x
image
თამილა გურაშვილი
სტალინის ძეგლი წლის ბოლომდე დაუბრუნდება თავის ადგილს გორის ცენტრში!!
image
"ჩვენ ერთი თვის წინ გაცნობეთ, რომ ახლო მომავალში დავიწყებდით სტალინის ძეგლის აღდგენაზე მუშაობას. სამწუხაროდ მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა და ახლო მომავალში (მხოლოდ დროებით), მოვლენები საქართველოში საკმაოდ დაიძაბება. 99% -ით მოსალოდნელია პრვოკაციების მოწყობა ჩვენს ტერიტორიაზე და ამას გააკეთებენ ჩვენი "ისტორიულად მეგობარი ქვეყნები": თურქეთი და საფრანგეთი. სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ყოველივე კარგად და საჩვენოდ დამთავრდება.
ორი დღის წინ, პირადად მე დამიკავშირდა ალჟირელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჩემი სურათი მოსწონებია ძალიან)) და მეგობრობა გამომიგზავნა. მითხრა, რომ სტალინი უდიდესი იყო მსოფლიო პოლიტიკაში. მისი სურათების დათვალიერებით მივხვდი მძღოლი იყო, ხან ბულდოზერზე მჯდარი და ხანაც ექსკავატორზე. თუ ალჟირელმა ახალგაზრდამ იცის სტალინი ვინ იყო, ეს ჩვენი "ქართველობა" რამ გამოათაყვანა ასე?!
ყველაფერი კარგად დამთავრდება და ყოველ მიზეზს გარეშე მაქსმიმალურად ოქტომბრამდე დავიწყებთ დიდი სტალინის ძეგლის თავის ადგილზე დადგმას და ახალ წლამდის აუცილებლად დავამთავრებთ!!!
რომ აღვიდგინოთ ღირსება ქართველებმა, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სახელი და სიყვარული მოძმე ერებში, პირველ რიგში მოგვიწევს ზუსტად ამ საქმის სისრულეში მოყვანა, ხოდა, ჩვენაც ვიძლევით პირობას, ღირსეული ქართველების და მოაზროვნე მსოფლიოს ხალხების წინაშე, რომ ვერავინ და ვერაფერი წინ ვეღარ დაგვიდგება! სტალინის ძეგლი წლის ბოლომდე დაუბრუნდება თავის ადგილს გორის ცენტრში!!!
საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტიის პრეზიდიუმის სახელით: გიორგი ყუშიტაშვილი, მირიან მიქაბერიძე, ზურაბ მეზვრიშვილი, რუსლან გვარაძე...
Ruslan Gvaradze, ავთანდილ პაკელიანი და 16 სხვა პიროვნება
0
10
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0