x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ხალხში გავრცელებული ტრადიციები და რელიგია - რამდენად შეესაბამება ისინი ერთმანეთს?

image

WIN/Gallup International-ი სხვა მონაცემებთან ერთად პერიოდულად აქვეყნებს ხოლმე მსოფლიოს ყველაზე რელიგიური და ათეისტური ქვეყნების რეიტინგს, სადაც საქართველო 93%-ით მაოფლიოს ყველაზე რელიგიური ქვეყნების ტოპ ხუთეულში ხვდება ხოლმე.

თუმცა როგორც ირკვევა, ასეთი "ღრმად რელიგიური" ქვეყანა უამრავ აშკარად ცრუ ტრადიციებს იცავს, რომელსაც უარყოფს მართლმადიდებლური ეკლესია.

გამოდის უნდა ვიფიქროთ, რომ ზემოთ ნაჩვენები ჩვენი ქვეყნის პროცენტული მაჩვენებელი აშკარად ფარისევლურია, რაც კიდევ ერთ ცოდვად ითვლება.

♧♧♧

1)ერთი წლის ბავშვის დაბადების დღის გადახდა არ შეიძლება-ეს ცრურწმენაა, არავითარი საეკლესიო კანონმდებლობაში ამის შესახებ არაფერია მოხსენიებული.

♧♧♧

2)მიცვალებული და ცრურწმენები–"ორმოცამდე“ გარდაცვლილის არც ერთი ნივთის გაცემა არ შეიძლება: ეს არასწორია. პირიქით, რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა ჩაიდინოთ გარდაცვლილის სახელზე. უნდა დაარიგოთ, შესწიროთ მონასტრებს. ეკლესიას - წითელი ღვინო (ზიარებისთვის), ფქვილი (სეფისკვერისთვის), ცვილი (სანთლისთვის);

ცრურწმენებია აგრეთვე, მიცვალებულის ოჯახიდან გასვენების შემდეგ სკამების წაქცევა, კუბოს 3-ჯერ შემოტრიალება, მიცვალებულისთვის უამრავი ნივთის ჩაყოლება (ნივთები მას არაფერში აღარ სჭირდება, სჯობს ის მოწყალებაში გასცეთ). არასწორია ისიც, თითქოს ორმოცის მერე არ შეიძლება საფლავზე არაფრის დამატება.

არასწორი შეხედულებაა, თითქოს ქელეხის სიდიდეს და ხალხის გამოთრობის ხარისხს პირდაპირი კავშირი ქონდეს მიცვალებულის სამოთხეში მოხვედრასთან.

♧♧♧

3)ხალხში გავრცელებული ცრურწმენები: შავი კატის გადარბენას უბედურება მოაქვს, არ შეიძლება ოთხშაბათსა და პარასკევს თავის დაბანა და ფრჩხილების მოჭრა, ეშმაკის ხსენებაზე ხეზე სამჯერ უნდა დააკაკუნო, მარცხენა ფეხზე ადგომა უიღბლო დღეს მოასწავებს და ა.შ.

„მტერი ამგვარ ადამიანს (ცრუმორწმუნეს) დასცინის, ცრუმორწმუნე ხომ ყველაფერს შიშით შესცქერის: თუკი გამოჩნდა კატა, ძაღლი ან დილით შემოხვდა მარჯვენა თვალით ან ფერდით დაზიანებული, თუნდაც ყველაზე კეთილგანწყობილი ადამიანი, - ცრუმორწმუნე მას მყისვე ზურგს შეაქცევს და თვალს აარიდებს. რა არის ამგვარ ცხოვრებაზე მეტად უბედური - ყოველივეს ეჭვის თვალით შესცქეროდე და ყველაფერში წინააღმდეგობა დაინახო, მაშინ, როდესაც მორწმუნეს ღვთის ქმნილების ჭვრეტამ სული უფლამდე უნდა აღუმაღლოს?!“ (მამა წმინდა ბასილი)

♧♧♧

4)არ შეიძლება ქორწინება მაისის თვეში-ეს ცრურწმენა საიდან გავრცელდა უცნობია, უფრო სავარაუდოა, რომ რუსული ხალხური ანდაზიდან:"В мае венчаться - всю жизнь маяться"(მაისში ჯვარს დაიწერ, მთელი ცხოვრება იჯახირებ)

ეკლესია მაისში ქორწინებას არ კრძალავას და მის "უბედურობას" არავითარი ქრისტიანული საფუძველი არ გააჩნია.

