სხვა მდიდარი ადამიანების 9 ჩვევა, რაც მათ განასხვავებს მათგან, ვინც ხელფასის მოლოდინშია 2023, 17 ნოემბერი, 21:07 ამბობენ, რომ ადამიანთა მხოლოდ 1% აკონტროლებს მსოფლიო სიმდიდრის 48%-ს. უნდა აღინიშნოს, რომ მათ უმრავლესობას არ მიუღია ოჯახიდან მემკვიდრეობით ქონება, არამედ თავად ააშენეს ფინანსური იმპერიები. ხასიათის რომელი განსაკუთრებული თვისებებით და ჩვევებით ხასიათდებიან მდიდარი ადამიანები, რაც მათ აერთიანებთ ამ კატეგორიაში? ბევრ ჩვენგანს სმენია 80/20 წესის შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი წარმატების 80% მოდის ჩვენი ძალისხმევის 20% -დან. ამას სხვაგვარად " მინიმალური ძალისხმევის წესი “ ეწოდება და იგი ეკუთვნის წარმოშობით იტალიელ ეკონომისტს ვილფრედო პარეტოს. სწორედ ამიტომ იგი ასევე ცნობილია როგორც „პარეტოს პრინციპი“. საინტერესოა, მაინც რა საერთო თვისებები ახასიათებთ მდიდრებს? ყველა თანხმდება, რომ არ არსებობს ზედმეტი ფული, ამიტომაც საინტერესოა მილიონერების ცხოვრების წესი და მათი საერთო თვისებები თუ მახასიათებლები. გერმანელმა მკვლევარმა რაინერ ზიტელმანმა გადაწყვიტა გაერკვია, ხასიათის რა თვისებებია გავრცელებული სუპერ მდიდრებს შორის. აღმოჩნდა, რომ „ქარხნების, გაზეთების და გემების მფლობელებს“ რაღაც საერთო აქვთ. მდიდარი ადამიანები მორალურად სტაბილურები არიან: პრობლემების გადაჭრისას ისინი არ ხელმძღვანელობენ ემოციებით - მხოლოდ ცივი გათვლებით. გარდა ამისა, მილიონერებს უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, არიან მიზანდასახულები და შეუპოვრები თავიანთი მიზნების მიღწევაში. რა განსხვავებაა თანმიმდევრულს (consistent) და შეუპოვარს (persistent) შორის? თანმიმდევრული ნიშნავს რაღაცის კეთებას დროთა განმავლობაში ერთნაირად, ხოლო შეუპოვარი ნიშნავს რაღაცის კეთების გაგრძელებას სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად. მაგრამ არსებობს ერთი დიდი მინუსი, რომელიც მათ ახასიათებთ: ბევრი მდიდარი ადამიანი საშინელი ეგოისტია. უპირველეს ყოვლისა, ისინი ფიქრობენ საკუთარ და თავიანთი ბიზნესის კეთილდღეობაზე. მაგალითად, ლორეალის იმპერიის მემკვიდრემ, ფრანსუა ბეტანკურმა დედას უჩივლა ფულის გამო. ქალმა მშობელი დაადანაშაულა ცუდი ადამიანების გავლენის ქვეშ მოქცევაში, რომლებიც ოცნებობდნენ მისი კაპიტალის ხელში ჩაგდებაზე. თუმცა, დედა-შვილი მოგვიანებით მაინც შერიგდნენ და ფრანსუაზამ ანდერძით მიიღო მემკვიდრეობაში მილიარდები. საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებს უყვართ ნივთების ყიდვა, მაგრამ მილიარდერების ნამდვილი გატაცება ფულის შოვნის ახალი გზების პოვნაა. მეტიც, ულტრამდიდრები ხშირად საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობენ: ისინი თავიანთ უნიტაზებს ოქროთი არ მოაპირკეთებენ და არც საყვარელ ძაღლებს მორთავენ ბრილიანტებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მრავალშვილიანი ოჯახი მილიარდების შოვნის გარანტიას იძლეოდეს. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ოჯახისა და მეგობრების მორალური მხარდაჭერა ბიზნესმენებს ეხმარება გაუმკლავდნენ სტრესს, დიდი და ძლიერი ოჯახი ემსახურება მათი ზურგის გამაგრებას. მილიარდერთა საზოგადოება ჯერ კიდევ ბიჭების კლუბია. 2018 წელს პლანეტაზე 2, 604 სუპერ მდიდარი ადამიანი აღირიცხა, რომელთა ქონებამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგენა და მათგან მხოლოდ 300 იყო ქალი. წარმატებულ ადამიანებს ურჩევნიათ მხიარული, ღია და ოპტიმისტური მეგობრები. კრედიტუნარიანობა ასევე არის პასპორტი მდიდარ კაცთან მეგობრობის სამყაროში. "სწორი" მეგობრები გიზიდავენ და ფაქტიურად გაინფიცირებენ თავიანთი წარმატებით. ადამიანები, რომლებიც გამუდმებით საუბრობენ წარმატებებზე, შესაძლებლობებზე და ცხოვრების პოზიტიურ ასპექტებზე, გეხმარებიან სამყაროს სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვაში! თქვენ მილიონერების რა თვისებები აღმოაჩინეთ საკუთარ თავში? 360 1-ს მოსწონს
|