x
image
მადამ ფისუნია
რა ჯანდაბას ვთამაშობდით?
image


დღევანდელი პოსტი იქნება ცოტა ნოსტალგიური არომატით.

90იანების შვილებმა კარგად ვიცით რა ჯანდაბასაც ვთამაშობდით, მაგრამ სხვებსაც გავაგებინოთ :



ჩემი პირველი კომპიუტერი იყო დენდიიიიიიიიიიიიი

ისევე როგორც ბევრი თქვენგანის

მაშინ დენდი ძალიან მაგარ კომპიუტერად მიგვაჩნდა და ფუფუნების საგნადაც ითვლებოდა.

თუმცა უმეტესობას წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ის სინამდვილეში რუსების მიერ მოპარული ნინტენდო იყო.

ჩინელების აბიდასი რა....

დენდიზე ყველაზე პოპულარული თამაშები იყო:

სუპერ მარიო,

მაგრამ მე რატომღაც მეორე ტიპი - ლუიჯი უფრო მიყვარდა მარიოს სიკვდილის შემდეგ რომ ჩნდებოდა :დდ ალბათ მწვანე რომ ეცვა მაგიტომ...

და მძულდა ის ყველა გადარჩენილი პრინცესა, ვინც ჩემი ცოლი არ იყო....

თუმცა, სტაჟიანმა მოთამაშეებმა ვიცოდით ხოდები როგორ მივსულიყავით პირდაპირ ჩვენს პრინცესამდე ყველა სხვა წაკლის გვერდის ავლით...

მეორე ძაააააააან პოპულარული თამაში იყო ტანკები,

მაგრად მიყვარდა, ბაზა უნდა დაგეცვა და არწივი არ უნდა შეებრაწა ვინმეს...

ყველაზე მაგარ ტიპად თავს მაშინ გრძნობდი, როცა ბაზა არურის მაგივრად ქვით გქონდა დაცული, და მაშინ, როცა შენს ტანკს შეეძლო ქვის საზღვრის განგრევა....

ყველაზე მაგარი ტიპი იყო, ის ვის დენდისაც ჯოისტიკ იარაღი მოყვებოდა. დენდი ვისაც გვქონდა, ყველამ ვიცით ის ტკივილი რომ ეგ იარაღი ყოველთვის ბანძი იყო არ ისროდა ან ისროდა და მიზანს აცილებდა....

მოკლედ ტყუილად უმიზნებდი...

ამ იარაღით სათამაშო ყველაზე პოპულარული გეიმი კი იყო იხვების ხოცვა....

უმაგრესი შეგრძნება იყო როცა ყურშა 2 იხვს ამოათრევდა ბალახებიდან, თავი მაგარი მონადირე გეგონა....

მეორე კომპიუტერი რაც მქონდა იყო სეგა....

სეგას თამაშები დიდად არ მომწონდა მე პირადად, თუმცა მაინც ვთამაშობდი სთრით ფაითს და ფეხბურთს, ასევე ჰოკეის....

ამ ორი კომპიუტერის მთავარი ატრიბუტი იყო პატარა ძმა (ან მეზობლის ბავში) გაფუჭებულ გამომძვრალი ჯოისტიკით :დდ

ჩემს შემთხვევაში ეგ ჩემი ძმა იყო ხოლმე მე და მამაჩემი როცა ვთამაშობდით .

შემდები იყო ცნობილი სონი და სონი 2...

ჩვენს ენაზე ასე ერქვა თორემ ისე ფლეისთეიშენების წინაპრები იყვნენ....

მაშინდელი პოპულარული თამაშები იყო :

Silent Hill

რა თქმა უნდა ფეხბურთები.... მაგას ყველა კომპიუტერზე ვთამაშობდით, სამწუხაროდ ჩემს დენდიზე გაბაგული იყო და მხოლოდ შენს კარში შეგეძლო გოლის გატანა რადგან ცენტრს იქით ვერ გადადიოდი, თუმცა მაინც კარგად ვერთობოდი ხოლმე :დდ


Resident Evil

Bushido Blade

Spider-Man

ამ დისკს მოყვებოდა 2 თამაში, სპაიდერმენი და იქსმენები...

იქსმენები მიყვარდა მე პირადად ძალიან და სულ მოღრუბლული ქალით ვთამაშობდი ხოლმე :დდდ

Crash Team Racing

Syphon Filter

ეს თამაში მე ყველაზე მეტად მიყვარდა რადგან მისი ხიბლი იყო 2ში თამაში, თან ისე რომ ერთმანეთის მოწინააღმდეგე არ იყავი და ერთად იყავით, ამიტომ ნაკლები ჭიჭყინი გქონდა იმასთან ვისთან ერთადაც თამაშობდი. სხვათაშორის სხვა თამაში არც მახსენდება იმ პერიოდში სადაც 2ვე მოთამაშე ერთ გუნდში იყავით...

