სხვა სიგიჟეები, რომლებსაც ძველი ბერძნები სჩადიოდნენ 22 მარტი, 9:11 ძველი ბერძნების მემკვიდრეობამ უდიდესი წვლილი შეიტანა თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში, ეს ეხება ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროს: მედიცინიდან დაწყებული ხელოვნებით დასრულებული, თუმცა ძველ საბერძნეთში ისეთ სიგიჟეებსაც სჩადიოდნენ, რომელთა დაჯერებაც უბრალოდ შეუძლებელია. დღევანდელ სტატიაში სწორედ ოთხი მათგანის შესახებ მოგიყვებით.უცნაური ძველბერძნული მედიცინასაიდუმლო არ არის, რომ "მედიცინის მამა" ჰიპოკრატე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს იყენებდა, თუმცა მის მიერ აპრობირებული დიაგნოსტიკური მეთოდები ზოგისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცევა. ასე მაგალითად, პაციენტის დაავადების ზუსტი დიაგნოზირებისთვის ხშირად ჰიპოკრატე შარდის ნიმუშის გარდა, ასევე ყურიდან გოგირდის სინჯსაც იღებდა.ცემინება როგორც კონტრაცეფციის მთავარი მეთოდიძველი ბერძნები კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, თუმცა მათ შორის ალბათ ყველაზე უცნაურად მაინც ცემინება ითვლება, დიახ, ნამდვილად არ მოგესმათ - ც ე მ ი ნ ე ბ ა! არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად სქესობრივი აქტის შემდეგ ქალს მყისიერად უნდა ჩაებუქნა და რაც შეიძლება ძლიერად დაეცემინებინა. ეფესოს ცნობილი მკურნალის სორონას აზრით, ეს მეთოდი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური გზა იყო.კანის გათეთრებაძველ საბერძნეთში მოდაში ფერმკრთალი სახის კანი იყო, ხოლო ქალბატონებს სახეზე ყოველთვის ასეთი თეთრი ფერი რომ ჰქონოდათ ამისთვის კანზე სხვადასხვა შემადგენლობის ტოქსიკურ ნივთიერებებს ისვამდნენ, რაც საბოლოო ჯამში, ორგანიზმის სერიოზულ ინტოქსიკაციას იწვევდა და "მოდის" მიმდევრებს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებსაც უქმნიდა."ძვირფასი" ოფლითანამედროვე საზოგადოებაში სხეულის არასასიამოვნო სუნი ცუდ ტონად ითვლება და, როგორც წესი, ის შეუმჩნეველი არც გარშემომყოფებისთვის რჩება, თუმცა ძველ საბერძნეთში ყველაფერი პირიქით იყო, ოფლის სუნი ქალებს ძალიან მოსწონდათ, რადგან ის თქვენ წარმოიდგინეთ და, მამაკაცის სიძლიერესთან და მამაცობასთან ასოცირდებოდა.378 შეფასება არ არის |