x
image
მადამ ფისუნია
პერსონაჟები ბრაზილიური ფოლკლორიდან
imageNegrinho do Pastoreio (საძოვრების პატარა შავი ბიჭი)

ნეგრინიო არის მონა ბიჭი, რომელსაც სცემა მეპატრონემ და შიშველი, სისხლმდინარი ჭიანჭველებთან დატოვა, ცხენის დაკარგვის გამო. ეს გახლდათ სასჯელი, რომელიც ევროპელმა მონათ მფლობელებმა არაერთხელ გამოიყენეს თავიანთ მონებზე. მეორე დღეს, როდესაც იგი მსხვერპლის მდგომარეობის სანახავად წავიდა, ფერმერს შეეშინდა, ბიჭი ისევ იქ იყო, მაგრამ ფეხზე წამომდგარი, გლუვი კანით, ნაწიბურებისა და ჭიანჭველების გარეშე. ფერმერი მიწაზე დაემხო და პატიება ითხოვა, მაგრამ ბიჭმა არაფერი უპასუხა, უბრალოდ ცხენზე დაჯდა და გაქრა.

ლეგენდა არის აფრო-ქრისტიანული. ზღაპრის ძველ ვერსიებში, სწორედ ღვთისმშობელმა აკურთხა და განკურნა ბიჭი. ითვლება, რომ ამ ლეგენდის შექმნის ერთადერთი მიზეზი იყო ხალხზე გავლენის მოხდენა რელიგიაში განსამტკიცებლად, ლეგენდა უჩვენებდა მათ იმ ძალას, რაც წმინდანებს ხალხის დასახმარებლად გააჩნდათ. ამასთან, ამ ზღაპარს კარგად იყენებდნენ ის ბრაზილიელები, რომლებიც მონობის წინააღმდეგნი იყვნენ, მონათმფლობელთა გასაფრთხილებლად.

ლობისომემი (მაქცია)imageრამდენიმე ქვეყანას ჰყავს მაქციის მსგავსი არსება საკუთარ ლეგენდებში. ბრაზილიელებისთვის მაქციები ახალი სულაც არაა, მაგრამ მათი წარმოშობა ცოტათი განსხვავდება თქვენთვის ცნობილი ჩვეულებრივი ზღაპრისგან. ნათქვამია, რომ ოჯახში მეშვიდე მამაკაცი ბავშვი დაწყევლილი იბადება და სავსე მთვარის ღამეს ის გადაიქცევა ურჩხულად ნახევრად კაცად, ნახევრად მგლად და გადის ყველაფერზე სანადიროდ, რაც ხელთ მოხვდება.
ლეგენდა ბრაზილიელ მაქციაზე მხოლოდ ორიგინალური ევროპული ლეგენდების იმიტაციაა. ამ ლეგენდის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამბობს, რომ მაქციები ჩვეულებრივი მკვლელები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მათი დანაშაულები იმდენად შემზარავი იყო, რომ ხალხს ერჩივნა დაეჯერებინა, რომ ეს მონსტრმა გააკეთა და არა მათმა მსგავსმა ადამიანმა.


კუკა

imageლეგენდა ამბობს, რომ თუ ბრაზილიელი ბავშვი დაუმორჩილებელია, მახინჯი მოხუცი ქალი, რომელსაც ალიგატორის სახე აქვს, მოიპარავს მას და მისგან თავის ქვაბში კერძს დაამზარებს.
კუკა სინამდვილეში ცნობილი გუდიანის "მიბაძვაა" და ლეგენდა შეიქმნა იმისთვის, რომ ბავშვები მშობლებს შიშით დაემორჩილებინათ, რადგან როგორც ვიცით, ბავშვისთვის რამის სწავლება უფრო შრომატევადი საქმეა, ვიდრე მისი შეშინება.

ბოიტატა (ცეცხლოვანი გველი)imageბოიტატა არის ცეცხლოვანი გველი, მინდვრებისა და ტყეების მცველი, რომელიც ცეცხლში ხვევს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხანძარს გააჩენს ტყეებსა და მინდვრებში. ბოიტატა წყალში ცხოვრობს, თუმცა ხმელეთზეც ამოდის. ლეგენდა ერთ-ერთი ბრაზილიური ტომის მიერაა შეთხზული.

ბოტო-კორ-დე-როზა (ვარდისფერი-დელფინი)imageლეგენდა ბოტოს შესახებ მოგვითხრობს, რომ როდესაც ის წყლიდან ამოდის, ძალიან ლამაზ და მომხიბვლელ მამაკაცად იქცევა, რომელიც ეშმაკობს ყველა იმ ლამაზ ქალთან, რომელსაც ხვდება. ფლირტის შემდეგ, მას ახალგაზრდა ქალები მდინარის პირას მიჰყავს და აყვარებს თავს, ქალები კი ფეხმძიმედ რჩებიან. სანამ გათენდება, მამაკაცი წყლებში ბრუნდება, რომ კვლავ დელფინი გახდეს.
ეს ლეგენდა შეიძლება იყოს შებრუნებული ვარიანტი იპუპიარას ლეგენდისა, ლეგენდა ბრაზილიელი ქალთევზა სახელად იარასი, რომელიც აცდუნებდა მამაკაცებს და მიჰყავდა ზღვის ფსკერზე. სადაც მათ შთანთქავდა.
ყველა ეს ლეგენდა შთაგონებულია ევროპული ქალთევზების ზღაპრებით, რომლებიც შემდეგ შეერივნენ აფრიკულ და ძირძველ კულტურებს, რამაც წარმოშვა სხვდასხვა ვერსიები. მაგრამ რატომ შეიქმნა ისინი პირველად? ეს იმისთვის იყო რომ ქალები დაქორწინებამდე ქალწულები დარჩენილიყვნენ, ეს იყო გაფრთხილების ზღაპარი, რომელშიც ნათქვამია, რომ სექსი თითქმის უცნობ ადამიანთან თუ ექნებოდათ, ცუდი რამეები დაემართებოდათ.

კურუპირაimageკურუპირა არის ცეცხლოვანი თმიანი არსება და მისი ფეხები ადამიანებისაგან განსხვავებით შებრუნებულია. ჩვეულებრივ, ის ცხოველთან ერთად დადის და ტყის დამცველია. იგი თავს ესხმის მონადირეებს და აიძულებს დაიკარგნონ ტყეში სამუდამოდ.

თავდაპირველად კურუპირა ბოროტი არსება იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მას შეუმსუბუქეს სტატუსი და აქციეს ტყის მცველად.


0
10
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0