x
image
ლურჯი თოლია
სიმართლე გაირკვა! - რა გახდა ქეით მიდლტონის გაუჩინარების ნამდვილი მიზეზი?

ქეით მიდლტონი

კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა ოფიციალური ვიდეო, რომელშიც უელსის ჰერცოგინია - ქეით მიდლტონი საუბრობს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც პრინცესამ განაცხადა, ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა მას სიმსივნე აღმოუჩინა, რის გამოც ის ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. მკურნალობა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დაუსვეს, რაც საბოლოო გამოჯანმრთელების გარანტიას ნიშნავს.

პრინცესამ მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, ასევე თავის სამედიცინო პერსონას. ისაუბრა თუ როგორი რთული პერიოდი იყოს მთელი მისი ოჯახისთვის და დაგვპირდა, რომ როგორც კი შეძლებს მუშაობას დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, მას ოპერაცია იანვარში გაუკეთეს და მას შემდეგ არ წყდება სპეკულაციები მისი ადგილსამყოფელის და ჯანმრთელობის შესახებ.

0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0