x
image
მანანა თურმანიძე
ექიმებიც კი ვერ ხსნიან მის დაბრუნებას
image

ვინც არ იცის, ბოლო 2 დღე გავატარეთ არკანზასის ბავშვთა საავადმყოფოში. კვირას საღამოს, 9 საათზე, ჩემი ექვსი კვირის ქალიშვილი დავბანე, თბილი ბოთლი მივეცი და ღამით მის საწოლში დავტოვე. ვიცოდი, რომ ახალშობილის გრაფიკით ისევ მასთან უნდა ვყოფილიყავი დაახლოებით შუაღამისას. სადღაც 10 საათზე დავტოვე და წამოვედი დასაძინებლად. ზუსტად 1:15 საათზე უცებ გამმოეღვიძა (ვიცოდი, რომ ამდენი ხანი არ უნდა დამეძინა), წამოვხტი და წავედი კამილასთან. ისე გამოიყურებოდა, თითქოს ძალიან ღრმად ეძინა. ხელი მოვკიდე.

ის არ სუნთქავდა, მოდუნებული და გაცივებული ჩანდა. დავიწყე მისი ნჯღრევა და მისი სახელის ყვირილი. ის მაინც არ მოძრაობდა და თვალები დახუჭული ჰქონდა. მის სახელს ვყვიროდი და მის საწოლს ვაჯანჯღარებდი, მაგრამ ის არ განძრეულა. ვიდრე მე ვყვიროდი, მამამისმა აიტაცა ხელში და დავინახე, როგორი მოჩვარული და ნაცრისფერი იყო ის მის მკლავებში, მკერდი კი არ უმოძრავებდა. მე ვუყურებდი, როგორ ანჯღრევდა და ევედრებოდა მამამისი, მაგრამ მისი ხელები და თავი უბრალოდ ჩამოკიდებული იყო. სახეზეც კი მიადო სახე, რომ ეგრძნო მის სუნთქვა, თუნდაც ზედაპირული. მისი სახის გამომეტყველებით ვიცოდი პასუხი. ჩემი ბავშვი აღარ იყო.

Მე ის დავკარგე. ვკანკალებდი, ვტიროდი და ვყვიროდი და ... უბრალოდ იატაკზე დავვარდი ყვირილით, ვტიროდი და ღმერთს ვევედრებოდი, დახმარებოდა ჩემს პატარას. მახსოვს, რომ ვყვიროდი "გთხოვ, იესო დაეხმარე მას! აიძულე ამოისუნთქოს!" უსასრულოდ ვყვიროდი. არ ვიცი ეს წამები გაგრძელდა თუ წუთები, მაგრამ ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო.


ვფიცავ, იმ მომენტში რომ შევხედე - ფერი ნაცრისფერიდან ვარდისფერში გადავიდა. დავინახე, რომ მისი მკლავი ოდნავ ამოძრავდა. ზედაპირული სუნთქვაც შევნიშნე. ვუყურებდი გაოცებული და ვხედავდი მის უკან მობრუნებას.

ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომი (SIDS) რეალურია, მაგრამ ღმერთი უფრო დიდია.

ჩვენ მასთან ერთად ვიყავით ბავშვთა საავადმყოფოში. მან გაიარა ყველა ტესტი, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება. მას მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ აპნოეზე, სკანირებაზე, რენტგენზე, დიეტოლოგებიც კი ამოწმებდნენ მის კვებას.

ერთადერთი დიაგნოზი, რომელიც ყველა ამ ტესტით გამოვლინდა იყო - B.R.U.E.: აუხსნელი მოვლენის მოკლე გადაჭრა. (ხანმოკლე აუხსნელი მოვლენა არის მოვლენა ჩვილებში, რომელიც ხასიათდება სუნთქვის, ტონის, ფერის ან რეაქციის დონის მკვეთრი ცვლილებით, რასაც მოჰყვება საწყის მდგომარეობაზე სრული დაბრუნება და რომლის სამედიცინო ახსნაც შეუძლებელია - ავტ.)

ექიმებიც კი ვერ ხსნიან, თუ როგორ არის ის აქ. არ გამოვლენილა სუნთქვის, გულის ან სხვა რაიმე პრობლემა.

