x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134351
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
დასახელდა პოტენციისთვის სასარგებლო ყველასთვის კარგად ნაცნობი პროდუქტი
image

დასახელდა მამაკაცებისთვის აქამდე არც თუ საყოველთაოდ მიღებული და ცნობილი პოტენციისთვის სასარგებლო პროდუქტი.



ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცებმა უნდა მიირთვან მეტი საზამთრო, განსაკუთრებით, რომელსაც აქვს ყვითელი და ნარინჯისფერი შიგთავსი. პოტენციისთვის საზამთროს სასარგებლო თვისებებზე წერს გამოცემა Health Digest.



პუბლიკაციის ავტორის, ჯენიფერ ანანდანაიაგამის თქმით, სასარგებლოა არა მხოლოდ საზამთროს რბილობი, არამედ თესლიც, რადგან ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტესტოსტერონის გამომუშავებაში. გარდა ამისა, საზამთროს რეგულარულ მოხმარებას შეუძლია შეაჩეროს ერექციული დისფუნქციის პროგრესირება და გააუმჯობესოს სპერმის ხარისხი.

image

საზამთრო ასევე შეიცავს ამინომჟავას ციტრულინს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება არგინინად- ამინომჟავა, რომელიც ზრდის სისხლის ნაკადს სასქესო ორგანოებში, რაც აუცილებელია ხარისხიანი ერექციისთვის.


მასალის ავტორმა ასევე გაიხსენა, რომ ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები სასქესო ორგანოებში მარტო ცუდად მიწოდებული სისხლის ნაკადის გამო არ ექმნება.

ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური პრობლემების ან რაიმე დაავადებების გამო. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.


მანამდე ცნობილმა უროლოგმა და სექსოლოგმა გააფრთხილა მამაკაცები, რომ, უმოძრაო ცხოვრების წესს შეუძლია გააფუჭოს მამაკაცის სექსუალური ცხოვრება.


რამდენიმე თვის წინ გამოვაქვეყნეთ ბუნებრივი საკვები პროდუქტები, რომელიც ეფექტურად მოქმედებს მამაკაცის და ქალის ლიბიდოზე. (მიყევი ბმულს)


image

ასევე დაგაინტერესებთ

კიბოსთვის დამახასიათებელია ქსოვილების დაზიანება, რომელიც გამოწვეულია უჯრედების უკონტროლო და არანორმალური ზრდის შედეგად. ამ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია თქვენს რაციონში ჯანსაღი საკვების დამატებით. რა საკვები უშლის ხელს სიმსივნის წარმოქმნას? წარმოგიდგენთ პროდუქტს, რომელიც კიბოს წინააღმდეგობას უწევს... ერთ-ერთი მთავარი ბოსტნე...

ესპანეთის კასტილა-ლა მანჩას უნივერსიტეტის (UCLM) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღვინო ამცირებს კიბოს გარკვეული ტიპების განვითარების რისკს. მკვლევარებმა შეარჩიეს 70-ზე მეტი მაღალი ხარისხის კვლევა Cochrane, Scopus, Web of Science და MEDLINE (PubMed) მონაცემთა ბაზებიდან. ისინი ჩატარდა 1986 წლიდან 2021 წლამდე და მასში 4, 3 მილიონზე მეტი ადამიანი ...

სკანდალის ცენტრში მოექცა ქოქოსის ზეთი, რომელიც ბოლო დრომდე შესანიშნავ პროდუქტად ითვლებოდა. ზოგიერთმა დიეტოლოგმა განაცხადა, რომ იგი საზიანო - და მათი სიტყვები მედიამ აიტაცა. მაგრამ როგორ არის საქმე სინამდვილეში, თუ ვიხელმძღვანელებთ არა ემოციებით, არამედ ფაქტებით? 1. წვავს მუცლის ცხიმს სამწუხაროდ არა. ზოგიერთმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ პირველა...

მეცნიერები და ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად არ არის აუცილებელი სპეციალური დიეტის დაცვა და წითელ ხორცზე, კვერცხზე და სხვა პროდუქტებზე უარის თქმა. იმისათვის, რომ თავი კარგად და ჯანმრთელად იგრძნოთ, უნდა შეამციროთ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობა, რომელსაც შეუძლია შე...

0
708
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0