სხვა აი, ასე გამოიყურება ნამდვილი ჰარემი! ეს ფოტოები უმშვენიერესი ხარჭების შესახებ თქვენს წარმოდგენას სამუდამოდ შეცვლის 29 მარტი, 23:00 თანამედროვე ევროპელს, რომელმაც არაბულ კულტურაზე მხოლოდ "ათას ერთი ღამის" შესახებ გადაღებული ფილმებიდან და ზღაპრებიდან იცის, ჰარემი ახალგაზრდა და მაცდური მოცეკვავეების ერთგვარ საცხოვრისად წარმოუდგენია, რომლის კედლებშიც თამამ, გამომწვევ სამოსში გამოწყობილი ულამაზესი ქალბატონები სულთნის საამებლად იყვნენ დატყვევებული, თუმცა ის თუ როგორ გამოიყურებოდა ჰარემი სინამდვილეში ბევრისთვის მართლაც შოკისმომგვრელი და დაუჯერებელია.თქვენ წინაშეა 1870-იანი წლების ფოტოები, რომლებზეც შაჰ ყაჯარი და მისი მეუღლეები არიან აღბეჭდილი. შაჰის ერთ-ერთი გატაცება ფოტოგრაფია იყო, ამიტომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან საკუთარ სასახლეში პირველი ოფიციალური ფოტოსტუდიის გახსნა გადაწყვიტა. ირანის მმართველის კარის ფოტოგრაფი ანტონ სევრიუგინი გახდა, რომელიც იმ დროს თეირანში ცხოვრობდა. სევრიუგინმა ირანის ნამდვილი ფოტო ქრონიკა შექმნა და გაწეული სამსახურისთვის შაჰისგან საპატიო წოდებაც დაიმსახურა.თქვენ წინაშეა ყაჯარის "მშვენიერი" ხარჭა ჩილიმითფოტოზე მარჯვნივ შეიხის საყვარელი ცოლი ანის ალ-დოლეჰია, მარცხნივ კი - თავად კმაყოფილი ნასერ ად-დინ შაჰ ყაჯარიფოტოგრაფს უფლება ჰქონდა ფოტოები გადაეღო როგორც შაჰისთვის, ასევე მისი მამრობითი სქესის ნათესავებისთვის, კარისკაცებითვის და მსახურებისთვის. ყაჯარი კი უფლებას იტოვებდა ფირზე მხოლოდ თავისი ცოლები და ხარჭები აღებეჭდა, რომელთა რაოდენობაც თანამედროვეთა თქმით 100-ზე მეტსაც კი აღწევდა.როგორც თავადაც ხედავთ, მმართველის ხარჭები სულაც არ იყვნენ გრძელფეხა ლამაზმანები როგორც ეს ფილმებშია ასახული. ისენი იყვნენ საშუალო ასაკისა და სრული აღნაგობის ირანელი ქალები გადაბმული წარბებითა და ულვაშებით.გავრცელებული ჭორების თანახმად, არსებობს ასევე "ნიუს" სტილში გადაღებული ფოტოებიც, თუმცა ისინი საგულდაგულოდ იმალება. ასე რომ ამ ფოტოების წყალობით, ზღაპრულად ლამაზი ხარჭების მითი საბოლოოდ დაიმსხვრა.471 შეფასება არ არის |