x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს უნამუსო კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?!"- ვისე საუბრობს ბაია პატარაია

image


ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია, ევროკავშირის ელჩის "ვეტინგთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცახდებაზე შალვა პაპუაშვილის კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "მატყუარა კაცმაცუნას" უწოდებს:


"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?! ვერავინ ამის მოსაწონი ვერ გამოდგა ბიძინას გარდა.

იქნებ პრობლემა შენშია, პაპუაშვილო?! არასდროს გიფიქრია ამაზე?"- წერს ბაია პატარაია.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა რომ ევროკავშირმა მათ იმედები გაუცრუა, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ. პაპუაშვილმა აღნიშნული მაგალითი სასამართლოში "ვეტინგის" სისტემის შემოტანასთან დაკავშირებით მოიყვანა.


"გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ უნდა მოხდეს ვეტინგი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ერთი, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს დამოუკიდებლობას, ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ ხედავს ქართველი ხალხი საკუთარ თავს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, არ ვართ რაღაც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი საკითხები თავად გადაწყვიტოს. უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, თუ სხვადასხვა სურვილის გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექიმები. ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა.


ვნახეთ, რომ ფაქტობრივად სპეცოპერაციას აწყობდნენ მიხეილ სააკაშვილთან, წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამაჯერებელი განმარტებაც კი არ იკადრა მხარემ, ვინც ისინი გამოაგზავნა. ნდობას როდესაც ასე შეარყევ და ევროკავშირიც იყო ამაში ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა ავირჩიოთ, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი, ასეთი ტიპის ექსპერტები, რომლებიც წინდებით შემოიტანენ სახელსა და გვარებს, ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ არა და წინდებით გაიტანენ გასაუბრების შინაარსს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.






0
397
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
397