდ მოიშორეს "სუნიანი" სახლი და თურმე როგორ ჭკვიანურად მოატყუა ყოფილი ცოლი, როდესაც სახლი სწორედ მას მიჰყიდა.





0
133
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0