ისტორია დიდი ისტორია 2012, 13 ოქტომბერი, 21:41 რეტრო ავტომობილი - ეს დიდი ისტორიაცაა და დიდი ფუფუნებაც!
Rolls-Royce 40/50 HP - 1907 წლის მოდელი მაქსიმალური სიჩქარე - 97კმ/სთ;ბენზინზე მომოშავე, 7036 სმ3
მუშა მოცულობის, 6-ცილინდრიანი ძრავა.Rolls-Royce 40/50 HP-ის ერთ-ერთ ეგზემპლარს, რომელიც შოტლანდიის გარბენში მონაწილეობდა, Silver Ghost(ვერცხლის მოჩვენება) უწოდეს.ფარების კორპუსი და რადიატორი ვერცხლით იყო მოპირკეთებული, ხოლო ძარა და თვლის მანები (სპიცები)-ვერცხლისფრად შეღებილი. Cadilac V8 - 1915 წლის მოდელი.მაქსიმალური სიჩქარე 116 კმ/სთ;ბენზინზე მომუშავე, 5152 სმ3 მუშა მოცულობის, 8-ცილინდრიანი, V-სებრი და განლაგებისა და 70 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ძრავა.ეს იყო "კადილაკის" პირველი სერიული მსუბუქი ავტომობილი.მიუხედავად დიდი ფასისა, პირველივე წელს 13 000 ეგზემპლარი გაიყიდა. Bentley 3L - 1919 წლის მოდელი მაქსიმალური სიჩქარე - 130 კმ/სთ;ბენზინზე მომუშავე, 2996 სმ3 მუშა მოცულობის, 4-ცილინდრიანი და 80 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ძრავა. "ბენტლიმ" ამ მოდელისთვის მართლაც ბრიწყინვალე ძრავა შექმნა.20-იანი წლების სარბოლო ავტომობილებში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ბევრ შეჯიბრებაშიც მონაწილეობდა. Alfa Romeo 6c 1750__1929 წლის მოდელი მაქსიმალური სიჩქარე - 150 კმ/სთ;ბენზინზე მომუშავე, 1752სმ3 მომუშავე მოცულობის, 6-ცილინდრიანი და 85 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ძრავა.30-იან წლებში რამდენიმე პრესტიჟულ შეჯიბრებაზე გამარჯვების შემდეგ Alfa Romeo 6c 1750-მა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული ავტომობილის სტატუსი მოიპოვა. Lancia Lambda - 1922 წლის მოდელი მაქსიმალური სიჩქარე - 116კმ/სთ; ბეზინზე მომუშავე, 2120სმ3 მუშა მოცულობის, 4-ცილინდრიანი და 49 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ძრავა.ის მსოფლიოში პირველი ავტომობილია მზიდი ძარათი.Lancia Lambda-ს ძარა აბსოლიტურად განსხვავდება იმ დროს არსებული მსუბუქი ავტომობილების ძარისაგან. Bugatti 41 - 1926 წლის მოდელი მაქსიმალური სიჩქარე - 180კმ/სთ;ბეზინზე მომუშავე 12 763სმ3 მუშა მოცულობის, 8-ცილინდრიანი (თითეული-სამ სარქველიანი) და 200 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ძრავა.იმ დროისთვის Bugatti 41 ინჟინერული ნამუშევრის მწვერვალს წარმოადგენდა (ეს მონაცემები დღესაც შთამბეჭდავად გამოიყურება).საუკეთესო მახასიათებლების გამო, მას Royal უწოდეს. 61 19-ს მოსწონს
|