♧♧♧

5)რაც გიწერია არ აგცდება-კიდევ ერთი ხალხში გავრცელებული ცრუმოსაზრება.ეკლესია, პირიქით მას არ იწყნარებს.

"არ არსებობს სხვა იმდენად ზადიანი და უკურნებელი სწავლება, როგორც სწავლება განგებისა და ბედისწერის შესახებ. თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმას, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, - მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველად აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში... რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისა?..

როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი..." (წმ.იოანე ოქროპირი)

♧♧♧

6)თარსი“ რიცხვი 13-რიცხვი „13“ აბსოლუტურად ჩვეულებრივი რიცხვია. საერთოდ, ნებისმიერი საგნისა და მოვლენისათვის მისტიური მნიშვნელობის მინიჭება და შიშის გამომწვევ ობიექტად ქცევა მათ კერპად გადაქცევას იწვევს. ასეთი საგნებისა და მოვლენების უკან ბოროტი სული დგება (არა თავისთავად, არამედ იმათთვის, რომელთაც მათ მიმართ ამგვარი განცდა აქვთ).

ამიტომ მათი და მათ შორის რიცხვი „13“-ის მოშიში, ნებით თუ უნებლიეთ „13“-ის გამკერპებელი, ანუ ეშმაკის მოშიში და თაყვანისმცემელი ხდება. ქრისტიანი, რომელიც ღვთის მონა და მეგობარია, არავის ემონება და ყოველგვარი ცრურწმენებისა და პირობითობებისაგან თავისუფალია.

♧♧♧

7)დღეს პირველი აპრილია-თითქოსდა ყველასთვის უწყინარი, სახუმარო და ლამის აუცილებელი ტყუილი, რომელიც ბავშვობიდანვე გვესმის.ამ დღეს ზოგჯერ სერიოზული გაზეთები და სხვა საინფორმაციო საშუალებებიც კი მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში აქვეყნებენ „უწყინარ“ ტყუილებს როგორც სრულ სიმართლეს. ისე რომ, ზოგჯერ საქმე კურიოზებამდეც მიდის.

თუმცა ბევრისთვის უცნობია ალბათ ის ფაქტი, რომ „უწყინარი“ ჩვეულება - საპირველაპრილო ტყუილი ღმერთის უარყოფიდან და გმობიდან იღებს სათავეს!

როგორც მოგეხსენებათ, გაზაფხული და, განსაკუთრებით აპრილის თვე, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დროა.

საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანთა ეს უნათლესი დღესასწაულთა დღესასწაული, რომელიც გარდამავალია, ანუ მოძრავია, უმეტესწილად სწორედ აპრილის თვეზე მოდიოდა. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით. ისიც ყველამ კარგად ვიცით, თუ რა გაავრცელეს უფლის ჯვარმცმელმა და უარმყოფელმა ფარისევლებმა - იესო ნაზარეველის სხეული ღამით ფარულად მოიპარეს მისმა მოწაფეებმა და ახლა გაიძახიან მკვდრეთით აღდგაო! - აი, სწორედ ამ ყოვლადმკრეხელურმა სიცრუემ დაუდო დასაბამი საპირველაპრილო ტყუილებს, რადგან ვინც ეს ჩვეულება მოიგონა და დაამკვიდრა, მისთვის ქრისტეს აღდგომაც ტყუილია, ღმერთის ამქვეყნად ხორციელი შობაც და მისი ყოვლადმხსნელი საზოგადო მსახურებაც! ამიტომ ქრისტეს მოწინააღმდეგენი აღდგომის წმიდა თვესაც - აპრილსაც, მისი პირველივე დღის საგანგებო გამასხარავებითა და აბუჩად აგდებით შეურაცხყოფენ და დააკნინებენ ტყუილის - ღმერთისთვის ამ უსაძაგლესი მოვლენის გავრცელებით!

♧♧♧

8)მკითხაობა და ასტროლგია-მართლმადიდებლური სამყარო თავიდანვე გმობდა მკითხაობას, ასტროლოგიას და ამგვარ ეშმაკისეულ მიმდინარეობებს, რადგან ეს უდიდესი ცოდვაა ღვთის წინაშე.

