x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კილიან მერფი – ყველაზე მოკრძალებული ოსკაროსანი მსახიობი

«რაც უფრო მოსაწყენი ხარ რეალურ ცხოვრებაში, მით ნაკლები ადამიანი ინტერესდება შენით», — ამბობს კილიან მერფი და «ალესილი კეპების» და «ოპენჰაიმერი» ვარსკვლავი ნამდვილად არ თვალთმაქცობს. ის ცდილობს, პაპარაცების ყურადღება არ მიიპყროს, არ უყვარს და თავს არიდებს წვეულებებს და სოციალურ ქსელებს არ წყალობს.
ხოლო, მისი თანამშრომლები კი ამბობენ, რომ კილიანი — ძალიან მორცხვი და თავაზიანი ადამიანია. გადაღების შემდეგ, ის ჩვეულებრივ, ან სახლში მიდის, ან სასტუმროში, აბაზანას იღებს და იძინებს. მას ფულის გიჟური ხარჯვაც არ უყვარს. «ჩემი ცხოვრება ძალიან უბრალოა. ბევრს ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, მუსიკას ვუსმენ და ძაღლს ვასეირნებ. მიყვარს სამზარეულოში ტრიალი და თავისუფალ დროს ოჯახთან გატარება», — ერთ–ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა ვარსკვლავმა.


image


პროფესიის არჩევაში შეცდომა დაუშვა. 1996 წელს მომავალმა ვარსკვლავმა, ადგილობრივ კოლეჯში, იურიდიულზე ჩააბარა. მაგრამ, თავის შეცდომას მალე მიხვდა. «შესაძლოა, უფრო მდიდარი ვყოფილიყავი, იურისპრუდენციაში რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უბედური ვიქნებოდი», — აღნიშნა მსახიობმა.

როკ – ვარსკვლავი. თინეიჯერობის პერიოდში, მერფი Sons of Mr Greengenes ჯგუფის გიტარისტი იყო. ჯგუფი მან, ძმასთან ერთად, შექმნა და როგორც თავად ამბობს, მათი ბენდი «სულელურ ტექსტებსა და გიტარის გაუთავებელ სოლოებზე სპეციალიზირდებოდა». მიუხედავად ამისა, ლონდონის ერთ–ერთმა ლეიბლმა მათ კონტრაქტი 5 ალბომზე შესთავაზა. მაგრამ, იმ დროს, მისი ძმა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა და არც ჰონორარით მოიხიბლნენ ბიჭები. ასე, რომ, შემოთავაზებაზე უარი თქვეს.

დებიუტი. მერფმა პირველი მთავარი როლი კომედიურ–დრამატულ ფილმში — «რუჯში» («Sunburn», 1999) შეასრულა.

ბავშვობის ოცნება. კილიანის ერთ–ერთი საყვარელი ფილმი — «ტრონია» (1982). სწორედ ამიტომ, მსახიობი დათანხმდა და ეპიზოდური როლი შეასრულა ფილმის რიმეიკში — «ტრონი: მემკვიდრეობა» (2010).

პოლიგლოტი. მსახიობი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, შოტლანდიურ, ირლანდიურ და ფრანგულ ენებზე.

თითქმის 30 წელი ერთად არიან. მომავალი მეუღლე ივონ მაკგინესი, მსახიობმა 1996 წ. როკ–ჯგუფის ერთ–ერთ კონცერტზე გაიცნო. 8 წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და წყვილს ორი ვაჟი შეეძინა.

ნამდვილი ირლანდიელი. 2015 წ. კილიანმა, მეუღლესთან ერთად, ირლანდიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ეს იმის მიუხედავად, რომ ლონდონში ოჯახი ყველანაირად მოწყობილი იყო. მაგრამ, მსახიობს ის ფაქტი არ მოეწოდა, რომ მისი 10 წლის მალაქი და 8 წლის აარონი, რომლებიც დაიბადნენ და მთელი ცხოვრება ინგლისში ცხოვრობდნენ, სუფთა ბრიტანული აქცენტით საუბრობდნენ. «გვინდოდა ჩვენი შვილები ირლანდიელები ყოფილიყვნენ. ამიტომ, დაბრუნება გადავწყვიტეთ», — აღიარა ვარსკვლავმა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ არ არის ბიბლიაში ნახსენები კატა? და პასუხები სხვა უცნაურ კითხვებზე

* სასაცილო საგზაო ნიშნები და აბრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

* მათ არ იციან, რამდენად დიდები არიან... 15 ძაღლი–გიგანტი

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



1
164
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
164
  
20 მარტი, 10:34
უუუუზომოდ მოწონს მსახიობიც და მისი როლებიც
0 1 1