x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512639
როგორ მივიღოთ ორი არჩევანიდან, ერთი სწორი გადაწყვეტილება
ხშირად დგება ადამიანი რთული დილემის წინაშე, აგონიაში მყოფმა გააკეთოს ორ გზას შორის ერთი და სწორი არჩევანი. მაგრამ სინამდვილეში, არ არსებობს სწორი ან არასწორი არჩევანი. უბრალოდ, ყველა არჩეული გზა განსხვავებულია. თქვენ უბრალოდ უნდა იპოვოთ ის, რისი გავლაც ყველაზე მეტად გსურთ იმ დროს.




image




გთავაზობთ ამერიკელი მწვრთნელის/ქოუჩის - სამუელ მაკკრეას ეფექტურ მეთოდს. (ქოუჩი - პირია, რომელიც სხვადასხვა ტექნიკით ეხმარება სხვას საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს, გაიაზროს ძლიერი და გააძლიეროს სუსტი მხარეები. პროფესიონალი მწვრთნელი (ქოუჩი) ფლობს სპეციალურ მეთოდებს და მასთან მუშაობის შედეგეად ის სხვა პირი იწყებს საკუთარი რესურსებისა და უნარების გამოყენებას და ეძებს მიზნამდე მისასვლელ ყველა ოპტიმალურ გზას)




როგორ მივიღოთ ორი არჩევანიდან, ერთი სწორი გადაწყვეტილება



1. აიღეთ ფურცელი და მიწერეთ საკუთარ თავს.



image


წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიიღეთ ორი (ან მეტი) გადაწყვეტილება მტკივნეული არჩევანის სასარგებლოდ. დაფიქრდით, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება ამ შემთხვევაში ექვსი თვის განმავლობაში?


წარმოიდგინეთ და დეტალურად აღწერეთ, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება მომავალ ექვს თვეში. აღწერეთ დეტალურად - ყველა დადებითი და უარყოფითი ასპექტი.


იფიქრეთ, ვისთან ერთად იქნებით, რას გააკეთებთ, სად და როგორ იცხოვრებთ და რა პერსპექტივები გექნებათ.


გახსოვდეთ, რომ თქვენ წერთ წერილს მომავლიდან საკუთარ თავს. მას შემდეგ რაც წინ გექნებათ თქვენი ცხოვრების სრული სურათი, გადადით ემოციურ ნაწილზე. რაც შეიძლება დეტალურად დაწერეთ, როგორ ხართ და როგორ გრძნობთ თავს. კმაყოფილი ხართ მიღებული გადაწყვეტილებებით თუ რამე გაწუხებთ?


მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს თქვენი არჩევანისთვის წერილის ბოლოს და დაწერეთ რამდენად სერიოზული გავლენა იქონია მან თქვენს ცხოვრებაზე. დასრულების შემდეგ გადაკეცეთ ქაღალდი და გადამალეთ/შეინახეთ.



image



2. მოიმარჯვეთ მეორე ფურცელი.

დაწერეთ ზუსტად იგივე ფორმის წერილო, მხოლოდ თქვენი ცხოვრების გზის განსხვავებული არჩეული ვარიანტით. აღწერეთ ყველაფერი რაც შეიძლება დეტალურად. ასევე მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს არჩევანისთვის, დაკეცეთ ფურცელი და შეინახეთ.






3. რამდენიმე დღის შემდეგ, ორივე ფურცელი გაშალეთ და წაიკითხეთ.

როგორ გრძნობთ თავს მათ კითხვისას? ორივე გზა ისევ ისე სხვადასხვა მომავლის აღმნიშვნელია?





ეს მეთოდი ნამდვილად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის დაწვრილებით დაწერა და როცა წაიკითხავთ გარკვეული დროის შემდეგ, ნამდვილად გამოჩნდება მესამე გზა. რადგან გარედან/შორიდან დაინახავთ თქვენს პერსპექტივებს, შეიგრძნობთ ამ ადამიანის ემოციებს მომავლისგან, მაშინ ქვეცნობიერად მიხვდებით, იმ ორი გზიდან ნამდვილად რომელი გაშინებთ და რა გინდათ სინამდვილეში.



0
66
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0