x
მეტი
  • 24.07.2024
  • სტატია:136143
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510391
პოლიციელმა ქალმა 6 კოლეგასთან ინტიმური კავშირის სანაცვლოდ, 500 ათასი დოლარი მიიღო
image

აშშ-ში ექვს კოლეგასთან სექსის გამო ქალი პოლიციელი 500 ათას დოლარს მიიღებს.


შეერთებულ შტატებში სასამართლოს განჩინებით, 500 ათასი დოლარის ოდენობით კომპესაციას მიიღებს პოლიციელი ტენესის შტატიდან რომელსაც სექსი ჰქონდა ექვს კოლეგასთან. ინფორმაციას WSMV-TV ავრცელებს.


მეგან ჰოლმა მიაღწია შეთანხმებას ქალაქ ლა ვერნის ხელისუფლებასთან, რომელიც მსხვილ კომპესაციას და სანაცვლოდ გაიტანს ქალაქისა და პოლიციის წინააღმდეგ საჩივარს.



2023 წლის იანვარში ქალი სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მას ექვს კოლეგასთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა. იგი მათ შიშველ ფოტოებს უზიარებდა, ხოლო ორ მათგანთან ორალური სექსი ჰქონდა პოლიციის განყოფილებაში.


ამ ამბის გახმაურების შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს არა მხოლოდ ჰოლი, არამედ მისი სექს პარტნიორები - სერჟანტი ლუის პაუელი, ოფიცერი ხუან ლუგო, სერჟანტი ტაი მაკგოუანი და დეტექტივი სენეკა შილდსი.


2023 წლის თებერვალში ჰოლმა შეიტანა სარჩელი პოლიციის დეპარტამენტისა და ქალაქ ლა ვერნის წინააღმდეგ. მან განაცხადა, რომ უფროსი თანამშრომლების მიერ სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა. გარდა ამისა, ქალი ამტკიცებდა, რომ საქმის გახმაურებამ მას ფსიქოლოგიური და მატერიალური ზიანი მიაყენა, რადგან სამსახური ვერ იშოვა. ”მეგან ჰოლი იყო დაუცველი, ოპტიმისტი 24 წლის, როდესაც იგი შეუერთდა ლა ვერნის პოლიციის დეპარტამენტს. ჰოლი ეძებდა მისაბაძ მაგალითებს თავის ახალ სამუშაოზე და იპოვა სექსუალური მტაცებლები“, - ნათქვამია სარჩელში, რომელიც ამჯერად მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პროკურორებმა არ დააკმაყოფილეს.

image

ამასთან, 2023 წელს ქალმა გამოძიებას ოდნავ განსხვავებული ვერსია უამბო. ჰოლმა თავდაპირველად უარყო ბრალდებების უმეტესობა და მხოლოდ აღიარა რომანი ოფიცერ ლარი ჰოლიდეისთან. შემდგომ მან ისაუბრა ერთთვიან რომანზე სხვა კოლეგასთან, სერჟანტ ლუის პაუელთან. მისი თქმით, მათ სამსახურშიც ჰქონდათ სექსი. ”მე და ჩემი ქმარი იმ დროს განქორწინების ზღვარზე ვიყავით, მე უბრალოდ თავი ვერ შევიკავე, შემდეგ კი ყველაფერი კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა”, - განმარტა ჰოლმა. მან სცადა პაუელთან დაშორება, მაგრამ ის თვითმკვლელობით დაემუქრა.

image

0
704
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
704
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0