ტექნიკური ექსპერტი: ხელოვნურ ინტელექტს კაცობრიობის განადგურება ორ წელიწადში შეუძლია 17 მარტი, 18:52 ელიზერ იუდკოვსკის სამეცნიერო წრეებში ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ საუკეთესო მკვლევარად იცნობენ. ამ უკანასკნელს კი საკმაოდ პესიმისტური ხედვა აქვს კაცობრიობის მომავალთან დაკავშირებით. ექსპერტის აზრით, მხოლოდ ძალიან მცირე შანსი არსებობს საიმისოდ, რომ კაცობრიობა ხელოვნურ ინტელექტს გადაურჩება და არსებობას გააგრძელებს.
“კედელთან რომ მიმაყენოთ და მაიძულოთ, რომ გიპასუხოთ შეკითხვაზე, თუ კიდევ რამდენი წელი იარსებებს კაცობრიობა, გეტყვით, რომ დარჩენილი დრო ხუთი წელი უფროა, ვიდრე 50. შესაძლოა 2 წელი კიდევ დაგვრჩა, შესაძლოა ათი, ” — განუცხადა ექსპერტმა “გარდიანს.” “გარდიანის” მიმომხილველ ტომ ლამონტის აზრით იუდკოვსკი საკუთარ სიტყვებში ფილმ “ტერმინატორის” მსგავს აპოკალიფსს გულისხმობს, რომელიც ასევე შესაძლოა ჰგავდეს ფილმ “მატრიცაში” ნაჩვენებ დისტოპიასაც. “ყველაზე რთული ისაა, რომ ადამიანები ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა საფრთხე ემუქრებათ, ” — განუცხადა იუდკოვსკიმ “გარდიანს.” საყოველთაოდ ცნობილია, თუ უკვე რამდენი სამუშაო ადგილი შეიწირა ხელოვნურმა ინტელექტმა. არადა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. უახლოეს მომავალში ხელოვნურ ინტელექტს იმაზე გაცილებით მეტი პროფესიის ჩანაცვლება შეუძლია, ვიდრე ამის წარმოდგენა დღეს ვინმეს ძალუძს, რაც დადებითი მოვლენა არ გახლავთ. თუმცა, იუდკოვსკის აზრით, ეს მხოლოდ უმნიშვნელო წილია იმ პრობლემების, რისი წარმოქმნაც ხელოვნურ ინტელექტს ხელეწიფება. მკვლევარს საუბარი აქვს კაცობრიობის ყოფნა-არყოფნაზე. მართლაც, ხელოვნური ინტელექტი თუ თანდათან ყველა მაღალტექნოლოგიურ პროფესიას ჩაანაცვლებს, რა ფუნქციის მატარებელიღა დარჩება თითოეული ჩვენთაგანი? ეს იქნება მხოლოდ ფუნქცია შავი ქარგლისა, რომელიც ყველაზე მძიმე და დაბალკვალიფიციურ სამუშაოებს ასრულებს — ანუ სწორედ ის, რასაც საკუთრივ ადამიანისთვის ოდითგანვე ასრულებდა მუშა პირუტყვი. აქედან კი ხელოვნური ინტელექტის სრულ გაბატონებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა რჩება... 374 შეფასება არ არის |
ეს ინგლისურად
https://www.bbc.com/news/technology-65789916
ეს რუსულად
https://www.bbc.com/russian/news-65781019