x
image
მადამ ფისუნია
წიგნები თამაშებად იქცნენ თუ პირიქით?
image

კომპიუტერული ვიდეოთამაშების ნოველიზაცია არც თუ იშვიათი ფენომენია, მაგრამ ის თუ იცით, რამდენად ხშირია პირიქით?

მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ! არაერთი ვიდეო თამაში შექმნილა ლიტერატურული ნაწარმოების ან მისგან გამოწვეული ინსპირაციის მიხედვით.

მოდი განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:


1.ვიჩერი

The Witcher დაფუძნებულია ანჯეი საპკოვსკის წიგნის The Witcher სერიებზე, რომელიც თავდაპირველად, მოთხრობების კრებული გახლდათ. მოთხრობების შემდეგ სრულმეტრაჟიან რომანებად გარდაიქმნა და საპკოვსკის საკულტო კლასიკური სტატუსი შესძინა, თუმცა, ძირითადად პოლონეთში. სხვა ენებზე მოგვიანებით ითარგმნა. 2007 წელს ჯერ კიდევ ვიდეო თამაშის ადაპტაციამდე, არამხოლოდ პოლონელი, არამედ უკვე მთელი მსოფლიოს მკითხველების ყურადღება მიიქცია ვიჩერმა.


პერსონაჟები წიგნშიც და ფილმშიც იდენტურია“ მაგრამ მოქმედება ხდება sagaს მოვლენებიდან წლების შემდეგ. თავდაპირველ საგაში სულ ხუთი წიგნია დაწერილი 1994-დან 1999 წლამდე, ხოლო მეექვსე დაიწერა 2013 წელს, რომელიც პირველი წიგნის წინაპეიოდზეა.

ცნობილი ფაქტია ისიც რომ 2024ში ვიჩერის საგას ახალ ნაწილსაც შემოგვთავაზებს საპკოვსკი.


  • Stalker

  • სტალკერი არის GSC Game World-ის მიერ შექმნილი ერთგვარი შუთერ ვიდეო თამაში, რომელიც დაფუძნებულია ძმების ბორისისა და არკადი სტრუგაცკის მიერ 1972 წელს შექმნილ რომან „გზისპირა პიკნიკის“ სამყაროზე. რომანი მოგვითხრობს რედრიკ, იგივე „რედ“ შუჰარტის, გამოცდილი სტალკერის ისტორიას, რომელიც არსებულ ზონაში აგროვებს ძვირფას არტეფაქტებს რომ მოგვიანებით გაყიდოს.


    ძმების რომანში "გზისპირა პიკნიკი", ზონები შეზღუდული ტერიტორიებია, რომლებსაც ოდესღაც უცხოპლანეტელები ესტუმრნენ და შემდეგ მიატოვეს. არადედამიწიერი ქმნილებების ვიზიტებმა აქაური ბუნება ერთობ გააიდუმალა, შესძინა ზებუნებრივი თვისებებიც, რაც მსგავს ზონებში ადამიანის შესვლას ძალიან საშიშს ხდის.


    STALKER-ის თამაშებზე ასევე დიდ გავლენას ახდენს თავად ფილმი Stalker, რომლის რეჟისორიცაა ანდრეი ტარკოვსკი და თავად ფილმიც ზემოაღნიშნულ რომანზეა დაფუძნებული. ცოტა რომ ჩავხლართოთ, ძმებმა სტრუგაცკებმა, მოგვიანებით ფილმი სტალკერის ბაზაზე დაწერეს ამავე სახელწოდების ახალი წიგნიც.

    მაგარია!

    მათი წიგნის მიხედვით გადაიღო ტარკოვსკიმ ფილმი, მერე ამათმა იგივე ფილმისს მიხედვით ახალი წიგნი დაწერეს....

    რა საოცარი სიმბიოზიააა უუუუუუ...

    ასევე არსებობს "გზისპირა პიკნიკის" მიხედვით დადგმული სპექტაკლი და როლფლეი გეიმ სამაგიდო თამაშიც. (RPG!)


    3.Parasite Eve

    პარაზიტი ევა მეტად საინტერესო ვიდეო თამაშია, რადგან იგი არის ერთგვარი გაგრძელება იმ წიგნისა რომელსაც თავად ეფუძნება. ნოველის სახელწოდებაც ზუსტად იდენტურია -"პარაზიტი ევა" და ის ფარმაკოლოგი ჰიდეაკი სენას მიერაა დაწერილი.

    პარაზიტი ევა ფლეისთეიშენისთვის შეიქმნა 1998 წელს. ნოველის მიხედვით შექმნილია ფილმიც მასაიუკი ოჩიაის რეჟისორობით. პარაზიტი ევა ასე თუ ისე ჰორორ ჟანრის სხვა წარმომადგენლებისაგან განსხვავებით ნაკლებ ცნობილი და პოპულარულია, თუმცა თავისებური ხიბლი გააჩნია.

  • Assassin’s Creed
  • და რა თქმა უნდა ასასინს ქრიდი, რომელიც ჩემი აზრით იუბისოფთის შედევრია და მაგაზე უკეთესი არც არაფერი შეუქმნით...

    აქამდე რა თამაშებზეც ვისაუბრეთ ყველა მათგანი მხოლოდ ერთი წიგნის ინსპირაციით იყო შექმნილი. ასასინის გენიალურობა იმაშიცაა რომ ის მხოლოდ ერთ წიგნს არ ეფუძნება, არამედ რამდენიმეს...

    ზემოაღნიშნული თამაშები წიგნის მეტ-ნაკლებად პირდაპირი ადაპტაციაა, მაგრამ ასასინი რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოების შერწყმითაა შექმნილი.


