x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“ეს იყო პეტერბურგში…”- ვის ფოტოებს აქვეყნებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 90 - იან წლებში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გადაღებულ ისტორიულ კადრებს აზიარებს:


imageimageimageimage

"პროფესიული დღის ამბავში, ეს იყო პეტერბურგში… გასულ საუკუნეში… ათას ცხრას… მერე ზუსტად არ მახსოვს, მგონი 1997 თუ 1998.. შეიძლება ცოტა უფრო ადრეც….


პოლიტიკოსების რამდენი თაობა და ქარიშხალი მოვილიე, ხვდებით? (ეჭვი მაქვს, კიდევ ბევრს მოვილევ)"- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს, ერთობლივად დაარსეს. ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის, ჯერ "საქართველოს გაზეთის", შემდეგ კი "ქართული გაზეთის" დაარსების დღე დაწესდა. სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი.







0
275
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
275