x
image
Yoona
როგორ დააქვეითოთ იმუნიტეტი? - მიირთვით მეტი მარილი
მარილის ზომიერად მირთმევა ადამიანს ზიანს არ აყენებს. საკვების გადამლაშებამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები.



image



გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გერმანიის მაცხოვრებლები ყოველდღე მიირთმევენ ორჯერ მეტი რაოდენობის მარილს, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას: დღეში მაქსიმუმ 5 გრამი. მარილის ჭარბი მოხმარების გამო მოქალაქეებს აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა.



Rheinische Friedrich-Wilhelms-Universität Bonn–ის მეცნიერებმა მოაწყვეს ახალი ექსპერიმენტი, თუ რა გავლენას ახდენს ნატრიუმის ქლორიდი ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე.




image



წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბი მარილი ორგანიზმის იმუნურ სისტემას ასტიმულირებს. ამჯერად მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი დასკვნები ეხება მხოლოდ კანში მიმდინარე პროცესებს, სადაც კარგად გროვდება მარილები.



ადამიანის სისხლს, ასევე ორგანოებს და ორგანიზმს სჭირდება ნატრიუმის ქლორიდის სისტემატური კონცენტრაცია, მაგრამ მისი რაოდენობის ზრდა ადამიანის იმუნიტეტზე უარყოფითად მოქმედებს.



image



რაციონი, რომელიც ბევრ მარილს შეიცავს, აუარესებს პიელონიფრიტის განვითარებას თაგვებში და ამცირებს იმუნური სისტემის ანტიბაქტერიულ აქტივობას. აღმოჩნდა, რომ რაციონში ბევრი მარილი თირკმლის ჰორმონების დისბალანსს იწვევს: მცირდება ალდოსტერონის გამოყოფა და იზრდება – გლუკოკორტიკოიდები. ეს უკანასკნელი ასუსტებს ნეიტროფილების აქტივობას და მას აღარ შეუძლია ფაგოციტოზირებული ბაქტერიების მონელება. ადამიანებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა მსგავსი ეფექტი აჩვენა. სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Science Translational Medicine.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ობიანი პური – რატომ არ უნდა მიირთვათ და რა შედეგებს იწვევს?

2. ერთადერთი ბურღული - კოლაგენის მდიდარი წყარო ქალის ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად

3. ძველი გერმანული რეცეპტი, რომელიც წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინს და აძლიერებს იმუნიტეტს

4. 15 ჩვევა, რომელიც თქვენს გარეგნობას ზიანს აყენებს

5. ხაჭო ყველასთვის არაა. ვისთვის არ შეიძლება მისი ჭამა?



0
9
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
9