თქვენ თუ გაგახსენდათ, ჩააკომენტარეთ...

ამ დროს უკვე დიდი იყო ჩემი ძმაც და შეერთებული ჯოისტიკით ერთად ვთამაშობდით :დდ

Tekken 3

რაც შეეხება ტეკენს, აქ ერთად არ იყავით და ამიტომ სულ ჩხუბობდი ვისთან ერთადაც თამაშობდი, 2კნოპკას დააჭირე ერთად და ბლა ბლა ბლა...

მორტალ კომბატი...

ესეც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თამაში იყო, მაგრამ უფრო მეტად პისიზე ვთამაშობდი მოგვიანებით ვიდრე ფლეისტეიშენზე, აქ ტეკენს ვანიჭებდი უპირატესობას.


მას შემდეგ რაც ისე განვვითარდით, რომ პენტიუმები შევიძინეთ, დავიწყეთ ისეთი თამაშები როგორიც იყო


კაზაკები....

აშენებდი სოფელს, ქმნიდი ჯარს, მუშებს, ფერმას....

მერე მოვიდოდა ვიღაცა სხვა დროშიანი და დაგესხმებოდა თავს ან დაგანგრევდა ან შენ უნდა დაგენგრია....

ჩემი ერთერთი საყვარელი თამაში პისიზე იყო სიმსი...

სიმს 2 დან დავიწყე და ყველა მომდევნოს ვთამაშობდი...

რამდენიმე წლის წინ ჩისტა ნოსტალგიის გამო სიმს4 ვიყიდე სტიმზე :დდ

სამსახურში ჩავწერე, ვქმნიდი თანამშრომლებს ვარქმევდი მათ სახელებს და მერე ვინც მაბრაზებდა რასაც ვაკეთებინებდი გაგაოცებთ....

მუჰაჰაჰაჰაააა...........


მანქანების თემატიკის ყველასათვის საყვარელი თამაში იყო ნიდ ფორ სფიდი, თუმცა, მე რატომღაც ქრეშდი მერჩივნა და მაგას ვთამაშობდი ხოლმე....


რაც შეეხება ჯეტიებს....

ჰუჰ...

გრძელი თემა...

ყველაზე პოპულარული იყო, მაშინ როგორც ვუწოდებდით თეთრი ჯეტია - იგივე ვაისითი და შავი ჯეტია - სან ანდრეასი...

მე პირადად შავი ჯეტია მიყვარდა რადგან მაგის კოდები ზეპირად ვიცოდი და შპარგალკა არ მჭირდებოდა :დდ

ვინც ეგ კოდები ზეპირად იცოდა მაგარი კაი ტიპად ითვლებოდა, დაფასებული პიროვნება იყო და სკოლაში თუ უბანში, ყველა სთხოვდა, ძმა ძმა ძმის გულ კოდებს დამიწერ?

ისიც გაჯგიმული დადიოდა :დ და

მერე რაღაც მანქანებით აღმოვაჩინეთ, რომ ონლაინში თამაშიც შეგვეძლო და ეგ იყო საერთოდ ეპიკი...

თუმცა მე პირადად ჯეტია ონლაინში დიდხანს არ მითამაშია, მისიების შესრულებაც მეზარებოდა ხოლმე, ბენზო ხერხით ბოდიალი ქალაქში და ხალხის ხოცვა მომწონდა, თან პოლიცია რომ არ მოგდევს რადგან კოდი იცი :დდდ


ონლაინ თამაშებიდან ძალიან დიდხანს ვითამაშე ქაუნთერი...

1, 6

რა თქმა უნდა მაშინ ძალიან პოპულარული იყო, სერვერიც კი მქონდა ჩემი...

ყოველთვის ტერორებში ვთამაშობდი და ყოველთვის რემბოს ვიღებდი...

მერე მოდაში შემოვიდა ზომბ სერვერები, ხოოდა ზომბ სერვერად გადავაკეთე....

მერე აღარ მახსოვს...

ქაუნთერს იმიტომ შევეშვი რომ აღმოვაჩინე დოდი....

აი ძაააააააააააააააააააააან მიყვარდა...

დროშობანა იყო იგივე

ყოველთვის გერმანელების მხარეს ვირჩევდი რიფლმენს ...

მაგის ლიმონკები მომწონდა.

სხვათაშორის ნოსტალგიის ამბავში ეს თამაშიც ვიყიდე რამდენიმე წლის წინ სტიმზე და ალბათ შეამჩნევდით ერთიორჯერ გავსტრიმე კიდეც :დდ

სტუდენტობისას ისევ 1, 6ს მივეძალე....


და მერე როგორ აღმოვჩნდი დოტასა და გოუში კიდევ ცალკე გრძელი ისტორიაა...

მოკლედ სულ ეს იყო...

ყველა თამაში ვერ ჩავტიე ვიდეოში...

დანარჩენი თქვენ გაიხსენეთ ..

0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0