x
image
მადამ ფისუნია
ანტალიის მუზეუმი
image

ანტალიის მუზეუმი ან ანტალიის არქეოლოგიური მუზეუმი - თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია, რომელიც მდებარეობს ანტალიაში, კონიაალთში. იგი მოიცავს 13 საგამოფენო დარბაზს და ღია გალერეას. ის მოიცავს 7, 000 მ 2 ტერიტორიას და მასში გამოფენილია 5000 ხელოვნების ნიმუში. დამატებით კიდევ 25, 000-30, 000 არტეფაქტი, რომელთა ჩვენება შეუძლებელია. როგორც მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია მეტად მნიშვნელოვანი მაგალითები, რომლებიც ანატოლიაში ხმელთაშუაზღვისა და პამფილიის რეგიონების ისტორიას ჰფენენ ნათელს, ანტალიის მუზეუმი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმია. მუზეუმმა 1988 წელს მოიგო "ევროპული საბჭოს სპეციალური პრიზი".

პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, იმ დროს, როდესაც ანტალია იტალიის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, იტალიელმა არქეოლოგებმა დაიწყეს არქეოლოგიური საგანძურის მოძიება, რომელიც ქალაქის ცენტრში და იტალიის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი. ამ ინიციატივების თავიდან ასაცილებლად, სულთანის მრჩეველმა სულეიმან ფიქრი ბეიმ 1919 წელს მიმართა ანტალიის პროვინციის გუბერნატორს, თვითონ დაინიშნა სიძველეების ნებაყოფლობით კურატორად და პირველად დააარსა ანტალიის მუზეუმი, რომელიც შეეცადა შეეგროვებინა ის, რაც მოპოვებულიქნებოდა გათხრებისას.


მუზეუმი თავდაპირველად განთავსებული იყო ალაჰედინის მეჩეთში 1922 წელს, შემდეგ ივლილ მინარეთის მეჩეთში 1937 წლიდან და შემდეგ გადავიდა მის ამჟამინდელ შენობაში 1972 წელს. ვიზიტორებისთვის იგი 1982 წელს დაიხურა ფართო სპექტრის მოდიფიკაციებისა და რესტავრაციებისათვის. იგი განახლდა თანამედროვე მუზეუმის კონცეფციების შესაბამისად და საზოგადოებისთვის გაიხსნა 1985 წლის აპრილში.

ანტალიის რეგიონალური მუზეუმი შედგება 13 საგამოფენო დარბაზისგან, 1 ღია საგამოფენო დარბაზისგან, ლაბორატორიებისგან, სათავსოებისაგან, მაღაზიებისგან, საკონფერენციო დარბაზისაგან, ადმინისტრაციული ოფისებისაგან, კაფეტერიისა და მუზეუმის წარმომადგენლების საცხოვრებელი ოთახებისაგან.

პრე-ისტორიული ჰოლი

აქ არის გამოფენილი ნამუშევრები, რომლებიც ნაპოვნია კარაინში, ოქუზინიში და სეჰახოიუკში. ნამუშევრები მოიცავს პალეოლითის ნიმუშებიდან დაწყებული რომაული ხანისნამუშევრებს.

პროტო-ისტორიული დარბაზი
აქ გამოფენილია ნეოლითის, კალკოლითისა და ადრეული ბრინჯაოს ხანის ნაწარმოებები, რომლებიც ნაპოვნია ჰაცილარში. გათხრების შედეგად სემაჰოიუკსა და მის შემოგარენში.

კლასიკური პერიოდის დარბაზი
აქ არის ნამუშევრები, რომლებიც თარიღდება მიკენის ხანიდან ელინისტური ხანამდე, მათ შორის თიხის ჭურჭლის ნიმუშები, ღვინის თასები და თეფშები. ერთ-ერთ ელინისტურ ვიტრინაში არის აპოლონის მნიშვნელოვანი ქანდაკება. გარდა ამისა, აქ არის რომაული პერიოდის ქანდაკებების ნამუშევრები, რომლებიც მუზეუმის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს.

