x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
12 უცნაური ავტომობილი, რომლებიც მსოფლიომ ნახა (ნაწილი მეორე)
12 ყველაზე უცნაური მანქანა, რაც კი ოდესმე შექმნილა. პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ


image


Daihatsu Midget II

image

გამოშვების წლები: 1996 – 2002;


წარმოებული მანქანების რაოდენობა: უცნობია;

ძრავები: 0, 65 (30, 5 ცხენის ძალა);

ტევადობა: 1–2 ადამიანი;

აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: არა (მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ);

მწარმოებელი ქვეყანა: იაპონია;

ფასი: $6800


image

მეორე მოდელი, რომელიც უფრო ჰგავს მანქანას ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, არ იყო ისეთი წარმატებული, როგორც მისი სამბორბლიანი წინამორბედი, რომლის წარმოების პირველ წელს გაიყიდა მოდელის 80 000–ზე მეტი ეგზემპლარი.


image

მანქანა, რომელიც მარტორქას ჰგავს კაპოტზე განთავსებული სათადარიგო ბორბლის გამო, წარმოდგენილი იყო 1993 წელს ტოკიოს მოტორ შოუზე, მაგრამ წარმოებაში მხოლოდ 1996 წელს შევიდა.


image

განლაგებიდან გამომდინარე მოდელი შეიძლება იყოს ორადგილიანი ან მხოლოდ მძღოლისთვის.



Peel P50

image

გამოშვების წლები: 1962 – 1965;

წარმოებული მანქანების რაოდენობა: 50;

ძრავები: 0, 05 (4, 2 ცხენის ძალა);

ტევადობა: 1 ადამიანი;

აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: არა (მაქსიმალური სიჩქარე 61 კმ/სთ);

მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი;

ფასი: $550


image

Peel P50, რომელიც აღჭურვილია ერთი კარით და იტევს ერთ ადამიანს, მხოლოდ 59 კგ–ს იწონის.


image

მოდელის საწვავის მოხმარება მხოლოდ 2, 8 ლიტრია 100 კილომეტრზე.


image

2010 წელს კომპანიამ გამოუშვა Peel P50 ელექტროძრავით.


image

მანქანა აღჭურვილი იყო სახელურით უკანა მხარეს, რომლის წყალობით მანქანის ხელით შემობრუნება ან სახლში ან ავტოფარეხში შეყვანა შეიძლებოდა.



ZAZ-965A

image

გამოშვების წლები: 1960 – 1969;

წარმოებული მანქანების რაოდენობა: 322 166;

ძრავები: 0, 75 ლ (23 ცხენის ძალა); 0, 9 ლ (27 ცხენის ძალა);

ტევადობა: 4 ადამიანი;

აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: არა (მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ);

მწარმოებელი ქვეყანა: სსრკ;

ფასი: 15 000 რუბლიდან


image

ZAZ-965A, მეტსახელად „კუზიანი ზაპოროჟეცი“, ლეგენდის თანახმად, შეიქმნა Fiat 600 ნიმუშების მიხედვით.


image

ავტომობილს ჰქონდა ამძრავი უკანა ბორბალზე და „ლაყუჩები“, რომელიც ამ მოდელის დამახასიათებელი ნიშანი იყო. სინამდვილეში, ამ ელემენტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – აგრილებდა ძრავას და გადახურებისგან იცავდა.


image

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – ZAZ-965A არის ბოლო საბჭოთა მანქანა კარებით, რომელიც იხსნება მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით.



Renault Twizy

image

გამოშვების წლები: 2012 – დღემდე;

წარმოებული მანქანების რაოდენობა: დღემდე იწარმოება;

ძრავები: ელექტროძრავა (6, 1 კვტ);

ტევადობა: 2 ადამიანი;

აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: არა (მაქსიმალური სიჩქარე 75 კმ/სთ);

მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი;

ფასი: $10 900


image

Twizy ფორმალურად არ არის მანქანა, არამედ მძიმე კვადროციკლი.


image

მოდელის სიგრძე არის მხოლოდ 2300 მმ და სიგანე 1130 მმ. შეუძლია 2 მგზავრის განთავსება: მგზავრის სავარძელი მძღოლის სავარძლის უკან მდებარეობს და მისი სიმაღლის რეგულირებაც შესაძლებელია.


image

image

სრულ დამუხტვას დაახლოებით 3, 5 საათი სჭირდება.



Bong Bug 700E

image

გამოშვების წლები: 1970 – 1974;

წარმოებული მანქანების რაოდენობა: 2270;

ძრავები: 0, 7 (29 ცხენის ძალა);

ტევადობა: 2 ადამიანი;

აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 23, 3 წამი;

მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი;

ფასი: $1 500


image

ორადგილიან სამბორბლიან მოდელს ერთი კარი აქვს, რომელიც ზემოდან იხსნება.


image

მანქანაში მოსახვედრად მანქანის ზედა ნაწილი უნდა აწიოთ.


image

მოკრძალებული ზომების მიუხედავად თითოეულ მანქანას სათადარიგო ბორბალი აქვს.


image

რამდენიმე Bong Bug 700E შეიქმნა სპეციალურად თამბაქოს კომპანიის Rothmans რეკლამირებისთვის.



Twike

image

გამოშვების წლები: 1992 – დღემდე;

წარმოებული მანქანების რაოდენობა: ისევ წარმოებაშია;

ძრავები: ელექტროძრავა (7, 4 კვტ);

ტევადობა: 2 ადამიანი;

აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: არა (მაქსიმალური სიჩქარე 85 კმ/სთ);

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანიისა და შვეიცარიის ერთობლივი წარმოება;

ფასი: $22 300 დოლარიდან


image

Twike ჰიბრიდული ავტომობილია, რომელსაც შეუძლია გადაადგილება როგორც ელექტროძრავის, ასევე ადამიანის წყალობით.


image

სალონში დამონტაჟებულია პედლები, რომელთა ტრიალით შეგიძლიათ 246 კგ–იანი ავტომობილის გადაადგილება.


image

მწარმოებლის თქმით, ფიზიკური ვარჯიში ისე ახურებს ადამიანს, რომ მანქანას გათბობის სისტემაც არ სჭირდება.


image

ელექტროძრავის სიმძლავრის რეზერვი 50–დან 300 კმ–მდეა, რაც დამოკიდებულია დამონტაჟებული ბატარეების ტიპზე.


image


ასევე დაგაინტერესებთ:

ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის

მანქანების 13 გიჟური დიზაინი, რომელთა გამოც ფარები შუბლზე აგივათ

ამის გამოგონება მხოლოდ იაპონიაში შეეძლოთ – მობილური მინი ბაღები

17 ხრიკი, რომლებიც ყველა მძღოლს გამოადგება

უჩვეულო ჰობი: მხატვარი ავტომობილში სატრანსპორტო საშუალების გარდა ყველაფერს ხედავს


0
380
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
380