x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134556
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508615
გლამურული ცხოვრების მოულოდნელი დასასრული: "Playboy"-ის ვარსკვლავების ტრაგიკული ბედი

image


რამდენიმე წლის წინ "Playboy"-ს სამყარო 33 წლის მოდელის ეშლი მეთინგლის თვითმკვლელობის სრულიად შემზარავმა ამბავმა მოიცვა. ის არ გახლავთ პირველი მოდელი, რომელმაც ასეთი ტრაგიკული ბედი გაიზირა. მოდელები, რომლებიც ყველაზე გავლენიანი და პოპულარული გამოცემის გარეკანზე წლების განმავლობაში ბრწყინავდნენ, მოულოდნელად ბოროტი ბედისწერის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, დატოვეს რა თავიანთი ახლობლებისა და გულშემატკივრების გულებში დიდი ტკივილი და მოუშუშებელი იარა. "Playboy"-ის ზოგიერთი ლამაზმანის ტრაგიკული ბედი მათივე ფანებისთვის სრულიად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ზოგიერთი მოდელი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ზოგიც სასტიკი მკვლელის მსხვერპლი გახდა, აი, ზოგმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე


image


ეშლი მეთინგლი "თვის გოგონა" 2011 წლის მარტში გახდა. 2020 წლის 16 აპრილს კი 33 წლის მოდელი საკუთარ სახლში, ტეხასში გარდაცვლილი იპოვეს. ეშლიმ თავი მოიკლა, სიკვდილამდე კი ჩანაწერი დატოვა.


image


ლამაზმანი წლების განმავლობაში ალკოჰოლიზმითა და ნარკოდმოკიდებულებით იტანჯებოდა. მოდელის ოჯახმა მისი გარდაცვალება საკმაოდ მტკივნეულად გადაიტანა, პოლიცია გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას დღემდე აგრძელებს.



სასტუმროს ფანჯრიდან 7 წლის ვაჟთან ერთად გადახტა


image


2018 წლის მაისში სტეფანი ადამსმა შვიდი წლის შვილი ჯერ ფანჯრიდან გადააგდო, შემდეგ კი თავადაც გადახტა. 47 წლის მოდელი ყოფილ მეუღლესთან პატარა ვინსენტის მეურვეობისთვის დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა, ვერაფერს რომ ვერ გახდა მან ბავშვი 25-ე სართულიდან გადმოაგდო, რომელსაც უკან თავადაც მიჰყვა.



image


პოლიციამ დედა-შვილის ცხედრები სასტუმროს უკანა ეზოში იპოვა. ორმაგმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა. სტეფანიმ "თვის გოგონას" ტიტული 1992 წლის ნოემბერში მიიღო. მოგვიანებით ის მწერალიც გახდა, სტეფანი ადამსი ასევე კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელ კომპანიასაც ფლობდა.



დაასახიჩრეს და ჩემოდანში ჩატენეს


image


ჟასმინ ფიორე ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ დაახრჩვეს, ბოლოს კი სხეული სასტიკად დაუსახიჩრეს. 28 წლის მოდელის ცხედარი 2009 წლის აგვისტოს, კალიფორნიის ერთ – ერთ ჩიხში, ნაგვის ურნაში მდებარე ჩემოდანში მოთავსებული აღმოაჩინეს.


image


"Playboy"–ის ყოფილ ვარსკვლავს ჰქონდა თითები მოჭრილი, კბილები კი დაძრობილი. პოლიციამ მისი იდენტიფიცირება მხოლოდ სილიკონის მკერდის იმპლანტანებზე დატანებული სერიული ნომრით შეძლო. ლამაზმანის ცხედრის აღმოჩენიდან მალევე პოლიციამ მკვლელობაში ბრალი მის მეუღლეს, 32 წლის რაიან ჯენკინსს წარუდგინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ის კანადაში სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ მან ცოლი მოკლა, შემდეგ კი მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების მიზნით თავი მოიკლა.



ავტოკატასტროფაში დასრულებული სიცოცხლე


image


ჯეინ მენსფილდი მერლინ მონროსთან საოცარი მსგავსებითა და უზადო, დახვეწილი სხეულით გამოირჩეოდა. "Playboy"-ის მოდელი გასული საუკუნის 50-60-იანი წლების სილამაზისა და სექსუალურობის ეტალონად ითვლებოდა. ჯეინი იყო პირველი მსახიობი, რომელმაც ჰოლივუდურ ფილმში სრულიად შიშველმა ითამაშა.


image


გოგონას სიცოცხლე 34 წლის ასაკში მოულოდნელად შეწყდა. მანქანა, რომელსაც ის მართავდა, ტრაქტორის მისაბმელს დიდი სიჩქარით შეეჯახა. უბედური შემთხვევა 1967 წლის ივნისში, ლუიზიანაში მოხდა. ჯეინი ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში ლამაზმანის მეგობარი ბიჭი და მძღოლიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. მოდელს ხუთი შვილი დარჩა.