ქანდაკების დარბაზი
ამ ოთახში გამოფენილია მითოლოგიური ფიგურების ქანდაკებები, რომლებიც თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვის II და III საუკუნეებით, რომაული პერიოდის. ისინი პერჟეს გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. ქანდაკებების ჩამონათვალში შედის შემდეგი მითოლოგიური ფიგურები: მინერვა, ზევსი, არტემიდა, ჰარპოკრატე, აფროდიტე, ასკლეპიუსი, ტიქე, მელეაგერი, ჰეკატე, ჰერმესი და მარსია.

საიმპერატორო ქანდაკებების დარბაზი
აქ გამოფენილია ქანდაკებები, რომლებიც ასახავს იმპერატორებს, იმპერატრიცებსა და რომის პერიოდის სხვა პიროვნებებს. ისინი პერჟეს გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. ოთახის ცენტრში მდებარეობს პლანცია მაგნას დიდი ქანდაკება, გამორჩეული ქალი რომის პროვინციაში, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა პერჟეს განვითარებაში ამ ქალაქის ოქროს ხანაში. აქვეა იმპერატორ ადრიანეს, იმპერატორ სეპტიმუს სევერიუსის და მისი მეუღლის, რომის თანაიმპერატორი ლუციუს ვერუსის, იმპერატორი ტრაიანეს, იმპერატორი კარაკალასა და მეფე ალექსანდრე დიდის ქანდაკებები.

სარკოფაგების დარბაზი
აქ წარმოდგენილია რომაული პერიოდის სარკოფაგები პამფილიიდან და სიდემარიდან. მათგან ყველაზე ლამაზია დომიტიას სარკოფაგი და ის, რომელიც აჩვენებს ჰერაკლეს თორმეტ გმირობას. სარკოფაგების ჩამონათვალში შედის ჰერაკლეს სარკოფაგი, დომიტიას და დომიტა ფილისკას სარკოფაგები, აურელია ბოტიანესა და დემეტრეს სარკოფაგები და ატიკური ტიპის დიონისოს სარკოფაგები .

მოზაიკის დარბაზი
აქ გამოიფინება ბიზანტიური პერიოდის მოზაიკა, რომელიც ნაპოვნია ქსანტოსში და ანტალიის მიმდებარე რეგიონებში.

საეკლესიო ნივთების დარბაზი

ანტალიაში ამ ბოლო დროს გამოიფინა იესო ქრისტეს ცხოვრების ამსახველი ხის საეკლესიო ილუსტრაციები. გარდა ამისა, გამოფენილია წმინდა ნიკოლოზისა და მისი წმინდა ნაწილების ამსახველი ნივთები.

მცირე ობიექტების დარბაზი
აქ გამოფენილია სანათები და მინის საგნები, რომლებიც თარიღდება რომაული და ბიზანტიური პერიოდით.

მონეტების დარბაზი
აქ წარმოდგენილია ელინისტურიდან ოსმალეთის პერიოდის ჩათვლით ოქროს, ვერცხლის და სპილენძის მონეტების მაგალითები. მათგან ყველაზე საინტერესოა ქალაქის და საიმპერატორო მონეტები.

თურქულ - ისლამური პერიოდის ნამუშევრები
ეს ოთახი შეიცავს სელჩუკთა და ოსმალეთის ფილების მაგალითებს, ანატოლიური ხალიჩებს ოსმალეთის პერიოდს, წარწერებს, წიგნებს, სანთლებს, სანათებს, დერვიშულ ნივთებს და ა.შ.

ეთნოგრაფიული დარბაზი
აქ გამოფენილია ტანსაცმელი, ნაქარგები, იარაღი და ლითონის საგნები ანტალიის რეგიონიდან. ოთახის ერთი კუთხე მოწყობილია, როგორც ტიპური ანატოლიური სახლი.

ბავშვთა განყოფილება

მუზეუმის შესასვლელში მოეწყო დარბაზი, როგორც ბავშვთა მუზეუმი, რომელიც (ასეთი ტიპის) პირველია თურქეთში. ამ განყოფილების განთავსებულია სხვადასხვა საბავშვო სათამაშოები და ანტიკური ფულის ყუთები. აქ მიმდინარეობს ბავშვთა დაინტერესება სამუზეუმო საქმიანობითა და ისტორიით.

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0