    პროდიუსერ ჯეიდ რეიმონდის თქმით, პირველი Assassin's Creed იყო შთაგონებული ვლადიმერ ბარტოლის 1938 წლის რომანი Alamut-ით. რომანის მოქმედება ვითარდება ალამუთში, რომელიც რეალური სპარსული ციხე იყო, და რომელიც მდებარეობდა დღევანდელი თეირანიდან დაახლოებით 60 მილის მანძილზე.

    მე-11 საუკუნის დასაწყისში, ალამუთის ციხეს აკონტროლებდა მისიონერი ჰასან-ი საბა და მისი ასასინები, რომანში ბევრი ისტორიული ფაქტია მოყვანილი და შემდეგ ადაპტირებულია თამაშშიც.

    რომანიდან სტრიქონები თითქმის სიტყვასიტყვითაა რეპლიკებად გამოყენებული თამაშშიც.


    სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტების გამოკლებით, Assassin's Creed არის ისტორიული ფანტასტიკა, ამიტომ ლოგიკურია, რომ წიგნი, რომელზედაც ისაა დაფუძნებული, ასევე ისტორიულ ფესვებს ატარებს.

  • Metro 2033

  • ოუუუ მეტრო და გლუხოვსკი!

    მეტრო 2033 რუსი ავტორის დიმიტრი გლუხოვსკის ბესტსელერია, ის 2005 წელს დაიწერა და ერთ-ერთი მეტად საინტერესო ლიტერატურული რომანია პოსტაპოკალიპტური ფუტურისტული სამყაროს შესახებ.

    ინგლისურად 2010 წელს ითარგმნა და იმავე წელს ჩაეშვა თამაშიც. ისიც ძალიან საინტერესო ფაქტია რომ არამხოლოდ წიგნის, არამედ თავად თამაშის სცენარის ავტორიც გლუხოვსკია.

    მახსოვს რამდენიმე წლის წინ, ჩემი სტუდენტობისას, ჭაღარას ეცით პატივი! საქართველოშიც იყო ჩამოსული და რომელიღაც ცენტრალური მეტროსსადგურში ჰქონდა შეხვედრა მკითხველებთან... რუსთაველში მემგონი.

    ისევე როგორც თამაშს, წიგნსაც აქვს სამი ნაწილი, მეტრო 2033, მეტრო 2034 და 35.

    წიგნშიც და ვიდეოთამაშშიც მოქმედება ვითარდება მოსკოვის მეტროში.

    მეინ ქარაქტერი არწიომაც და კიდევ რამდენიმე წიგნის პერსონაჟიც გვხვდებიან თამაშში. ჟანრით სურვაივალ შუთერია.

    მაგრამ რაც უცნაური და ჩემთვის ცოტა რაღაცნაირი იყო, თამაშის სცენარი და წიგნის სცენარი ბოლო ნაწილში განსაკუთრებით, არაიდენტური და განსხვავებულია.

    რომ მკითხოთ რომელი უფრო მომეწონა მაგის პასუხი არ მაქვს, სხვადასხვაა!

    (ისევე როგორც არ მაქვს პასუხი და ვერ ვაკეთებ არჩევანს კენ კიზის რომანის და მისით შთაგონებული ფილმის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინას" შორის. )

    ისინი უბრალოდ სხვადასხვაა!

    მეტროს თამაშში წიგნისაგან განსხვავებით შეცვლილია ასევე მეტროსადგურების დასახელებებიც, რაც გასაგებიცაა, რადგან უცხოელებისთვის საკმაოდ რთული წარმოსათქმელი იქნებოდა რუსული მეტროსადგურების სახელები.

    არ დავმალავ, ჩემს ფავორიტებშია მეტროს თამაშებიც და წიგნებიც.

    არაა ჩვეულებრივი სურვაივალ შუთერი, ემოციებზეც მააგრად ირტყმეინება.

    წიგნზე აღარაფერს ვიტყვი, საოცარი ჩათრევის უნარი აქვს, ვერ ვწყვეტდი კითხვას....

  • The Binding of Isaac

  • ესაა ნინტენდოს ნაწარმოები, და მის ამ სიაში მოხვედრას ალბათ ბევრი გააპროტესტებს თუმცა... მე მაინც მგონია რომ უნდა იყოს აქ!

    ზი ბაინდინგ ოფ აიზეკი დაფუძნებულია ბიბლიაზე! დიახ, არც მეტი არც ნაკლები ბიბლიაზე და კონკრეტულად ძველი აღთქმის ამავე სახელწოდების ისტორიას, სადაც ღმერთი სთხოვს აბრაამს მოკლას თავისი ვაჟი ისააკი, მისდამი რწმენის შესამოწმებლად. თამაშში ისააკის მამას ცვლის მოძალადე დედა. თამაშის რამდენიმე ელემენტი, სათამაშო პერსონაჟი და ბოსი ასევე ეფუძნება ბიბლიის სხვადასხვა ისტორიებს.

    ეს ყოველივე წარმოდგენილია ისე, რომ აშკარად ჩანს, როგორია დიზაინერ ედმუნდ მაკმილენის პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით…

    ალბათ არ გაგაოცებთ ის ფაქტიც, რომ ნინტენდო თავის დროზე ამ თამაშისთვის არაერთხელ გაილანძღა.


    რა თქმა უნდა კიდევ ბევრი თამაშია ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაყრდნობით შექმნილი ანდაც მისი მცირე ინსპირაციით. მაგალითად ბიოშოკი და ბლადბორნი, მაგრამ ეგენი არ წამიკითხავს და ვერაფერს ვიტყვი :დდ

    თუმცა თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში განავრცოთ....



    0
    9
    1-ს მოსწონს
    ავტორი:მადამ ფისუნია
    მადამ ფისუნია
    9
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0