"ზოგიერთი ისე კადნიერდება, რომ შელოცვა - მჩხიბაობის დროს უხმობენ ღვთისმშობელს, წმიდანებს დაპირჯვარს ისახავენ, მაგრამ მათ უნდა გავურბოდეთ."(ღირსი მამა თეოფანე დაყუდებული)

"მკითხაობაისაა, როცა სადმე გამოჩნდება კაცი, ან ქალი, ცბიერი და ცრუ და დაინახავს რა, რომ უმეცარიდა გამოუცდელი ადამიანები ცრუსა და უცნაურ ამბებს ადვილად იჯერებენ, გამოაცხადებს, რომ თითქოს მას ყოველი საიდუმლოს გამოცნობა შეუძლია, რომ იციან მიზეზი ყოველი ვნებისადა უბედურებისა და მათგან თავის დახსნისა. ჩვენ ვართ მოწმე და მნახველი, რომ მკითხავს ნაცვლად მორჩენისა, ავადმყოფი მოუკლავს და მეუღლეთა თუ მეზობელთა შორის, ნაცვლად სიყვარულისა, მძულვარება დაუთესია, შეუძლებელია მოკლედ იმ უბედურებათა აღწერა, რომელთა მიზეზიც მკითხავი და მისი სიცრუეა."(წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი)

♧♧♧

9)ავი თვალი და თილისმები-კიდევ ერთი უმეცარი ცრურწმენა, რომელსაც რელიგია კრძალავს.

აი რას ამბობს წმინა იოანე ოქროპირი „კორინთელთა მიმართ პირველ საუბარში“ :"თავიანთი ჩვილის „დასაცავად“ ყოველგვარი საფრთხისაგან მშობლები მრავალ სასაცილო სიმბოლურ თილისმებს (ჩვენს დროში კი, მოგეხსენებათ, ბავშვებს ავი თვალისაგან დასაცავად ხელზე მძივს აბამენ, რომელზეც თვალია გამოსახული) იყენებენ... ყოველივე ეს მათ უდიდეს უგუნურებაზე მეტყველებს, რადგან სხვა არაფერი ესაჭიროება ჩვილს მაცხოვნებელი ჯვრის გარდა. მიუხედავად ამისა, ჯვარი, რომელმაც მოაქცია მთელი სამყარო, სძლია ეშმას და დათრგუნა მისი ძალი, - უგულებელყოფილია, ხოლო ქსოვილს, ნართს თუ სხვა მსგავს ნივთებს ანდობენ ჩვილის უსაფრთხოებას. ნუთუ არ გრცხვენიათ? მითხარით: შეიგნებთ კი ოდესმე, რომ სატანა ყოველ ადამიანს ბავშობის ასაკიდან უგებს მახეს და ამისთვის ყოველგვარ ხრიკს მიმართავს? ჩვილების „დასაცავად“, დემონთა ცდუნებით ნაკარნახევ თქვენს ამგვარ ქმედებას, გეჰენიაში შთაჰყავხართ! თუკი ჩვილებს ასე წარმართები „იცავენ“, ამაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ, როდესაც ამას ჯვრის თაყვანისმცემელნი და მაზიარებელნი აკეთებენ, რომელებმაც ცნეს ღვთაებრივი სიბრძნე და ჭეშმარიტება, - ეს მწარედ სატირალია“.

♧♧♧

10)სასაფლაოზე გასვლა აღდგომას ან მეორე დღეს-მართალია საფლავზე გასვლის კონკრეტული დღეები-საზომი, ამგვარი არც წესი და არც აკრძალვა არ არსებობს, თუმცა ეს ტრადიცია კომუნისტების დროიდან იღებს სათავე, როდესაც ყოველნაირად ცდილობდნენ ადამიანში ჩაეკლათ ღვთის რწმენა და აღდგომის დღესასწაული "ხსოვნის დღეს" დაამთხვიეს.

მიცვალებულთა დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის მომდევნო ორშაბათს აღნიშნავს ეკლესია.

რაც შეეხება წითელი კვერცხის გაგორებას აქაც არანაირ რიტუალს არა აქვს ადგილი. ეს უბრალო ხალხური მისალოცი ჩვეულებაა, რაზეც ჯეროვანი ყურადღების გამახვილება საჭიროებას არც წარმოადგენს.

0
220
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0