პოეზია პოეტი ენდი ნემსიწვერაძე საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა - რა იყო მისი ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში? 17 მარტი, 18:12 პოეტი, ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი ენდი ნესმიწვერაძე საკუთარ დაბადების დღეზე გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე პოეტი სოციალურ ქსელში წერდა:
„დღეს, საჩუქრად ჩემივე ლექსების ახალი კრებული, “სიცოცხლის ალავერდი" მივიღე, ჩემი საუკეთესო მეგობრებისაგან.... ახლა უკვე ორი წიგნით, ორი ბიჭით, ერთი ცოლით, ასობით მოსწავლით, უამრავი კოლეგით, კეთილი და უერთგულესი მეგობრებით გარშემორტყმული ვხვდები, საკუთარ დაბადების დღეს... თავს გიხრით, მიყვარხართ ყველანი... მიიღეთ ჩემგან სიყვარულის და სიცოცხლის ალავერდი!“ პედაგოგი და პოეტი ენდი ნესმიწვერაძე დაიბადა 1967 წლის 17 მარტს სოფელი უცხერში, ლეჩხუმი, ცაგერის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. მუშაობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლად, იყო ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ამჟამად არის ქუთაისი მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი. ავტორია წიგნისა "უბელო რაშები". 363 2-ს მოსწონს
|