x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
სამარხვო ტორტი ბანანის კრემით
ტორტი კვერცხისა და რძის პროდუქტების გარეშეც გემრიელია.



image


ინგრედიენტები:

ნებისმიერი წვენი 525 მლ
შაქარი 350 გრამი
მარილი 1 მწიკვი
მცენარეული ზეთი 125 მლ + წასასმელად
სოდა 1, 5 ჩაის კოვზი
9%–იანი ძმარი 1 სუფრის კოვზი
ფქვილი 540 გრამი
ბანანი 950 გრამი
შავი შოკოლადი 170 გრამი
ნიგოზი გემოვნებით




თუ ყველა ინგრედიენტი უკვე შეაგროვეთ, დროა მომზადება დავიწყოთ.


1. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. ორ საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით, ძირში პერგამენტი დააფინეთ.


2. ათქვიფეთ 450 მლ წვენი, 200 გ შაქარი, მარილი და ზეთი. სოდა ძმრით ჩააქრეთ და წვენს დაუმატეთ. თანდათან ფქვილი დაუმატეთ.


3. ცომი ფორმებს შორის გაყავით. დაახლოებით 40 წუთი აცხვეთ. მთლიანად გააგრილეთ.


4. ბანანი მსხვილად დაჭერით და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დარჩენილ წვენთან და შაქართან ერთად.


5. ეს მასა ქვაბში ჩაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ და ხარშეთ, აურიეთ 3 წუთის განმავლობაში. შოკოლადი დაუმატეთ. პარკი დააფარეთ და გააგრილეთ.


6. ბისკვიტის ფენები გაასწორეთ, კრემი წაუსვით, დანარჩენი კრემი გარედან წაუსვით. კაკალით გააფორმეთ. 3 საათი მაცივარში შეინახეთ.


გემრიელად მიირთვით!



ასევე დაგაინტერესებთ:

სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ გურმანებისთვის!

ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“

მსუბუქი დესერტი - გემრიელობა ლიმონის კრემით

ნაზი ტორტი ცხობის გარეშე: მინიმუმი ძალისხმევით მაქსიმუმი სიამოვნება

დიეტური ვაშლის ნამცხვარი ფქვილის გარეშე - თუნდაც ყოველდღე მიირთვით


0
88
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
88