მე ჩვეულებრივ არ ვაზიარებ მსგავს რაღაცეებს, მაგრამ მე მომიწია ჩვენების მიცემა. ჩემი ბავშვი საკმარისი დროით იყო წასული, რომ გაცივებულიყო და ნაცრისფერი გამხდარიყო, მაგრამ დავინახე, როგორ დაბრუნდა მასში სიცოცხლე. თუ ოდესმე გქონიათ რაიმე ეჭვი, იცოდეთ - ღმერთი არსებობს, ის ნამდვილია! მისი მადლი და წყალობა არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ჩემი პატარა მყავს ხელში.

ვანესა ჰეარი


image


ალბათ გსმენიათ ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის (SID) შესახებ. უპრიანია ამასთან დაკავშირებით მედიკოსების რეკომენდაციების გათვალისწინება:


„ზურგზე ძილი საუკეთესოა ბავშვისთვის“ - მას შემდეგ, რაც ეს კამპანია განხორციელდა, შემთხვევების რიცხვი განახევრდა. ამრიგად, იმის უზრუნველყოფამ, რომ თქვენს შვილს ზურგზე სძინავს, შეიძლება დიდი დახმარება გაგიწიოთ მათი უსაფრთხოებისთვის.


მეცნიერები ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან, თუმცა, მათ სჯერათ, რომ როდესაც ჩვილებს აძინებენ ზურგზე, ნაკლებია შანსი იმისა, რომ მათ ხელახლა შეისუნთქონ ნახშირორჟანგი, რომელიც მათ გამოდევნეს.


ეს არის მიზეზი იმისა, რომ ექსპერტების უმეტესობა გეტყვით, რომ ბავშვი ყოველთვის მყარ ლეიბზე მოათავსოთ. ამ გზით, მაშინაც კი, თუ თქვენი ბავშვი ძილში გადატრიალდება, ლეიბი არ შეიცვლის ფორმას ბავშვის წონასთან ერთად. ამრიგად, ეს ხელს უშლის ნახშირორჟანგის ჯიბეების წარმოქმნას თქვენი ბავშვის სახესთან.


დაიმახსოვრეთ, არ არის უსაფრთხო თქვენი ბავშვის დაძინება სათამაშო კალათებში, დივანში, თქვენს საწოლში ან ნებისმიერ სხვა რბილ ზედაპირზე. ძალიან მცირეწლოვანი ჩვილებისთვის, მაგარმა საყრდენმა მათ უსაფრთხო ძილზე შეიძლება დადებითად იმუშაოს. თუმცა, თქვენ არ უნდა დატოვოთ ისინი თქვენგან მოშორებით. დააძინეთ წლამდე ასაკის ჩვილები მათ საწოლებში ზურგზე და თქვენთან ახლოს, თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ.


როდესაც თქვენ გძინავთ იმავე ოთახში, სადაც თქვენ ბავშვს, თქვენ უფრო ფრთხილად ხართ ოდნავი ცვლილებების მიმართ. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ შეასწოროთ თქვენი ბავშვის ძილის პოზიცია ან უპასუხოთ სხვა პრობლემებს სწრაფად და ეფექტურად.


ძილის ამგვარი მოწყობა ცხადია არ უნდა გაგრძელდეს სამუდამოდ - მხოლოდ მანამ, სანამ თქვენი პატარა ექვსი თვის გახდება.

ასევე, გახსოვდეთ, რომ არასდროს არ უნდა გაუზიაროთ თქვენი საწოლი თქვენს ჩვილს, ბავშვს უნდა ეძინოს მის საწოლში, მყარი ლეიბით, ზურგზე და თქვენს ოთახში.


ეს არის ძირითადი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ახალშობილებში უეცარი სიკვიდილი სინდრომის რისკის შესამცირებლად. ასე რომ, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს და შეიძლება რეალურად შეძლოთ ყოველ საღამოს ოდნავ უფრო მშვიდად დაიძინოთ, რადგან იცით, რომ თქვენი ბავშვი უსაფრთხოდაა.


წყარო: conservamome.com

0
193
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0