საქართველო
"თქვენი შეშინებული არ გაიშვა, მოგინელებთ, ცოტა დაიცადეთ"- ვის მიმართავს შალვა ნათელაშვილი
25 მარტი, 8:42
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან მისი მისამართით გაჟღერებულ ტელემუქარებს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს:
"მოკლედ როგორც მოსალოდნელი იყო ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი წინასაარჩევნოდ პროგრესულად იზრდება, რაც რა თქმა უნდა იწვევს ოლიგარქის გაცოფებას და მერე ეს ცოფი აუცრელად გადადის მის ქოც--კუდებზე პარლამენტში, რომლებიც ალბათ დააკვირდით მუდმივ რეჟიმში იხსენებენ მათთვის საძულველ ჩვენს ფანჩატურს. ეს კიდევ არაფერი თავის გარე აგენტურას მისცეს დავალება ჩემზე პროვოკაცია--თავდასხმის ორგანიზებაზე პირდაპირი გაგებით. 30 წელია ოპოზიციურ პოლიტიკაში ვარ და რაც ამ სამ დღეში მოხდა ასეთი პროვოცირებული ინტენსივობა ნამდვილად არ მახსოვს.
კერძოდ სამი დღის წინ ოპერის თეატრში ვზივარ ცნობილი მომღერლის პანაშვიდზე, ვხედავ მოემართება ჩემსკენ ერთი შემოქმედი, რომელსაც პოლიტიკური ხედვების მიუხედავად პატივს ვცემ, ვდგები ფეხზე, ვუწვდი ხელს და უცბად მიცხადებს რომ ხელს არ ჩამომართმევს რადგან იგი მილანძღია ტელევიზია იმედზე. განცვიფრებული ვეუბნები, რომ ათი წელია იმედზე ჩემი გამოსვლა საერთოდ აკრძალულია და იგი პროვოკაციის მსხვერპლია. მიხდის ბოდიშს და მართმევს ხელს. მეორე დღეს უკვე გირჩის ლიდერ--დეპუტატები, კაიფში მყოფთ ფეხები, რომ ერთმანეთში ეხლართებათ, აგრძელებენ ტელემუქარებს, რადგან თურმე მათ შეურაცხოფას ვაყენებ ( ხალხმა ჩაიხადა, ოკუპანტებს უკანალი აჩვენა და საკუთარი სხეულის სრული თავისუფლება გამოაცხადა, მეტი რა შეურაცხოფა უნდა მიაყენო?).
გამიკვირდა, რომ ამას დაეთანხმა ტელე--წამყვანი დავით აქუბარდია. გუშინ კი მიწვევენ გადაცემა რეაქციაში, (ინგა არაფერ შუაშია) სადაც მხვდება ხალხის საძულველი ბიძინას ოპო--აგენტი ელისაშვილი, ჯერ ეთერში მჯდომი ცდილობდა პროვოცირებას, არ გავაკეთე რეაქცია, ხოლო წამყვანთან დამშვიდობებისა და გასვლის შემდეგ ბრუნდება უკან და პირდაპირ ეთერში, კულისებიდან ისტერიულად ჩხავის რომ მისი სახელი არ ვახსენო.არადა არც ვაპირებდი მასზე საუბარს და მაიძულა ისევ გადამევლო. მოკლედ ინტერესით ვადევნებ თვალს თუ რას მოიფიქრებს ჭორვილელი გონებაჩლუნგის გონებამახვილი სუსი. ვაი თქვენს პატრონს და თქვენი შეშინებული არ გაიშვა კიდევ. მოგინელებთ, ცოტა დაიცადეთ."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის ფეისბუქპოსტში.