საწოლში გაგუდული


image


ამ მწვანეთვალება ლამაზმანმა "Playboy"-ის მკითხველთა გულები პირველივე გამოჩენისთანავე დაიპყრო. კრისტინა კარლინ-კრაფტი 36 წლის ასაკში დაიღუპა, გოგონა მის პენსილვანიის სახლში 2018 წლის აგვისტოში გარდაცვლილი იპოვეს.


image


როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოდელი 31 წლის ჯონათან ჰარისმა საწოლში დაახრჩო. მკვლელმა დახრჩობამდე მსხვერპლს წინააღმდეობის მცდელობის თავიდან ასაცილებლად ხელები წინასწარ შეუკრა.



image


კრისტინა არა მხოლოდ "Playboy"-ისთვის, არამედ "Victoria's Secret"-ისა და "Maxim"-ისთვისაც პოზირებდა. მკვლელი ამტკიცებდა, რომ ის ვერ აცნობიერებდა რას სჩადიოდა, რადგან "კეტამინის" ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ამ ფაქტს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია. ჰარისს სამუდამო პატიმრობა პირობით ვადამდე გათავისუფლების გარეშე მიესაჯა.


ქმრის მიერ გაუპატიურებული და მოკლული


image


დოროთი სტრატენი 1980 წელს "წლის გოგონად" დასახელდა. 20 წლის ლამაზმანს "მომავალ მერლინ მონროს" უწოდებდნენ, თუმცა მას სიცოცხლე წლის ბოლომდეც კი არ დასცალდა. ქერათმიანი ლამაზმანი მეუღლემ ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რომელთან ერთადაც ის გარკვეული პერიოდი უკვე აღარ ცხოვრობდა.



image


პოლ სნაიდერი მეუღლეს თავს 1980 წლის 14 აგვისტოს ლოს-ანჯელესში დაესხა. ისინი ერთმანეთის პირისპირ სულ მცირე ხნით აღმოჩნდნენ.



image


მკვლელმა დოროთი ჯერ სცემა, შემდეგ კი სახეში 12 - კალიბრიანი თოფიდან ესროლა, შემდეგ კი, იარაღი უკვე თავისკენ მიმართა. ამბობენ, რომ სნაიდერი მეუღლის მზარდი პოპულარობის გამო ეჭვიანობდა და საშინლად განრისხდა როდესაც ცოლმა მისგან განქორწინება მოითხოვა.




სიკვდილი აბაზანაში


image



კასანდრა ლინ ჰენსლი კალიფორნიაში 2014 წლის იანვარში, აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს, ორი შვილის დედა მხოლოდ 34 წლის გახლდათ.



image



მოდელი 2006 წლის თებერვალში "თვის გოგონად" დასახელდა. კასანდრა ლინ ჰენსლი კოკაინისა და ალკოჰოლის ზედოზირებისგან გარდაიცვალა.


image


მოგვიანებით კასანდრას მეუღლემ კი ისიც შეიტყო, რომ მან ცხოვრების უკანსკნელი საღამო სხვა მამაკაცთან გაატარა.



საკუთარ სახლშივე მუმიად ქცეული


image


ივეტ ვიკერსი "Playboy"-ის ერთ-ერთი ყველაზე პირველი მოდელი გახლდათ. მართალია ის ძალადობრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა, თუმცა მისი აღსასრულიც საკმაოდ შემზარავია.



image


ქალი უკვე 80 წელს გადაცილებული იყო როდესაც მისი მუმიფიცირებული სხეული ლოს-ანჯელესში, 2011 წლის აპრილში იპოვეს. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა რომ მსახიობი და ყოფილი მოდელი გულის უკმარისობისგან დაიღუპა, თუმცა მისი სხეული მისივე სახლში გარდაცვალებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნა ნაპოვნი.


image


ივეტის ნეშტი მეზობელმა შემთხვევით სწორედ მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ის მის სახლში შევიდა. მეზობელს საეჭვო გარემოებაზე მსახიობის საფოსტო ყუთში არსებულმა უსაზღვრო რაოდენობის გაყვითლებულმა წერილებმა მიანიშნა.







0
335
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
335